3.50.12. Синдром греха Иуды

- Иуда согрешил, даби исполнилось пророчество Деян.1,15-20

- Иисус знал, что он предаст. Хотел, чтобы исправился. Господь всем дает шанс исправится. Иуда тоже знал но не захотел исправится Матф.26,23.24

- на сей день каждый из нас должен ответит на вопрос „не я ли предаюи Господа?“ Матф.26,20-22

- Для всех согрешивших есть утешение в словах апостола Иоанна: "ЕСЛИ исповедуем грехи наши, то Он, будучи верен и праведен, простит нам грехи“ 1Ин.1,9

.

Грех Иуды

"...Я пришел к

заключению, что

95% христиан

своей жизнью

предают Христа. В

это число вхожу и

я. Скорблю,

раскаиваюсь и сам

себя за это

ненавижу. И

потому нет у меня

на сердце покоя".

Каждый из нас в

большей или

меньшей мере

причастен ко

греху Иуды.

Нелегко поверить,

но это факт, что

Христос был

предан Его

призванным

последователем.

Но все ли

христиане

понимают, что

предавать Христа

сегодня более

ужасное

преступление, чем

преступление

Иуды? Почему?

Потому что тот, кто

считает себя

учеником Христа, а

жизнью своей

отрекается от

Него, делает это

при ярком свете

Евангелия,

которого во

времена

Иуды еще не

было.

В связи с беседами

многие читатели

спрашивают в

письмах: почему

христианство

наших дней

потеряло влияние

на мир? Ответ

прост: потому что

трудно найти

границу, где

кончается мир и

где начинается

христианство. Все

смешалось вместе:

мир и церковь

почти

неотделимы.

Большинство

христиан живут в

"отцовской" вере

или в тени веры

отцов, не пережив

возрождения.

Ясно, что они не

могут поступать

иначе, как

неверующие

люди. Где же

выход?

"И когда они ели,

Иисус сказал

ученикам: истинно

говорю вам, что

один из вас

предаст Меня. Они

весьма

опечалились и

начали говорить

Ему, каждый из

них: не я ли,

Господи?" (Матф.

26:20-22).

Если каждый

христианин будет

следить за собой с

мыслью: "Не я ли

предаю Господа?"

- христианство

станет

величайшей

моральной силой,

преобразующей

мир.

Для всех

согрешивших есть

утешение в словах

апостола Иоанна:

"ЕСЛИ исповедуем

грехи наши, то Он,

будучи верен и

праведен, простит

нам грехи наши и

очистит нас от

всякой

неправды" (1

Иоан. 1:9).

3.50.12. იუდას ცოდვის სინდრომი

ყველაფერი იუდა ისკარიოტელის შესახებ:

- თორმეტ მოციქულთაგანი მარ.3,14.19

- იწოდა ისკარიოტელად და გამცემად ლუკ.6,16

- აკრიტიკებს მაგდალინელს ინ.12,4.5

- ებარა ყულაბა ინ.13,29

- იესომ ამოიცნო ინ.13,21-26

- გასცა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად მათ.26,14-16

- გასცა ამბორით მარ.14,44.45

- დააბრუნა ვერცხლი მათ.27,3-5

- თავი მოიკლა მათ.27,5

- ერჩია, სულაც არ შობილიყო მათ.26,24

.

დახასიათება:

- ქურდი ინ.12,6

- სატანისგან შეპყრობილი ინ.6,70; 13,27

.

- იუდას გამცემლობა მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ფს.40,9 საქ.1,[16]; 2,23

.

- იესომ იცოდა, რომ გასცემდა იგი. სურდა, რომ იუდა გამოსწორებულიყო. უფალი ყოველთვის იძლევა შანსს. იუდამაც იცოდა, მაგრამ არ ისურვა მონანიება მათ.26,23.24.46-50 ინ.13,18; 18,2-5

.

- დღევანდელ დღეს ყველამ უნდა ვკითხოთ თავს: „მე ხომ არ გავცემ უფალს?“ მათ.26,21-22

.

- ხომ არ გამქისდა ჩვენი გული? გვესმის მოსმენილი? საქ.28,27

.

- ყველა შემცოდისთვის არის საშველი, რომ თუ მოვინანიებთ ჩვენს ცოდვებს, ვიქნებით ნაპატიები 1ინ.1,9

.

- არ აღმოვჩნდეთ უკუქცეულნი 2პეტ.2,21

.

