1.1.106 Гвоздь

Исх.27,19 Суд.4,21.22; 16,14 Екк.12,11 Ис.22,23-25; 41,7 Ин.20,25 Кол.2,14

1.1.106 ლურსმანი, სამსჭვალი, პალო, სოლი

პალო:

- ხის მსაჯ.4,21

- სპილენძის გამ.27,19

.

გამოიყენებდნენ:

- კაცის მოსაკლავად მსაჯ.4,21.22

- თმების საძახავზე მიმაგრება მსაჯ.16,14

- კერპების მისაჭედებლად ეს.41,7

- ქრისტე იყო მილურსმული ჯვარზე იოან.20,25

.

- სიმბოლურად:

- ბრძნული სიტყვების დამახსოვრება ეკლ.12,11

- მესიის სამეფო ეს.22,23.24

- მესიის სიკვდილი ეს.22,25

- ადამიანის ცოდვების პატიება კოლ.2,14

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 27

19. სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ და ყველა მისი პალო და ეზოს პალო - სპილენძის უნდა იყოს.

მსაჯულნი 4

21. და აიღო იაყელმა, ხებერის ცოლმა, კარვის პალო და ურო, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას; მოუქნია და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწას დააჭედა. ის კი დაღლილი და ღრმად ჩაძინებული მოკვდა.

22. აჰა, ეძებს ბარაკი სისარას. გავიდა იაყელი მასთან და უთხრა: "მოდი, ის კაცი გაჩვენო, შენ რომ ეძებ”. შევიდა ბარაკი და, აჰა, მკვდარია სისარა, საფეთქელში პალო აქვს ჩარჭობილი.

მსაჯულნი 16

14. ეძინა სამსონს, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახავს ჩააგრიხა, პალოზე მიაბა და ხმამაღლა დაიძახა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახავის პალოცა და ნაძახიც.

ეკლესიასტე 12

11. ბრძენის სიტყვები შუბია და ჩაჭედილი ლურსმანი - იგავთა კრებული, ერთი მწყემსის მიერ არის ბოძებული.

ესაია 22

23. სოლივით ჩავარჭობ მტკიცე ადგილზე და დიდების ტახტად იქნება თავისი მამის სახლისთვის.

24. მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელ დიდებას, შთამომავალსა და ნაშიერს, ყველა მცირე ჭურჭელს თასებიდან ქოთნამდე.

25. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, შეირყევა მტკიცე ადგილზე ჩასობილი სოლი, გადატყდება და დაეცემა. მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფლის ნათქვამია ეს”.

ესაია 41

7. ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.

იოანე 20

25. უთხრეს მას დანარჩენმა მოწაფეებმა: "ჩვენ ვიხილეთ უფალი”. მან კი თქვა: "სანამ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ და ნალურსმნევში თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი - ხელს, არ ვიწამებ!”

კოლასელთა 2

14. გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.