4.6.7 Ненавидяшие корысть должны служители

Ты же усмотри из всего народа.... ненавидяших корысть, и поставь их над ним тысяченачальниками /исх.18,21/

4.6.7 ღვთისმსახურნი უნდა იყვნენ ანგარების მოძულენი

გამ.18,21 იგავ.28,16 მათ.10,8; 1პეტ.5,2; 2კორ.6,6 ეფ.5,3 ფლპ.2,3 კოლ.3,5; 1თეს.2,5; 4,6; 1ტიმ.3,8 ტიტ.1,7

- სამწუხაროდ იყვნენ და იქნებიან ანგარი მსახურნი ეს.56,11 იერ.6,13; 2პეტ.2,14 იუდ.1,16 რომ.1,29 ტიტ.1,11

- რომლებიც დაისჯებიან იერ.8,10 რომ.2,8 ეფ.5,5

გამოსვლა 18

21. გამონახე ერში ანგარების მოძულენი . . . ათისთავებად დაუდგნენ ერს.

იგავნი 28

16. გონიერებას მოკლებული მმართველი უზომოდ გამომძალველია, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.

ესაია 56

11. ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი; მწყემსები არიან, მაგრამ გონიერება არა აქვთ. ყველამ თავ-თავის გზაზე გადაუხვია, უკლებლივ ყველამ - თავისი უმართლო ანგარებისკენ.

იერემია 6

13. "რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ანგარება შეჰყრია და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მოქმედია.

იერემია 8

10. ამიტომ მათ ცოლებს სხვებს მივცემ და მათ მინდვრებს - ახალ პატრონებს, რადგან დიდიდან პატარამდე ყველა ანგარია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მქმნელია.

მათე 10

8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.

1პეტრე 5

2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

2პეტრე 2

14. მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან!

იუდა 1

16. ისინი არიან მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი, რომელთა ბაგენი მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ და ანგარების გამო პირფერობენ.

რომაელთა 1

29. აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.

რომაელთა 2

8. ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა - რისხვასა და გულისწყრომას.

2კორინთელთა 6

6. სიწმინდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიკეთეში, სულიწმიდაში, უანგარო სიყვარულში,

ეფესელთა 5

3. ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმიდათ შეშვენით.

5. რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში.

ფილიპელთა 2

3. არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.

კოლასელთა 3

5. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.

1თესელონიკელთა 2

5. რადგან არც პირმოთნე სიტყვებით გვილაპარაკია ოდესმე, როგორც იცით, და არც ანგარებით, ღმერთია მოწმე.

1თესალონიკელთა 4

6. რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და ანგარებით არ მიუდგეს თავის ძმას საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე ამის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ.

1ტიმოთე 3

8. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი,

ტიტე 1

7. ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის სახლმმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული.

11. რომლებსაც პირი უნდა აეკრათ: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, რადგან სამარცხვინო ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ.