4.18.26 Договор для достижения соглашения между сторонами

4.18.26 მოლაპარაკება შეთანხმების მისაღწევად მხარეებს შორის

- მიღწეული სიცრუით იესნ.9,6

- კავშირის შეკვრის აკრძალვა მსაჯ.2,2

- ფარული 1მფ.22,8

- განსაზღვრული პირობებით 2მფ.3,12.13

- მისაღები 2მფ.3,21

- საერთო 2მფ.5,3

- სოლომონსა და ხირამს შორის 3მფ.5,8-12

- სამტროდ ფს.70,10; 82,5

- მორწმუნეების წინააღმდეგოდ დან.6,7

- ცბიერი დან.11,23

- ქრისტეს წინააღმდეგ მათ.12,14; 22,15; 26,4 მარ.3,6; 15,1

- უცხოთა საფლავის ყიდვისთვის მათ.27,7

- სიცრუის გასავრცელებლად მათ.28,12

- სახელმწიფო სათათბირო ლუკ.14,31

- ბოროტი მევენახეების ლუკ.20,14

.

მოლაპარაკების შედეგები მტკიცდებოდა:

- საჩუქრებით დაბ.21,27

- მოწმეების თანდასწრებით რუთ.4,2

- ფიცით დაბ.24,37 იესნ.9,15

- ხელის ჩამორთმევით იგავ.17,18

- ყურის გახვრეტით გამ.21,5.6

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

27. აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.

დაბადება 24

37. დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო.

გამოსვლა 21

5. ხოლო თუ ყმა იტყვის: "მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”,

6. მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.

იესო ნავეს ძე 9

6. მივიდნენ გილგალში დაბანაკებულ იეშუასთან და უთხრეს მას და მთელს ისრაელს: "ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით და აღთქმა დაგვიდეთ ახლა”.

15. შეუთანხმდა მათ იეშუა სამშვიდობოდ და ცოცხლად დატოვების აღთქმა დაუდო; შეჰფიცეს თემის მთავრებმაც.

მსაჯულნი 2

2. ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები-მეთქი, მაგრამ თქვენ არ ისმინეთ ჩემი ხმა. რატომ მოიქეცით ასე?

რუთი 4

2. მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: "დასხედით აქ”. ისინიც დასხდნენ.

1მეფეთა 22

8. მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მსახურებთან ერთად რომ იდგა და უთხრა: "მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მივიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან.

2მეფეთა 3

12. მოციქულები გაუგზავნა აბნერმა დავითს, რომ ეთქვათ: "ვისია ეს ქვეყანა? კავშირი შემიკარი და, აჰა, შენთან იქნება ჩემი ხელი, რათა შენკენ მოვაქციო მთელი ისრაელი”.

13. მიუგო დავითმა: "კეთილი, შევკრავ კავშირს შენთან, ოღონდ ერთ რამეს მოვითხოვ: ვერ იხილავ ჩემს სახეს, როცა ჩემს სანახავად მოხვალ თუ მიქალს, საულის ასულს არ მოიყვან ჩემთან”.

21. უთხრა აბნერმა დავითს: "ავდგები და წავალ, შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელ ისრაელს, რათა აღთქმა დადონ შენთან და შენს ნებაზე იმეფებ მათზე”. გაისტუმრა დავითმა აბნერი და მშვიდობით წავიდა იგი.

2მეფეთა 5

3. მეფესთან, ხებრონში მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და იქ, უფლის წინაშე დაუდო მათ აღთქმა დავითმა და სცხეს დავითი ისრაელის მეფედ.

3მეფეთა 5

8. უპასუხა ხირამმა სოლომონს: "მოვისმინე, რაც შემომითვალე და ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი კედარისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე.

9. ჩემი მსახურები ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, მერე ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ, იქ დავშლით და წაიღე. მხოლოდ ეს სურვილი შემისრულე, საკვებით მომიმარაგე სახლეული”.

10. უგზავნიდა ხირამი სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს რამდენსაც ისურვებდა.

11. ხოლო სოლომონი ამარაგებდა ხირამსა და მის სახლს ოცი ათასი ქორი ხორბლით და ოცი ქორი წმინდა ზეთით. ასე უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე.

12. სიბრძნე მისცა უფალმა სოლომონს, როგორც დაპირდა. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის და აღთქმაში იყვნენ ერთმანეთთან.

ფსალმუნი 70

10. რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა.

ფსალმუნი 82

5. მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;

იგავნი 17

18. უგუნური ადამიანი ხელს ხელზე ურტყამს და თავდებად უდგება სხვას.

დანიელი 6

7. სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა დადგენილ იქნას სამეფო დადგენილება და გაიცეს ბრძანება, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განზვლთბაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.

დანიელი 11

23. კავშირის შეკვრის შემდეგ ცბიერად იმოქმედებს, აღზევდება და მცირერიცხოვანი ხალხით გაძლიერდება.

მათე 12

14. ხოლო ფარისევლები გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.

მათე 22

15. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე.

მათე 26

4. და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი.

მათე 27

7. ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით მეთუნის მიწა.

მათე 28

12. ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს

მარკოზი 3

6. გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი.

მარკოზი 15

1. ინათა თუ არა, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებსა და მთელ სინედრიონთან ერთად. შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს.

ლუკა 14

31. ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს?

ლუკა 20

14. მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ დაგვრჩება მისი სამკვიდრო.

------------------------------

სურათზე: სოლომონისა და ხირამის მოლაპარაკება