1.1.84 Верба

Лев.23,40 Иов.40,22 Пс.119,4; 136,2 Ис.15,7; 44,4 Иез.17,5

1.1.84 ტირიფი, ძეწნა, წნორი

ტირიფი

საშუალო ან პატარა რბილმერქნიანი ხე - ლათ.. Salix. ტირიფს აქვს ვიწრო, მოკლეყუნწიანი ფოთლები. იზრდება უპირატესად მდინარის პირებზე, ტენიან ადგილებში

სინონიმები:

წნორი, ძეწნა, მდგნალი (ბოლო ქართულ ბიბლიაში არ იხსენიება).

.

ლევ.23,40 იობ.40,22 ფს.119,4; 136,2 ეს.15,7; 44,4 ეზეკ.17,5

.

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 23

40. აიღეთ პირველ დღეს ჰადარის ხის ნაყოფი, ფინიკის მტევნები, ძეწნისა და ტირიფის რტოები და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე შვიდ დღეს.

იობი 40

22. ლოტოსი იფარავს და ჩრდილს აძლევს მას, ღელის ტირიფებით არის გარემოცული.

ფსალმუნი 119

4. მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.

ფსალმუნი 136

2. ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.

ესაია 15

7. ამიტომ წაიღეს დაგროვილი სიმდიდრე და გადანახული ტირიფთა ხევის გაღმა გადააქვთ.

ესაია 44

4. აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.

ეზეკიელი 17

5. და აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩადო დათესილ მინდორში, მოათავსა დიდ წყლებზე, როგორც ტირიფს რგავენ.

__თემაზე წერდნენ__

***

ძეწნა, ანუ მტირალა ტირიფი ჩვეულებრივ იზრდება მდინარეების ნაპირზე. ფსალმუნი მიანიშნებს იმ ადგილს, სადაც გაზრდილია მტირალა ტირიფი. ეს არის ბაბილონში, მდინარე ევფრატის ერთ-ერთი შენაკადის ნაპირას, სადაც ბაბილონელთა ტყვეობაში იმყოფებოდნენ ებრაელები. მდინარის ნაპირას მსხდომარეებმა გაიხსენეს იერუსალიმი და სიონის მთა და დამწუხრებულებს აუტყდათ ტირილი. მათი დამატყვევებლები ცინიკურად აიძულებდნენ მათ საგალობელი ჰიმნი ემღერათ სიონზე. რადგან არ ემღერებოდათ, მათ თავიანთი ქნარები ტირიფზე დაჰკიდეს, ან სამშობლოსაგან მოწყვეტილნი, უცხო ქვეყანაში დამონებულნი, რა გულით იგალობებდნენ სიონის საგალობელს?

„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით, და ვტიროდით, რაჟამს მოვიხსენეთ ჩვენ სიონი. ძეწნთა ზედა შორის მისთა მუნ დავკიდენით საგალობელნი ჩვენნი“. (ფსალმუნნი 136, 1-2)

__ ბიბლიოვიკი __