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 40

9. ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ.

მათე 26

14. მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან

15. და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი.

16. და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი.

21. ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.

22. ისინი დიდად დამწუხრდნენ და ყველამ ცალ-ცალკე დაუწყო კითხვა: მე ხომ არა, უფალო?

23. ხოლო მან პასუხად თქვა: ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს მე.

24. და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი.

46. ადექით, წავიდეთ: აჰა, მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი.

47. სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, იუდა, ერთი თორმეტთაგანი, მოვიდა და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით, მღვდელმთავართა და ხალხის უხუცესთაგან.

48. ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით იგი.

49. მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა.

50. ხოლო იესომ უთხრა მას: მოყვასო, რისთვის მოსულხარ? მაშინ მისცვივდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.

მარკოზი 3

19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

მარკოზი 14

44. ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ.

45. მოსვლისთანავე მიეახლა და უთხრა: რაბი, რაბი! და ეამბორა მას.

ლუკა 6

16. იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.

იოანე 6

70. მიუგო მათ იესომ: განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია.

იოანე 13

18. ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი.

21. ეს რომ თქვა, შეიძრა იესო სულით, იმოწმა და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.

22. მოწაფეები ერთმანეთს მისჩერებოდნენ და ვერ გაეგოთ, ვისზე თქვა ეს.

23. ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას.

24. სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო.

25. ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის?

26. იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.

27. ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.

28. მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.

29. ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო.

იოანე 18

2. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.

3. მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით.

4. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ?

5. მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა.

საქმენი მოციქულთა 1

16. კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ.

საქმენი მოციქულთა 2

23. ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით.

საქმენი მოციქულთა 28

27. რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

2პეტრე 2

21. უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან.

1იოანე 1

9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.

.

__თემაზე წერდნენ__

.

იუდას ამბავი

როგორ იყო ყველაფერი სინამდვილეში?

.

(ისტორიული რეკონსტრუქციის მცდელობა)

.

კაცობრიობის ისტორიამ სახარების დროინდელი მოვლენებიდან მოყოლებული არ იცის იუდა ისკარიოტელზე უფრო სამარცხვინო და მდაბალი სახელი. ამბავი იმაზე, რომ ქრისტეს უახლოეს მოწაფეთაგან ერთმა ოცდაათ ვერცხლად გასცა თავისი ღვთაებრივი მასწავლებელი, იციან იმ ადამიანებმაც კი, რომლებსაც არც კი ჩაუხედავთ ბიბლიაში. ხოლო მათ, ვისაც წაკითხული აქვთ სახარებაში იუდას გამცემლობის შესახებ, უცილობლად უჩნდებათ მთელი რიგი კითხვები. იუდას ქცევები გამსჭვალულია რაღაცნაირი საოცარი შინაგანი არათანამიმდევრულობით. წინააღმდეგობრივია და უაზრო, რაც თითქოს არც ჯდება გამცემლობის ლოგიკაში. რაღაც განსაზღვრულ მომენტამდე მისი მოქმედებები გასაგებია. გაცემის ჩაფიქრების შემდეგ იუდა მიდის მღვდელმთავრებთან და ეუბნება: რას მომცემთ, თუ მე მას გადმოგცემთ? მათ შესთავაზეს ოცდაათი ვერცხლი, მიუწონეს და ის ხელსაყრელი შემთხვევისთანავე წარუძღვა შეიარაღებულ რაზმს გეთსიმანიის ბაღში, სადაც ჩვეულებრივ ათევდნენ ღამეს ქრისტე და მოციქულები.

მათე 26

48. ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით იგი.

49. მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა.

50. ხოლო იესომ უთხრა მას: მოყვასო, რისთვის მოსულხარ? მაშინ მისცვივდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.“

.

აქ ჩნდება კითხვა: რატომ აირჩია ასეთი გამომწვევი და დაურიდებელი ხერხი იმისათვის რომ მიეთითებინა ქრისტეზე? 

გამცემი ხომ ჩვეულებრივ ერიდება ხოლმე მსხვერპლის თვალებში ჩახედვას. აქ კი იგი ღიად ესალმება ქრისტეს, სულაც არ ცდილობს დაფაროს თავისი განზრახვა გადასცეს იგი მღვდელმთავრების მსახურთა ხელში. ასეთი ქცევა შეიძლებოდა ახსნილიყო მისგან გაცემულის ბედისადმი სრული განურჩევლობით. მაგრამ არის გარემოება, რომელიც არ იძლევა იუდას ამბორის ასე იოლ გააზრებას - შეიტყო რა, რომ ქრისტეს სიკვდილი მიუსაჯეს, იუდამ თავი ჩამოიხრჩო.

