3.48.47 Достоин(ы) - почести, славы или преимущества

3.48.47 ღირსეულ(ნ)ი

ქრისტეს შესახებ:

- ღირსია დიდების ებრ.3,3

- გადაშალოს წიგნი გმცხ.5,2.12

- მიიღოს თაყვანისცემა გმცხ.5,9-14

- მიღების ღირსია ქრისტეს სახარება 1ტიმ.1,15

.

მორწმუნეების შესახებ:

- მონანიების ღირსი ნაყოფებით მათ.3,8

- ღირსნი საზრდოსი მათ.10,10

- იწოდონ მოწაფეებად მათ.10,37

- ფხიზელი მომლოდინენი ლუკ.21,36 ტიტ.2,2

- იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი საქ.5,41

- შიში უღირსი არ აღმოჩნდე 1კორ.9,27; 11,27

- იქცევიან მოწოდების ღირსად ეფ.4,1 ტიტ.2,3

- ქრისტეს სახარების ღირსად ფლპ.1,27

- უფლის ღირსად კოლ.1,10; 1თეს.2,12

- წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსნი კოლ.1,12

- სხვების პატივმგებელნი 1თეს.4,12; 1ტიმ.6,1

- ღირსნი სასუფევლისა 2თეს.1,5

- ღირსებით მდგომი რწმენაში 1ტიმ.2,15

- შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით 1ტიმ.3,4

- პატივის ღირსნი 1ტიმ.5,17 ტიტ.2,7

- ცოტანი არიან გმცხ.3,4

.

ბიბლიის მუხლები

მათე 3

8. მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი!

მათე 10

10. ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა.

37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;

ლუკა 21

36. ამიტომ, იფხიზლეთ ყოველ ჟამს. ილოცეთ, რომ შეძლოთ თავის დაღწევა ყოველივესგან, რაც უნდა მოხდეს და წარსდგეთ ძე კაცისას წინაშე!”

საქმეები 5

41. ისინი კი სინედრიონიდან გამოსულნი ხარობდნენ, რომ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.

1კორინთელთა 9

27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე.

1კორინთელთა 11

27. ამიტომ, ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.

ეფესელთა 4

1. ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს.

ფილიპელთა 1

27. ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა - მოვალ და გნახავთ, თუ ვერ მოვალ, - მესმოდეს თქვენზე, რომ მყარად დგახართ ერთ სულში და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისთვის.

კოლასელთა 1

10. რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;

12. ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში,

1თესალონიკელთა 2

12. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც თავისი სამეფოსა და დიდებისკენ მოგიწოდებთ.

1თესალონიკელთა 4

12. რათა ღირსეულად დადიოდეთ გარეშეთა წინაშე და არაფრის საჭიროება არ გქონდეთ.

2თესალონიკელთა 1

5. რაც ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს ნიშანია, რომ ღვთის სამეფოს ღირსნი გახდებით, რისთვისაც იტანჯებით კიდეც.

1ტიმოთე 1

15. სარწმუნოა და ყოველგვარი მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნიერებაზე ცოდვილთა გადასარჩენად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.

1ტიმოთე 2

15. თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ ღირსებით იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში გონიერებით.

1ტიმოთე 3

4. თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.

1ტიმოთე 5

17. ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.

1ტიმოთე 6

1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა თვლიდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი და მოძღვრება.

ტიტე 2

2. რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში.

3. ხნიერი ქალებიც - ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მოძღვარნი,

7. ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი: მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა,

ებრაელთა 3

3. ვინაიდან მოსესთან შედარებით უფრო მეტი დიდების ღირსი შეიქნა, ისევე, როგორც სახლთან შედარებით მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს.

გამოცხადება 3

4. თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, სამოსი რომ არ წაუბილწავთ; ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან.

გამოცხადება 5

2. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, ხმამაღლა რომ ღაღადებდა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას?

9. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,

12. რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.