1.1.96 Вихрь

Вихрь - порывистое круговое движение ветра

.

4цар.2,1.11 Иов.21,18 Пс.10,6; 82,13 Ис.17,14 Иер.4,13; 23,19; 25,32; 30,23; 51,1 Иез.10,13 Ам.1,14 Наум.1,3 Деян.27,14

1.1.96 ქარბორბალა

ქარის წრიულად მბრუნავი მოძრაობა

სიტყვასიტყვით:

- ელია იქნა ატაცებული 4მფ.2,1.11

- დაამსხვრია პავლეს ხომალდი საქ.27,14

სიმბოლურად:

- უკეთურთა უეცარი განადგურება იობ.21,18 ფს.10,6; 82,13 ეს.17,13 იერ.4,13; 23,19; 25,32; 30,23; 51,1 ნაუმ.1,3

- ქერუბიმების აღწერილობაში ეზეკ.10,13

- ნგრევა ომიანობის ჟამს ამ.1,14

ბიბლიის მუხლები

4მეფეთა 2

1. როცა უფალი ელიას ცად ატაცებას აპირებდა ქარბორბალათი, ელისესთან ერთად გილგალიდან მოდიოდა ელია.

11. როცა მიდიოდნენ და საუბრობდნენ, აჰა, გამოჩნდა ცეცხლოვანი ეტლი და ცეცხლოვანი ცხენები, განაშორა ორნი ერთმანეთს და ზეცაში ავიდა ელია ქარბორბალით.

იობი 21

18. იქნებიან ჩალასავით ქარის წინაშე და ქარბორბალასგან მოტაცებულ ბზესავით.

ფსალმუნი 10

6. ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტებზე - ცეცხლსა და გოგირდს; ქარბორბალაა მათი ხვედრი.

ფსალმუნი 82

13. ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი ვითარცა მტვერი ქარბორბალაში, ვითარცა ნამჯა ქარში.

ესაია 17

13. ტომები ღრიალებენ, როგორც დიდი წყლები ღრიალებენ; მაგრამ როცა ის მათ დაემუქრება, გაიქცევიან შორს, და გაიხვეტებიან, როგორც ქარი მიანიავებს ბზეს გორდაგორ, და როგორც მტვერს – ქარბორბალა.

იერემია 4

13. აჰა, ღრუბელივით ამოდის იგი და ქარბორბალასავითაა მისი ეტლები. ორბებზე უსწრაფესნი არიან მისი ცხენები, ვაი ჩვენს თავს, ვერ გადავრჩებით!

იერემია 23

19. აჰა, რისხვით გამოვიდა უფლის ქარიშხალი, სასტიკი ქარბორბალა; ბოროტმოქმედთა თავზე დატრიალდება იგი.

იერემია 25

32. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება გადადის ხალხიდან ხალხზე და დიდი ქარბორბალა აღიძვრის ქვეყნის კიდეებიდან.

იერემია 30

23. აჰა, მძვინვარე ქარბორბალა წამოვიდა უფლისგან, მრისხანე ქარბორბალა, ბოროტეულთ დაატყდება თავს.

იერემია 51

1. ასე ამბობს უფალი: აჰა, მე აღვძრავ ბაბილონსა და ქალდეაში მცხოვრებ ჩემს მტრებზე გამანადგურებელ ქარბორბალას.

ეზეკიელი 10

13. და ბორბლები იწოდა ქარბორბალად, გავიგონე ჩემი ყურით.

ამოსი 1

14. ცეცხლს დავცემ რაბას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს: საომარი ყიჟინით - ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი - ქარიშხლიან დღეს;

ნაუმი 1

3. სულგრძელია და ძლევამოსილია უფალი, დამნაშავეს დაუსჯელად არ დატოვებს; გრიგალშია უფალი და ქარიშხალშია მისი სავალი, მის ფერხთა მტვერია ღრუბელი.

საქმეები 27

14. მაგრამ სულ მალე ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა ამოვარდა,