2.1.50 Число 30 в Библии

2.1.50 რიცხვი "ოცდაათი" ბიბლიაში

- ზომა დაბ.6,15 გამ.26,8; 36,15; 3მფ.6,2; 7,2.6.23; 2ნეშ.4,2 ეზეკ.46,22

- ასაკი დაბ.11,22; 41,46 რიცხ.4,23; 2მფ.5,4; 1ნეშ.23,3; 2ნეშ.24,15 ლუკ.3,23

- მართალი დაბ.18,30

- პირუტყვი დაბ.32,15

- ვერცხლი, ტალანტი, შეკელი გამ.21,32 ლევ.27,4 რიცხ.7,85; 4მფ.18,14 ზაქ.11,12.13 მათ.26,15; 27,9

- დღე რიცხ.20,29 რჯ.34,8 ესთ.4,11 დან.6,7.12

- შთამომავალი მსაჯ.12,9.14

- მაყარი მსაჯ.14,11

- ხელი სამოსი მსაჯ.14,13

- კაცი მსაჯ.14,19; 20,39; 2მფ.23,24; 1ნეშ.11,20.24.25; 12,4; 27,6 იერ.38,10

- ოცდაათმეთაური 1მფ.9,22; 2მფ.23,13; 1ნეშ.11,11.42; 12,4.18

- წონა 3მფ.4,22

- მთავარი 1ნეშ.11,15

- ლანგარი ეზრ.1,9

- გამონათქვამი იგავ.22,20

- ოთახი ეზეკ.40,17; 41,6

- ერთი ოცდაათად მათ.13,8.23 მარ.4,8.20

- მანძილი იოან.6,19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 6

15. ასე უნდა გააკეთო კიდობანი: სიგრძე სამასი წყრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე - ორმოცდაათი და სიმაღლე - ოცდაათი წყრთა.

დაბადება 11

22. ოცდაათი წლის იყო სერუგი, როცა ნახორი შეეძინა.

დაბადება 18

30. კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.

დაბადება 32

15. ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.

დაბადება 41

46. ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა ეგვიპტის ფარაონის წინაშე წარსდგა. გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.

გამოსვლა 21

32. თუ ყმას ან მხევალს ურქინოს ხარმა, მაშინ მიეცეს მათ ბატონს ოცდაათი ვერცხლი, ხარი კი ჩაიქოლოს.

გამოსვლა 26

8. ერთი გადასაფარებლის სიგრძე ოცდაათი წყრთა იყოს, ხოლო სიგანე - ოთხი წყრთა; თერთმეტივე გადასაფარებელი ერთი ზომისა იყოს.

გამოსვლა 36

15. თითოეული გადასაფარებლის სიგრძე - ოცდაათი, ხოლო სიგანე ოთხი წყრთა იყო; ერთი ზომისა იყო თერთმეტივე გადასაფარებელი.

ლევიანნი 27

4. თუ ქალია, მაშინ ოცდაათი შეკელი იყოს შენი შეფასება.

რიცხვნი 4

43. ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც კი სამსახურში ჩადგა, საკრებულო კარავში მსახურებისთვის;

რიცხვნი 7

85. ვერცხლის ას ოცდაათი შეკელი თითოეულ ლანგარში და სამოცდაათი შეკელი თითოეულ სასხურებელში; ამ ჭურჭელში სულ ორი ათას ოთხასი საწმიდრის შეკელი ვერცხლი იყო;

რიცხვნი 20

29. იხილა მთელმა თემმა, რომ მოკვდა აჰარონი და დასტიროდა აჰარონს ისრაელის მთელი სახლი ოცდაათ დღეს.

მეორე რჯული 34

8. ოცდაათი დღე იგლოვეს მოსე ისრაელის ძეებმა მოაბის ველებზე და დაასრულეს მისთვის გლოვა და ტირილი.

მსაჯულნი 12

9. ოცდაათი ვაჟი ჰყავდა და ოცდაათი ასული. ასულები ტომის გარეთ გაათხოვა, ოცდაათი ქალი გარედან მოუყვანა თავის ვაჟებს და შვიდი წელი განსჯიდა ისრაელს.

14. ორმოცი ძე ჰყავდა და ოცდაათი შვილიშვილი, სამოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებული. რვა წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.

მსაჯულნი 14

11. როცა ნახეს იგი, გამოარჩიეს ოცდაათი მაყარი, რათა მასთან ყოფილიყვნენ.

13. თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი სელის სამოსი და ოცდაათი ხელი საცვალი”. უთხრეს: "გვითხარი გამოცანა, მოგისმენთ”.

