2.12.37 Третий день

2.12.37 მესამე დღე

დაბ.22,[4] გამ.5:3; 15,22; 19,11.15 ლევ.7,17 რიცხ.10,33; 19,12.19; 31,19 იესნ.1,11; 4მფ.20,5 ესთ.5,1 ოს.6,2 მათ.17,23 მარ.9,31 ლუკ.9,22; 13,32; 18,33; 24,46 საქ.10,40; 1კორ.15,4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22

4. აღაპყრო თვალები აბრაამმა მესამე დღეს და შორიდან დაინახა ის ადგილი.

გამოსვლა 5

3. უთხრეს: "ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა; წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ გაგვწყვიტოს შავი ჭირით ან მახვილით”.

გამოსვლა 15

22. წაიყვანა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.

გამოსვლა 19

11. მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.

15. უთხრა ხალხს: "მზად იყავით მესამე დღისთვის, ცოლებს ნუ მიეკარებით”.

ლევიანნი 7

17. დარჩენილი მსხვერპლის ხორცი ცეცხლში დაიწვას მესამე დღეს.

რიცხვნი 10

33. დაიძრნენ უფლის მთიდან სამი დღის სავალ გზაზე და მათ წინაშე სამი დღის სავალ გზაზე მიდიოდა უფლის აღთქმის კიდობანი, რათა დასასვენებელი ადგილი აღმოეჩინა მათთვის.

რიცხვნი 19

12. თუ მესამე და მეშვიდე დღეს ფერფლით გაიწმინდება, სუფთა იქნება; ხოლო, თუ არ გაიწმინდება მესამე და მეშვიდე დღეს, მაშინ არ იქნება სუფთა.

19. აპკუროს სუფთამ უწმიდურს მესამე და მეშვიდე დღეს და გაიწმიდება მეშვიდე დღეს. გაირეცხოს სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და გაიწმიდება საღამოს.

რიცხვნი 31

19. და დაიბანაკეთ შვიდი დღე ბანაკის გარეთ; კაცის ყოველი მკვლელი და ყველა, ვინც მოკლულს შეეხო, განიწმიდოს მესამე და მეშვიდე დღეს, თქვენც და თქვენი ტყვეებიც.

იესო ნავეს ძე 1

11. "გაიარეთ ბანაკში და უბრძანეთ ხალხს, საგზალი გაიმზადონ, რადგან იორდანე უნდა გადალახოთ სამი დღის შემდეგ, რომ წახვიდეთ და დაიპყროთ მიწა, რომელსაც გაძლევთ დასამკვიდრებლად უფალი, თქვენი ღმერთი”.

4მეფეთა 20

5. "დაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს, ჩემი ხალხის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: ვისმინე შენი ლოცვა, ვიხილე შენი ცრემლები. აჰა, განგკურნავ და ახვალ უფლის ტაძარში მესამე დღეს.

ესთერი 5

1. შეიმოსა ესთერმა დედოფლის სამოსი მესამე დღეს და მეფის სასახლის შიდა ეზოში, სასახლის პირდაპირ დადგა; მეფე კი სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ.

ოსია 6

2. ორი დღის შემდეგ გაგვაცოცხლებს და მესამე დღეს აღგვადგენს, რათა ვიცოცხლოთ მის წინაშე.

მათე 17

23. მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება”. და მეტისმეტად დანაღვლიანდნენ ისინი.

მარკოზი 9

31. რადგან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: "ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელს, ისინი მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგება”.

ლუკა 9

22. უთხრა: "მრავალ ტანჯვას გადაიტანს ძე კაცისა და უარყოფილ იქნება უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკვლება და მესამე დღეს აღდგება”.

ლუკა 13

32. უთხრა მათ: "წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღეს და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ.

ლუკა 18

33. გაშოლტავენ, მოკლავენ და აღდგება მესამე დღეს”.

ლუკა 24

46. უთხრა: "ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;

საქმეები 10

40. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და მისცა მას, რომ გამოცხადებოდა,

1კორინთელთა 15

4. დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.