მათე 27

3. მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ,

4. და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე.

5. დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.

.

გამოდის პარადოქსი. თუ იუდას სძულდა იესო ან უბრალოდ გული გაუქვავდა მის მიმართ და გულგრილი იყო, მაშინ რატომ მოიკლა თავი? ხომ მხოლოდ მის სიკვდილს შეუძლია უბიძგოს კაცს თვითმკვლელობისკენ, ვის გარეშეც სიცოცხლე კარგავს ყოველგვარ აზრს? ხომ არ გამოდის აქედან, რომ იუდას უყვარდა ქრისტე? და თუ ასეა, რატომ გადასცა მან ასე ადვილად ქრისტე მათ ხელში, ვინც მიუსაჯა მას სიკვდილი?

.

გაცემისთვის აღებული გასამრჯელო კიდევ უფრო აღრმავებს აზრმიუწვდომლობას ამბავში. სახარების ტექსტი არაორაზროვნად მოწმობს, რომ იუდამ თავისი მოძღვარი გასცა ოცდაათ ვერცხლად. ხოლო თუ ეს იყო მიზანი და მიზეზი გაცემისა, მაშინ თავისი ჩანაფიქრის აღსრულების შემდეგ ასე ადვილად რატომ აბრუნებს ვერცხლს უკან? და თუ ის არ იყო ძვირფასი იუდასთვის, მაშინ რის გულისთვის წავიდა გამცემლობაზე, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა?

.

ყველა ეს კითხვა ჩნდება იმისგან, რომ გაცემა არის ავადმყოფი სულის საიდუმლო. გამცემი ატარებს გულში თავის გამცემლურ გეგმებს და ფარავს მათ გარშემომყოფთაგან. იუდას არავისთვის გაუმხელია თავისი განაზრახი ვიდრე თავის დაღუპვამდე. ის, თუ რა ხდებოდა მის სულში, მახარებლებმა, რა თქმა უნდა, არ უწყოდნენ. სახარება მოგვითხრობს გამცემლობაზე ძლიერ მწირედ და ეს სრულიად ბუნებრივია, იმიტომ, რომ სახარება არის ჩვენი ხსნის ისტორია და არა იუდას გამცემლობის ისტორია. იუდა მახარებლებისთვის საინტერესოა მხოლოდ მაცხოვრის ჯვარზე მიტანილ მსხვერპლთან დაკავშირებით და არა თვით იგი. ამიტომაც დარჩება იუდას დაცემის ამბავი საიდუმლოდ ყოველთვის. თუმცა ეს საიდუმლო ყოველთვის აღელვებდათ ადამიანებს. ჯერ კიდევ საიდუმლო სერობაზე, როდესაც მოწაფეები გააფრთხილა უფალმა, რომ ერთი მათგანი გასცემდა, მოციქულები აღელდნენ და კითხულობდნენ: “მე ხომ არა?” თითოეული ქრისტიანი დღესაც ასევე უსვამს კითხვას თავის თავს. გაცემის თემას მიმართავდნენ ძველი ქრისტიანი განმარტებლები და თანამედროვენიც არ უვლიან გვერდს.

.

იუდას შესახებ სახარებებში ნათქვამია ცოტა რამ, ამის გამო მისი გამცემლობის გაააზრება ყოველთვის საჭიროებს ნაკლულოვანი ფაქტების მიახლოებით მაინც რეკონსტრუქციას. ასეთი განმარტებანი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება პრეტენზიას აცხადებდეს იყოს საბოლოო და ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ ბიბლიის ზოგიერთი ცნობა იუდას შესახებ უთუოდ მოჰფენს ნათელს მის სიბნელით მოცულ ისტორიას. ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის უცოდინრად შეუძლებელია იუდას შინაგანი განწყობების გაგება, მოჰყავს მახარებელ იოანეს.

.

საქმე იმაშია, რომ იუდა იყო ქურდი.

იოანე 12

3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი.

4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა:

5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული?

6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა.

.