19. გადმოვიდა მასზე უფლის სული, ჩავიდა აშკელონში, დახოცა ოცდაათი იქაური კაცი, გახადა სამოსელი და მისცა გამოცანის გამომცნობთ. რისხვით აღენთო და წავიდა თავისი მამის სახლში,

მსაჯულნი 20

39. როცა უკუიქცა ისრაელი ბრძოლის ველიდან და იწყო ბენიამინმა მუსვრა და გაწყვიტა ოცდაათამდე კაცი; თქვეს: უწინდებურად იმუსრებიანო ჩვენს წინაშე, როგორც წინა ბრძოლების დროს.

1მეფეთა 9

22. წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური. შეიყვანა დარბაზში და დასვა ოცდაათი წვეულის სათავეში.

2მეფეთა 5

4. ოცდაათი წლისა იყო დავითი გამეფებისას და ორმოცი წელი იმეფა.

2მეფეთა 23

13. ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მკის დროს მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში. ხოლო ფილისტიმელთა ჯარი რეფაიმის ველზე ბანაკობდა.

24. ყასაელი, იოაბის ძმა, ერთი ოცდაათაგანი იყო, ასევე ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი;

3მეფეთა 4

22. ეს იყო სოლომონის ყოველდღიური სარჩო: ოცდაათი ქორი გამტკიცული ფქვილი და სამოცი ქორი სხვა ფქვილი;

3მეფეთა 6

2. ტაძარი, რომელიც მეფე სოლომონმა უფლისთვის ააშენა, სიგრძით სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი და სიმაღლით - ოცდაათი წყრთა.

3მეფეთა 7

2. ლიბანის ტყიდან მოტანილი ხისგან ააშენა სახლი, სიგრძით ასი წყრთა, სიგანით - ორმოცდაათი და სიმაღლით - ოცდაათი; ოთხ წყება კედარის სვეტებზე იყო შედგმული, კედარისავე ძელები იყო გადებული კედარის სვეტებზე.

6. სვეტებიანი დარბაზი გააკეთა; სიგრძეში ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანეში - ოცდაათი, მის წინ სხვა დარბაზი იყო სვეტებით და ზღურბლი მათ წინ.

23. ჩამოასხა სპილენძის ზღვა, ერთი კიდიდან მეორე კიდემდე ათი წყრთა იყო, სრულიად მრგვალი, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ზონარი სწვდებოდა ირგვლივ.

4მეფეთა 18

14. წერილი გაუგზავნა აშურის მეფეს ლაქიშში მეფე ხიზკიაჰუმ: "დამნაშავე ვარ, პირი იბრუნე ჩემგან და რასაც დამაკისრებ, ვიტვირთებ”. დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიაჰუს, სამასი ტალანტი ვერცხლი და ოცდაათი ტალანტი ოქრო.

1ნეშტთა 11

11. აჰა, დავითის ძლიერი მეომრების ნუსხა: იაშაბყამ ჰაქმონის ძე, ოცდაათეულის მთავარი. სამასი კაცი მოკლა მან ერთი შერკინებისას თავისი შუბი.

15. ოცდაათი მთავრიდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის მღვიმეში; ხოლო ფილისტიმელთა ლაშქარი რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.

20. აბიშაი, იოაბის ძმა, ამ ოცდაათში უფროსი იყო. სამას კაცს შეებრძოლა შუბით და განგმირა. სახელოვანი იყო ამ ოცდაათში.

24. ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი გაითქვა ოცდაათ მეომარს შორის.

25. აჰა, ოცდაათს შორის ყველაზე პატივდებული იყო, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა; თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.

42. ყადინა შიზას ძე, რეუბენიანი, რეუბენიანთა მეთაური, თავის ოცდაათ კაცთან ერთად.

1ნეშტთა 12

4. იშმაყია გაბაონელი, ძლევამოსილი ოცდაათთაგანი და ოცდაათის მეთაური. იერემია, იახაზიელი, იოხანანი და გედერათელი იოზაბადი;

18. მაშინ სულმა მოიცვა ყამასა, ოცდაათმეთაური და თქვა: „შენი ვართ დავით და შენს მხარეს ვართ, იესეს ძეო! მშვიდობა, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთ, ვინაიდან ღმერთია შენი შემწე!” მიიღო ისინი დავითმა და ლაშქრის მეთაურებად დააყენა.

1ნეშტთა 23

3. აღირიცხა ყველა ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანი და გამოვიდა ოცდათვრამეტი ათასი კაცი.

1ნეშტთა 27

6. ეს ბენაიაჰუ, ოცდაათ მებრძოლთაგანი იყო და მათ მეთაურობდა; მისი ძე ყამიზაბადიც მის რაზმში ირიცხებოდა.

2ნეშტთა 4

2. გაუკეთა ჩამოსხმული ზღვა, ათი წყრთა კიდიდან კიდემდე, გარშემო მომრგვალებული, რომელსაც სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა და ოცდაათი წყრთა გარშემოწერილობა;

2ნეშტთა 24

15. მოხუცდა იეჰოიადაყი, გაძღა დღეებით და გარდაიცვალა; ას ოცდაათი წლისა იყო იგი, როცა მოკვდა.

ეზრა 1

9. აი მათი რიცხვი: ოქროს ოცდაათი ლანგარი, ვერცხლის ათასი ლანგარი, ოცდაცხრა დანა,

ესთერი 4

11. "მეფის ყველა მსახურმა და სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, კანონის თანახმად ერთი სასჯელი - სიკვდილი ელის; მხოლოდ ის იცოცხლებს, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის. მე კი უკვე ოცდაათი დღეა, რაც თავისთან არ მივუხმივარ მეფეს”.

იგავნი 22

20. განა არ მოგწერე, რჩევითა და ცოდნით სავსე ოცდაათი გამონათქვამი,

იერემია 38

10. უბრძანა მეფემ ეთიოპიელ ყებედ-მელექს: "ოცდაათი კაცი წაიყვანე აქედან და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი დილეგიდან, ვიდრე არ მომკვდარა”.

ეზეკიელი 40

17. შემიყვანა გარე ეზოში და ვნახე ოთახები და ქვაფენილი, ეზოს ირგვლივ დაგებული, ოცდაათი ოთახი ამ ქვაფენილზე.

ეზეკიელი 41

6. გვერდითი ოთახები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად, ოცდაათი ოთახი თითო სართულზე; კედლამდე აღწევდნენ, სახლს რომ ჰქონდა ირგვლივ ოთახებისთვის, ერთმანეთი რომ გაემაგრებინათ და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.

ეზეკიელი 46

22. ეზოს ოთხივე კუთხეს სხვა ეზო ერთვოდა, ორმოცი წყრთა სიგრძე და ოცდაათი სიგანე; ერთი ზომისა იყო ოთხივე კუთხეში.

დანიელი 6

7. მოითათბირა ყველა მთავარმა, სამეფოს გამგებელმა და სატრაპმა, მრჩეველმა და მმართველმა, რათა გამოიცეს სამეფო წესი და მტკიცე ბრძანება, რომ თუკი ოცდაათი დღის განმავლობაში ვინმე რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენ გარდა, მეფევ, რაიმე თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.

12. მერე მიეახლნენ და ელაპარაკნენ მეფეს სამეფო ბრძანებაზე: "განა შენ არ გაეცი ბრძანება, რომ ყოველი, ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან ადამიანს შენ გარდა, მეფევ, რაიმეს შესთხოვდა, ლომების ხაროში იქნებოდა ჩაგდებული?” თქვა მეფემ: "ჭეშმარიტია ეგ ბრძანება, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ დაირღვევა!”

ზაქარია 11

12. ვუთხარი: თუ გეამათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონეს გასამრჯელოდ ოცდაათი ვერცხლი.

13. მითხრა უფალმა: მექოთნეს გადაუყარე ის მაღალი ფასი, რომლითაც შემაფასეს. მეც ავიღე ის ოცდაათი ვერცხლი და მექოთნეს გადავუყარე უფლის სახლში.

მათე 13

8. სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.

23. ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი”.

მათე 26

15. ჰკითხა: "რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?” და მიუწონეს მათ ოცდაათი ვერცხლი.

მათე 27

3. როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ოცდაათი ვერცხლი უკან მიუბრუნა.

9. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: "აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ისრაელის ძეთა მიერ!

მარკოზი 4

8. ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო. აღმოცენდა, იმატა და ნაყოფი გამოიღო - ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად და ერთი ასად”.

20. კარგ ნიადაგზე დათესილი კი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას, მიიღებენ და ნაყოფიც მოაქვთ: ერთი ოცდაათად, სამოცად და ასად”.

ლუკა 3

23. თვით იესო, როცა იწყებდა მსახურებას, ოცდაათი წლისა იქნებოდა, და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,

იოანე 6

19. ოცდახუთი თუ ოცდაათი სტადიონი რომ გაცურეს, ზღვაზე მომავალი იესო დაინახეს, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეშინდნენ;