3.49.1. Не устоявший в истине манит не устоявшему в истине

Быт.3,1-6; 3цар.22,22; 1Пар.21,1; 2Пар.18,20-22 Иов.1,11.12; 2,4-6 Матф.13,39 Ин.6,70; 8,38.[44] Деян.5,3; 13,10 Иак.4,7; 1Пет.5,8.9; 2Пет.2,1-3; 1Ин.3,8-12; 2Кор.11,13-15; 2Фес.2,9-11 Отк.2,10; 13,7

3.49.1. ჭეშმარიტებაში დაუმკვიდრებელი აცთუნებს ჭეშმარიტებაში დაუმკვიდრებელს

- უფალი უშვებს გამოგვცადოს ჭეშმარიტებაში დაუმკვიდრებელმა მოწინააღმდეგემ იობ. 1,11.12; 2,4-6; 2თეს. 2,9-11 გმცხ. 13,7

- რჩეულობა არ ნიშნავს რაიმე დაცვას. რჩეულებიც იცდებიან და ზოგი მათგანი უშვებს თავის თავში ეშმაკს ინ. 6,70; იაკ. 4,1

- სატანა ცდილობს თავისი სიცრუე სიმართლედ გაასაღოს დაბ. 3,1-6 იობ. 1,11

- სიცრუის სულად იქცევა 3მფ. 22,22; 2ნეშ. 18,20-22

- აღძრავს მცდარ სურვილებს 1ნეშ. 21,1 ინ. 8,38.[44] საქ. 5,3; 1ინ. 3,8-12

- თესავს ღვარძლს მათ. 13,39

- ცდილობს დაგვარწმუნოს მისგან შეპყრობილი ადამიანებისგან, მისი ძეებისგან, ცრუწინასწარმეტყველებისგან საქ.13,10; 2პეტ. 2,1-3; 2კორ. 11,13-15

- დავემორჩილოთ ღმერთს, წინ აღვუდგეთ ეშმაკს და უკუიქცევა ჩვენგან იაკ. 4,7; 1პეტ. 5,8.9

- და მისი მძლეველნი მივიღებთ სიცოცხლის გვირგვინს გმცხ. 2,10

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 3

1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? 

2. მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,

3. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.

4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.

5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.

6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.

3მეფეთა 22

22. მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.

1ნეშტთა 21

1 სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს. 

2ნეშტთა 18

20. გამოვიდა სული, წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. უთხრა უფალმა: რითი?

21. მიუგო: გავალ და საცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.

22. აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა უფალმა ამ შენ წინასწრმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.

იობი 1

11. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.

12. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან. 

იობი 2

4. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი.

5. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას - მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.

6. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.

მათე 13

39. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები. 

იოანე 6

70. მიუგო მათ იესომ: განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია.

იოანე 8

38. მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ.

44. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.

საქმე 5

3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?

საქმე 13

10. და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი?

იაკობი 4

7. მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან.

1პეტრე 5

8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. 

9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.

2პეტრე 2

1. იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს.

2. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.

3. ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.

1იოანე 3

8. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი.

9. ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი.

10. ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.

11. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.

12. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი.

2კორინთელთა 11

13. რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.

14. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. 

15. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც

2თესალონიკელთა 2

9. მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით,

10. ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი.

11. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,

გამოცხადება 2

10. ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.

გამოცხადება 13

7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.