იუდას ებარა მოციქულთა თემის ყულაბა. ის განკარგავდა მნიშვნელოვანი ოდენობის თანხებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იესოს თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ შეძლებული ადამიანები, რომელთაგანაც განდევნა ავი სულები და რომლებიც თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ ქრისტეს. მაგრამ რადგან უფალს სიმდიდრის მიმართ აბსოლუტურად არ ჰქონდა დაინტერესება, შემოწირული ფული ურიგდებოდა უქონელთ გარდა უმნიშვნელო გასავლისა, ქრისტესა და მისი მოწაფეების კვებაზე რომ იხარჯებოდა. იუდას არავინ უმოწმებდა გადასცა თუ არა ღარიბებს თანხა და რაღაც ნაწილს თვითონ იჯიბავდა. როგორც ჩანს, მას ქონდა სამალავი მოპარული ფულისთვის. ნაქურდალის გამოყენება მას შეეძლო მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ მოციქულთა თემი შეწყვეტდა არსებობას. და მან მიაღწია ამას. ქრისტეს შეპყრობის შემდეგ ყველაზე ერთგული და თავდადებული მოწაფეებიც კი მიმოიფანტნენ. და აი აქ ხდება გაურკვეველი რამეები. იმის ნაცვლად, რომ აეღო მოგროვილი თანხები, დაემატებინა გაცემის საზღაურიც და ეცხოვრა როგორც თავად მოესურვებოდა, იუდა ამთავრებს თავის ცხოვრებას თვითმკვლელობით.

.

ამის ახსნა სხვადასხვანაირად შეიძლება. სრულიად აშკარაა, რომ არც ოცდაათი ვერცხლი და არც ნაქურდალი თანხები უკვე აღარ იყო იუდასთვის მთავარი საუნჯე ცხოვრებაში. რას შეეძლო გაეუფასურებინა ქურდის თვალში ის, რასაც გაფაციცებით აგროვებდა სამი წლის მანძილზე? პასუხი თავისით იჩენს თავს. ქურდისთვის და ვერცხლმოყვარისთვის დიდ ფულზე ძვირფასია უფრო მეტი ფული.

.

სამეფო სალაროს განმგებლობის სურვილი

მოწაფეებმა ქრისტეში დაინახეს მესია. ისევე, როგორც ყველა იუდეველი, ისინიც ხედავდნენ მესიაში მიწიერ მმართველს, რომელიც ძალაუფლებაში მოსვლისთანავე აქცევს ისრაელს ყველაზე ძლიერ და მდიდარ ქვეყნად დედამიწაზე. მათი წარმოდგენით მესია - მეფე დაიქვემდებარებს ქვეყნიერების ყველა ხალხებს. ქრისტეს მრავალმა იგავმა მისი არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ ვერაფრით გადაარწმუნა მოციქულები ბოლომდე. მის ამაღლებამდეც კი იყვნენ დარწმუნებულნი, რომ უფალი იქნებოდა ისრაელის მიწიერი მეფე. ქრისტეს მოწაფეები თავის თავს წარმოიდგენდნენ მესიის დამხმარეებად და თანამმართველებად, თანაც დავობდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა დიდი ისრაელის სამეფოში. ვერცხლისმოყვარე იუდაც, რა თქმა უნდა, არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი.

.

თუ ქრისტე გახდება მეფე, მაშინ იუდა გახდება ყველაზე გავლენიანი კაცი ისრაელში მესიის შემდეგ. თავის ოცნებებში წარმოედგინა უკვე სამეფო განძთსაცავის მმართველად.

.

დასაწყისში იმიტომ უნდოდა გაეცა, რომ დაგროვილი თანხა გამოეყენებინა, მაგრამ როცა უფალმა აღადგინა ლაზარე და ბევრი მიჰყვებოდა როგორც მესიას, მოელოდა უფრო მეტად გამდიდრებას, მაგრამ იერუსალიმში დიდებით შესვლის შემდეგ აღმოჩნდა რომ ის არ აპირებს მიწიერ მეფობას. ისრაელის სამეგოს ფინანსთა მინისტრობა ჩანდა იყო მიუწვდომელი და გადაწყვიტა სასწრაფოდ მიეღო ზომები. გეგმა კი მას სატანამ უკარნახა.

ლუკა 12

3. შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი.

4. წავიდა და უთხრა მღვდელმთავრებსა და წინამძღვრებს, როგორ მიეცა მათთვის იესო.

