2.13.45 День Господень

2.13.45 უფლის დღე

ძველ აღთქმაში:

- ღვთის რისხვის დღე - ნაბუქოდონოსორისგან ისრაელის აღება ეს.2,12 ეზეკ.13,5 იოვ.1,15; 2,11; 3,14 ამ.5,18 სოფ.1,7

- ისრაელის ნატამალის აღდგენის დრო ეს.10,20-22 ოს.2,16-21

- უკეთურთა დასჯის ჟამი ეს.13,6-13 ამ.5,18-20

- ედომზე ღვთის რისხვის აღსრულების დღე აბდ.1,15

- უფლისგან დანიშნული დღე, როცა განსჯის ყველა ხალხს და იხსნის თავის ხალხს ზაქ.14,1

.

ახალ აღთქმაში:

- უკანასკნელი ჟამი მათ.24,29.30 საქ.2,20; 2პეტ.3,10

- მეორედ მოსვლა 1თეს.5,1; 2თეს.2,2

- კვირა - ქრისტეს აღდგომის დღე გმცხ.1,10

- დიდი დღე გმცხ.16,14

.

ბიბლიის მუხლები

ესაია 2

12. რადგან ცაბაოთ უფლის დღე დაუდგება ყოველ ქედმაღალს, ამპარტავანსა და მედიდურს; დამცირდებიან ისინი;

ესაია 10

20. და იქნება, იმ დღეს აღარ დაეყრდნობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნაშთი თავის მომსვრელს; ჭეშმარიტად, უფალს, ისრაელის წმიდას დაეყრდნობა.

21. მიბრუნდება ნაშთი, იაკობის სახლის ნატამალი ძლიერი ღმერთისკენ.

22. ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს შენი ხალხი, ისრაელ, მხოლოდ მისი ნატამალი მიუბრუნდება. გადაწყვეტილია, რომ უნდა განადგურდეს, სამართლიანობით უნდა წაილეკოს.

ესაია 13

6. იტირეთ, რადგან ახლოსაა უფლის დღე; მოვა, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან.

7. ამიტომაც მოდუნდება ყველა მკლავი და ყველა ადამიანის გული შედრკება.

8. შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობთ მშობიარესავით, გაოგნებულნი მიუტრიალდებიან ერთიმეორეს, ცეცხლის ალივით აენთებათ სახეები.

9. აჰა, მოდის უფლის დღე, სასტიკი მძვინვარებისა და მგზნებარე რისხვისა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და ცოდვილნი წარხოცოს მისგან.

10. რადგან ცის ვარსკვლავნი და თანავარსკვლავედნი აღარ გამოაბრწყინებენ თავიანთ სინათლეს, წყვდიადი იქნება მზის ამოსვლისას, მთვარე აღარ მოაფენს თავის სინათლეს.

11. მოვინახულებ ქვეყნიერებას ბოროტების გამო და ბოროტეულთ - მათი უმართლობის გამო; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა სიამაყეს და მტარვალთა ქედმაღლობას დავამცირებ.

12. კაცს ბაჯაღლოზე ძვირფასად ვაქცევ და ადამიანს - ოფირის ოქროზე.

13. ამის გამო ცა ათრთოლდება და დედამიწა შეირყევა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს.

ეზეკიელი 13

5. დანგრეულ კედლებზე არ ასულხართ და არც კედელი აგიშენებიათ ისრაელის ტაძრის გარშემო, რომ საბრძოლველად დადგეთ უფლის დღეს.

ოსია 2

16. და იქნება იმ დღეს - ამბობს უფალი - დამიძახებ: ’ჩემო ქმარო!’ და აღარ დამიძახებ ‘ჩემო ბაყალო!’

17. მოვაცილებ ბაყალთა სახელებს მის ბაგეებს და აღარ იქნება ხსენებული მათი სახელები.

18. აღთქმას დავუდებ იმ დღეს მათთვის ველის ცხოველებს, ცის ფრინველებსა და მიწის ქვეწარმავლებს; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილსა და ომებს და უსაფრთხოდ დაწვებიან.

19. საუკუნოდ დაგნიშნავ ჩემზე, დაგნიშნავ სიმართლეში და სამართალში, მადლსა და წყალობაში.

20. დაგნიშნავ ჩემს ერთგულებაში და შეიცნობ უფალს.

21. იმ დღეს ვუპასუხებ! - ამბობს უფალი ღმერთი - ცებს ვუპასუხებ, ისინი კი მიწას უპასუხებენ.

იოველი 1

15. ვაი იმ დღეს! რადგან მოახლოვდა უფლის დღე და ნგრევასავით მოვა ყოვლადძლიერისგან.

იოველი 2

11. უფალი გამოსცემს ხმას თავისი ლაშქრის წინაშე, რადგან ფრიად მრავალრიცხოვანია მისი ბანაკი და ძლიერია მისი სიტყვის შემსრულებელი. დიდია უფლის დღე და ფრიად საშინელი, ვინ გაუძლებს მას?

იოველი 3

14. ხალხთა სიმრავლე, ხალხთა სიმრავლეა განაჩენის ველზე! რადგან უფლის დღე მოახლოვდა განაჩენის ველზე.

ამოსი 5

18. ვაი, თქვენ, უფლის დღეს რომ ნატრულობთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელი იქნება ის და არა ნათელი.

19. როგორც ლომს რომ კაცი გაექცეს და დათვს გადაეყაროს, ან სახლში მივიდეს, კედელს ხელით მიეყრდნოს და გველმა უკბინოს.

20. განა ბნელი არ იქნება უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადი იქნება, შუქის ნატამალი არ იქნება მასში.

აბდია 1

15. რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხზე. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან; ყველაფერი მოგეზღვება.

სოფონია 1

7. დადუმდი უფლის, ღმერთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე; რადგან გამზადებული აქვს უფალს მსხვერპლი, ამორჩეული ჰყავს სტუმრები.

ზაქარია 14

1. აჰა, მოდის უფლის დღე და გაინაწილებენ ნადავლს შენს წიაღში.

მათე 24

29. მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.

30. მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.

საქმეები 2

20. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და ბრწყინვალე.

2პეტრე 3

10. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა, და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, დაიწვებიან.

1თესალონიკელთა 5

2. ვინაიდან თქვენ თვითონაც დანამდვილებით იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით.

2თესალონიკელთა 2

2. რათა ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არ აფორიაქდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდა ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე.

გამოცხადება 1

10. სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.

გამოცხადება 16

14. ესენი ეშმაკთა სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის.