3.41.15. Не прелюбодействуй

Дина, дочь Лии, которую она родила Иакову, вышла посмотреть на дочерей земли той.

И увидел ее Сихем, сын Еммора Евенянина, князя земли той,и взял ее,и спал с нею,и сделал ей насилие. (Быт. 34, 1.2).

И отвечали сыновья Иакова Сихему и Еммору, отцу его, с лукавством; а говорили так потому, что он обесчестил Дину, сестру их; (Быт. 34, 13). На третий день,когда они были в болезни, два сына Иакова, Симеон и Левий, братья Дианины, взяли каждый свой меч, и смело напали на город, и умертвили весь мужеский пол; (Быт. 34, 25)

И сказал Иаков Симеону и Левию: вы возмутили меня, сделав меня ненавистным для жителей сей земли, для Хананеев и Ферезеев. У меня людей мало; соберутся против меня, поразят меня, и истреблен буду я и дом мой. Они же сказали: а разве можно поступать с сестрою нашею, как с блудницею! (Быт. 34, 30. 31). Во время пребывания Израиля в той стране, Рувим пошел, и переспал с Валлою, наложницей отца своего. И услышал Израиль. Сынов же у Иакова было двенадцать. (Быт. 35. 22). Но ты бушевал, как вода, не будешь преимуществовать. Ибо ты взошел на ложе отца твоего;ты осквернил постель мою, взошел. (Быт. 49, 4). Не прелюбодействуй. (Исх. 20, 14). ...не желай жены ближнего твоего; ни раба его, ни рабыни его... (Исх. 20. 17).

3.41.15. არ იმრუშო

გამ.20,14.17

- როგორც მრუშობენ ქვეყნიურნი დაბ.34,1.2.13.25.30.31 გამ.22,15.16

- ზოგი მორწმუნე დაბ.35,22; 49,4; 2მფ.11,2-4; 1კორ.5,1-5

- უცხო ქალი საშიშია იგ.5,3-13

- მოერიდე იგ.6,23-33; 7,4-23

- მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს ებრ.13,4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 34

1. გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან იაკობს უშვა, იქაურ ასულთა სანახავად.

2. დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, მოიტაცა, ძალით დაწვა მასთან და აჰყარა პატივი.

13. მიუგეს იაკობის ძეებმა შექემს და მამამისს და მზაკვრულად ელაპარაკნენ, ვინაიდან შებილწული იყო დინა, მათი და.

25. მესამე დღეს, როცა ჭრილობა სტკიოდათ, იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს მახვილი ხელში, თამამად შევიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყოველი მამაკაცი.

30. უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: "დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებსა და ფერიზელებს, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს. ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მომსპობენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც”.

31. მაგრამ მათ უპასუხეს: "განა ჩვენს დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს?”

დაბადება 35

22. ისრაელის ამ ქვეყანაში მკვიდრობისას დაწვა რეუბენი ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან. და გაიგო ეს ისრაელმა. თორმეტი ძე ჰყავდა იაკობს.

დაბადება 49

4. მაგრამ წყალივით დაუოკებელი ხარ და ვერ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი!

გამოსვლა 20

14. არ იმრუშო.

17. არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.

გამოსვლა 22

15. მაგრამ თუ პატრონი იქ იყო, მაშინ არ უნდა ზღოს. თუ დაქირავებულია, მაშინ ჯამაგირიდან დაექვითება.

16. თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს აცდუნებს და დაწვება მასთან, მაშინ ურვადი უნდა გადაიხადოს, რათა ცოლად შეირთოს.

2მეფეთა 11

2. ერთ საღამოს, ადგა დავითი თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ძალზე ლამაზი იყო ქალი.

3. და გაგზავნა დავითმა ქალის ამბის გამოსაკითხად; უთხრეს: "ბათ-შებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი”.

4. მოციქულები გაგზავნა დავითმა და წამოაყვანინა ქალი, და როცა მოვიდა ქალი, დაწვა მასთან დავითი. განიწმიდა თავისი უწმიდურებისგან და დაბრუნდა ქალი თავის სახლში.

იგავნი 5

3. რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთზე ნაზია მისი საუბარი.

4. ნაღველივით მწარეა მისი ბოლო და ბასრი - ორლესული მახვილივით.

5. სიკვდილში ჩადის მისი ფეხები, ქვესკნელისკენ მიემართება მისი ნაბიჯები.

6. სიცოცხლის გზაზე არ ფიქრობს, არამყარია მისი გზები, ვერაფერი გაუგია.

7. ახლა მე მომისმინეთ შვილებო და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს.

8. შორს იყოს მისგან შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები,

9. თორემ, სხვებს მისცემ შენს ძალას და წლებს შენსას - დაუნდობელს,

10. შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი - უცხოტომელისა.

11. ბოლოს კი აკვნესდები, როცა ჩამოგიხმება ხორცი და ტანი,

12. იტყვი: "როგორ შევიძულე დარიგება და უკუაგდო შეგონება ჩემმა გულმა;

13. არც ჩემს მასწავლებელს მოვუსმინე და არც ჩემს დამრიგებელს დავუგდე ყური.

იგავნი 6

23. რადგან, მცნება ლამპარია და სწავლება - სინათლე, ხოლო სამხილებელი შეგონება ცხოვრების გზაა.

24. რათა დაგიფაროს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.

25. ნურც მის სილამაზეს ისურვებ გულში და ნურც მისი თვალების ხამხამი გაგიტაცებს,

26. რადგან მეძავი ქალის გამოა ლუკმა პურამდე რომ მათხოვრდებიან; სხვისი ცოლი კი შენს ძვირფას სულზე ნადირობს.

27. განა ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსის დაუწველად?

28. ნაკვერჩხლებზე თუ გაივლის ვინმე ფეხების დაუწველად?

29. ასევეა მოყვასის ცოლთან მიმსვლელიც; დაუსჯელი ვერ გადარჩება, ვინც მოყვასის ცოლს მიეკარება.

30. არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ შიმშილის დასაკმაყოფილებლად მოიპარავს;

31. მაგრამ თუ წაასწრებენ, შვიდმაგად ზღავს, თავისი სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.

32. ვინც ქალთან მრუშობს - ჭკუანაკლულია; თავს იღუპავს, ვინც ამას სჩადის.

33. გვემასა და შერცხვენას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.

იგავნი 7

4. უთხარი სიბრძნეს: "ჩემი და ხარ შენ” და ახლო მეგობარი უწოდე გონიერებას.

5. რათა დაგიფაროს სხვისი ცოლისგან, უცხო ქალისგან, ლაპარაკით რომ ხიბლავს;

6. ვინაიდან, გავიხედე ჩემი სახლის სარკმლიდან და დარაბიდან

7. და დავინახე გულუბრყვილონი, ვაჟებს შორის უგუნური ყმაწვილი შევამჩნიე.

8. ქუჩაზე გადამავალი, ქალის სახლის კუთხესთან; მისი სახლის გზას დაადგა,

9. შებინდებულზე, შუაღამესა და წყვდიადში.

10. და აი, მეძავივით შემოსილი ქალი გამოეგება, ცბიერი გულით;

11. დაუდგრომელი და ურჩია იგი, შინ ფეხს ვერ აჩერებს:

12. ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე, ყოველ კუთხეში საფრდება;

13. ჩაებღაუჭა, კოცნის და ურცხვად ეუბნება:

14. "სამშვიდობო მსხვერპლი აღვუთქვი და დღეს აღვასრულე ჩემი დანაპირები,

15. ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, გეძებდი და კიდეც გიპოვე!

16. ფარდაგებით მოვფინე ჩემი სარეცელი, ეგვიპტის ნაქარგი ქსოვილით,

17. მური ვაპკურე ჩემს საწოლს, ალოე და დარიჩინი,

18. შემოდი, დილამდე გავძღეთ სიყვარულით, ვინეტაროთ ალერსით!

19. რადგან სახლში არ არის ჩემი ქმარი, შორ გზაზე წავიდა.

20. ფულით სავსე ქისა წაიღო, შინ სავსე მთვარისას დაბრუნდება.

21. მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი.

22. მყისვე უკან გაჰყვა დასაკლავი ხარივით და შებორკილი სულელივით, დასასჯელად რომ მიჰყავთ.

23. ფრინველივით იჩქარის მახისკენ, სანამ ისარი არ დალახვრავს მის ღვიძლს; ის კი არ იცის, რომ სულს დაიღუპავს.

1კორინთელთა 5

1. საერთოდ კი ხმა დადის, რომ სიძვაა თქვენში, თანაც ისეთი, რომლის მსგავსი წარმართებშიც არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი შეურთავს.

2. თქვენ კი ქედმაღლობთ, იმის ნაცვლად, რომ იგლოვოთ და მოიკვეთოთ ასეთი საქმის ჩამდენი.

3. თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. ამიტომ უკვე დავდე მსჯავრი ამ საქმის ჩამდენს, როგორც თქვენს შორის მყოფმა.

4. და როცა შეიკრიბებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ჩემი სულის თანდასწრებით და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,

5. სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.

ებრაელთა 13

4. ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი - შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.

__თემაზე წერდნენ__

***

მოათვინიერე შენი „ცხენი“ - მზერა, რათა იქით-აქეთ ყურებით სიძვის ვნებაში არ ჩავარდე და შენ - „მხედარი“ ძირს არ გადმოგაგდოს. ილოცე უფლისადმი, იფხიზლე ძმაო, რადგან მოკვდავი ხარ, წამიერი სიამისთვის მარადიული ცხოვრების დაკარგვას ნუ მოისურვებ.

__ ღირსი აბბა დოროთე __