5. ხოლო მათ გაიხარეს და დათანხმდნენ, ვერცხლი მიეცათ მისთვის.

6. ისიც შეჰპირდა და ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა, ხალხის დაუსწრებლად, მათთვის მიეცა იგი

.

იუდა ხედავდა, რომ იერუსალიმში შესული იესო არ უპირისპირდებოდა მღვდელმთავრებს, არ ცდილობდა მათი ადგილის დაკავებას. იგი სატანის ჩაგონებით გადაწყვეტს გასცეს ქრისტე იმისთვის, რომ პროვოცირება მოახდინოს ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მესია და მღვდელმთავრები. იესო რომ გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არ ეპარება, მას ხომ ნანახი ჰქონდა მისი ძალა, აღადგენდა მკვდრებს, ემორჩილებოდა ქარიშხალი, ავი სულები. საკმარისი იყო მისი ერთი სიტყვა და გაქრებოდნენ რომაელთა ლეგიონები.

.

გამდიდრების წყურვილით და სატანისგან წაქეზებული იუდა გასცემს ქრისტეს. მას ეგონა რომ მესია გაიმარჯვებდა, მას არ სურდა მისი სიკვდილი, ეს არ იქნებოდა მისთვის სასარგენლო. უყვარდა მას ქრისტე? არა, ის იყო მისთვის მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად, რომ ზღაპრულად გამდიდრებულიყო. გამცემლობას ასეთი მოტივი სრულიად გასაგებს ხდის. იუდას ამბორიც მისახვედრია, მან ასე მიუთითა მეფეზე, რომელიც სულ მალე გაიმარჯვებს თავის მტრებზე.

.

სატანამ ჩაუნერგა იუდას, რომ ქრისტე დაუყოვნებლივ მიიღებს გამოწვევას, დაამხობს მღვდელმთავრებს, განდევნის ოკუპანტებს და გამეფდება ისრალზე.

მაგრამ მან მოატყუა იუდა – უბედური, თავის გულისთქმების ჭაობში დანთქმული ადამიანი. გააზრება იმისა, რომ მაცხოვარი უარს იტყვის ჯვარზე, ცდუნდება მიწიერი სამეფოს ბრწყინვალებით - სატანურია. ასეთი აზრით აცდუნებდა ეშმაკი ქრისტეს უდაბნოში. ამავე აზრს აწვდიდა სატანა პეტრეს, რისთვისაც უთხრა მას ქრისტემ: “…განვედ ჩემგან, სატანა! ჩემი საცდური ხარ! რადგან იმაზე კი არ ფიქრობ რაც ღმერთისაა, არამედ ადამიანურზე”. მაცხოვარმა კარგად იცოდა თუ ვინ ცდილობდა დალაპარაკებოდა მას ყველაზე ერთგული მოწაფის მეშვეობით. ასევე უწყოდა ვისაც დაუჯერა იუდამ.

.

როდესაც იუდამ შეიტყო, რომ იესოს სიკვდილი მიესაჯა, მიხვდა, რომ მისი გეგმა ჩაიშალა. ის გახდა მართლის სისხლში დამნაშავე, დაკარგა უფლება წოდებულიყო მესიის მოწაფედ… ყველაფერი დამთავრდა იუდასთვის, ყველაფერი ის, რისთვისაც ცხოვრობდა, იქცა სატანის აჩრდილად, სიცრუედ და დაცინვად. და როდესაც სახარებაში ვკითხულობთ მისი სინანულის შესახებ, ნუ მოვტყუვდებით ამ სიტყვის კეთილშობილი ჟღერადობით.

.

გამცემმა დაიტირა არა უდანაშაულოდ განწირული მესია, არამედ თავისი მიუღწეველი თანამდებობა მესიის კარზე. ეჩვენებოდა, რომ თავად მან წაართვა ის თავის თავს ქრისტეს სიკვდილისთვის ხელშეწყობის გამო. ეს დანაკარგი მან ვერ გადაიტანა, ხოლო ნამდვილი მონანიების შემძლებელი უკვე აღარ იყო.

__ალექსანდრე ტკაჩენკო__

***

ნახეთ ეს, ვერცხლის მოყვარენო, და დაფიქრდით, თუ რა დაემართა გამცემს, როგორ დაკარგა მან ფულიც, სიცოცხლეც და სულიც წარიწყმიდა.

__წმ.იოანე ოქროპირი__