4.17.12 Отношение к сиротам и вдовам

Ни вдовы, ни сироты не притесняйте;

Если же притеснишь их, то когда они возопиют ко Мне, Я услышу вопль их,

И воспламенится гнев Мой, и убью вас мечом, и будут жены ваши вдовами, и дети сиротами. (Исход22, 22-24).

И пусть придет левит, ибо ему нет части и удела с тобою, и пришелец, и сирота, и вдова, которыенаходятся в жилищах твоих, и пусть едят и насыщаются, дабы благословил тебя Господь, Бог твой, во всяком деле рук твоих, которое ты будешь делать. (Втор. 14,29).

И веселись пред Господом, Богом твоим, ты, и сын твой, и дочь твоя, и раб твой, и раба твоя, и левит, который в жилищах твоих, и пришелец, и сирота, и вдова, которые среди тебя, на месте, которое изберет Господь, Бог твой, чтобы пребывало там имя Его.

И веселись в праздник твой ты и сын твой, и дочь твоя, и раб твой, и раба твоя, и левит, и пришелец, и сирота, и вдова, которые в жилищах твоих;(Втор. 16,11.14).

Не суди превратно пришельца, сироту; и у вдовы не бери одежды в залог;

Когда будешь жать на поле твоем, и забудешь сноп на поле, то не возвращайся взять его; пусть он остается пришельцу, сироте и вдове, чтобы Господь Бог твой благословил тебя во всех делах рук твоих.

Когда будешь обивать маслину твою, то не пересматривай за собою ветвей: пусть остается пришельцу, сироте и вдове. (Втор.24, 17. 19-21).

4.17.12 ქვრივ-ობლებისადმი მსახურება და სამართალი

გამ.22,22 რჯ.14,29; 16,11.14; 24,17.19-21: 26,12.13; 27,19 3მფ.17,20 იობ.6,27; 22,9; 24,3.9.21; 29,12.13; 31,16.17.21 ფს.9,38; 81,3 იგავ.31,8 ეს.1,17.23; 10,2 იერ.5,28; 7,6; 22,3 ეზეკ.22,7 ზაქ.7,10 მალ.3,5 მათ.23,14 მარ.12,40 ლუკ.20,47 საქ.6,1 იაკ.1,27; 1ტიმ.5,3.9.11.16

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 22

22. ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ.

მეორე რჯული 14

29. მოვა ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრებელი თქვენთან, მოვა მწირი, ობოლი და ქვრივი, რომლებიც თქვენთან ცხოვრობენ, ჭამენ და გაძღებიან, რათა გაკურთხოთ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რომლისკენაც ხელს გაიწვდი.

მეორე რჯული 16

11. გაიხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, თქვენ, თქვენმა ძეებმა და ასულებმა, მონებმა და მხევლებმა, ლევიანმა, რომელიც თქვენს მხარეშია და თქვენ შორის მყოფმა მწირმა და ქვრივ-ობოლმა, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასამკვიდრებლად.

14. გაიხარეთ დღესასწაულებზე თქვენ, თქვენმა ძეებმა და ასულებმა, მონებმა და მხევლებმა, ლევიანმა, რომელიც თქვენს მხარეშია და თქვენს შორის მყოფმა მწირმა და ქვრივ-ობოლმა.

მეორე რჯული 24

17. ხიზნისა და ობლის სამართალს ნუ გაამრუდებ და ქვრივის სამოსელს გირაოდ ნუ აიღებ.

19. ყანის მკისას ძნა თუ დაგავიწყდა მინდორში, მის წამოსაღებად ნუღარ დაბრუნდები; ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის იყოს, რათა გაკურთხოს ყოველ საქმეში უფალმა, შენმა ღმერთმა.

20. როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, ხეზე მონარჩენს ნუღარ დაუწყებ ძებნას: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.

21. როცა შენი ვენახის მოსავალს მოკრეფ, დარჩენილს ნუღარ ააგროვებ: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.

მეორე რჯული 26

12. როცა დაასრულებ მესამე წელს - მეათედის წელს, გამოყავი და მიეცი შენი მოსავლის მეათედი ლევიანს, ხიზანს, ობოლსა და ქვრივს და ჭამონ შენს კარიბჭეებთან და გაძღნენ.

13. და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: სახლიდან გავიღე წმიდა წილი და ლევიანსა და ხიზანს, ობოლსა და ქვრივს მივეცი, შენი მცნების მიხედვით, რომელიც მამცნე; არ გადავუხვიე შენ მცნებებს და არ დავივიწყე.

მეორე რჯული 27

19. წყეულიმც იყოს მწირისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!

3მეფეთა 17

20. უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”

იობი 6

27. ობოლზეც კი იყრიდით წილს და ორმოს გაუთხრიდით საკუთარ მეგობარს.

იობი 22

9. ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდი და ობლების მკლავებს მუსრავდი;

იობი 24

3. ობოლთა სახედრებს ერეკებიან და ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ;

9. ძუძუდან მოსწყვეტენ ობოლს და მიჰყავთ ღარიბისგან გირაოდ.

21. ბერწსა და უშვილოს რომ თრგუნავს, და კეთილად არ ექცევა ქვრივს;

იობი 29

12. რადგან მიხსნია ღატაკი - შველას რომ ითხოვდა და ობოლი - შემწე რომ არ ჰყავდა;

13. მომაკვდავი კაცი მაკურთხებდა და ქვრივის გულს ვახარებდი;

იობი 31

16. თუ უარმიყვია ღატაკთა სათხოვარი ან მოლოდინით მომიქანცავს ქვრივთა თვალები?

17. ან თუ მეჭამოს პურის ლუკმა მარტოს და ობლისთვის არ გამეყოს?

21. ან თუ აღმიმართავს ხელი ობოლზე, კარიბჭესთან მჯდომთა მხარდაჭერის იმედით?

ფსალმუნი 9

38. სამართალი გაუჩინე ობოლს და ჩაგრულს, რომ ვეღარ დათესონ ადამიანებმა შიში ქვეყანაზე.

ფსალმუნი 81

3. განიკითხეთ სუსტი და ობოლი, სამართალი გაუჩინეთ ღარიბსა და ღატაკს.

იგავნი 31

8. გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად.

ესაია 1

17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.

23. შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.

ესაია 10

2. რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები.

იერემია 5

28. გასუქდნენ და გალაღდნენ, ზღვარს გასცდნენ ბოროტებაში, ობოლთა საქმეში სამართალს არ დაეძებენ, რათა არ გაიმარჯვონ, ღარიბთა საქმეს არ განსჯიან.

იერემია 7

6. არ დაჩაგრავთ მწირს, ობოლსა და ქვრივს, არც უდანაშაულო სისხლს დაღვრით ამ ადგილზე და სხვა ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენდა საუბედუროდ,

იერემია 22

3. ასე ამბობს უფალი: აღასრულეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, იხსენით გაძარცვული მოძალადის ხელიდან. უცხოტომელს, ობოლსა და ქვრივს ნუ დაჩაგრავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილზე.

ეზეკიელი 22

7. მამას და დედას არად აგდებენ შენში, მწირს ჩაგრავენ, ობოლს და ქვრივს ატყუებენ.

ზაქარია 7

10. ქვრივს, ობოლს, უცხოტომელსა და ღარიბს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტებას ნუ განიზრახავთ ერთმანეთის მიმართ თქვენს გულებში.

მალაქია 3

5. მოვალ თქვენთან განსასჯელად და მაშინვე გამოვალ მოწმედ ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა და დაქირავებულთათვის საზღაურის დამკავებელთა წინააღმდეგ, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებთა და მათ წინააღმდეგ, ვისაც არა აქვს ჩემი შიში! - ამბობს ცაბაოთ უფალი.

მათე 23

14. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან გადაჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისთვის უფრო მკაცრად დაისჯებით.

მარკოზი 12

40. რომლებიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ მსჯავრს იტვირთავენ”.

ლუკა 20

47. რომლებიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ”.

საქმეები 6

1. იმ დღეებში, მოწაფეები რომ მომრავლდნენ, გაბერძნებულთა შორის დრტვინვა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება.

იაკობი 1

27. ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.

1ტიმოთე 5

3. პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.

9. ქვრივებად უნდა ჩაითვალონ არანაკლებ სამოცი წლისანი, ერთი ქმრის ნაცოლარნი,

11. ახალგაზრდა ქვრივები კი არ მიიღო, რადგან, როცა ქრისტეს საწინააღმდეგო აღგზნება დაეუფლებათ, გათხოვება უნდებათ.

16. თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივი ახლობლები, დაეხმაროს მათ, რათა ტვირთად არ დააწვნენ ეკლესიას და ნამდვილ ქვრივებს მიეხედოს.