3.15.7. Просьба сил в испытаниях

3.15.7. სათხოვარი განსაცდელში ძალის მიღების

მსაჯ.16,28 ფს.4,2; 5,9; 6,7-11; 9,14; 12,3-6; 16,13

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 16

28. შეჰღაღადა სამსონმა უფალს და უთხრა: უფალო ღმერთო, გამიხსენე! ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ მივუზღო ფილისტიმელებს ჩემი ორი თვალის სამაგიერო!

ფსალმუნი 4

2. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.

ფსალმუნი 5

9. უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე.

ფსალმუნი 6

7. მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.

8. დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.

9. განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.

10. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.

11. გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.

ფსალმუნი 9

14. შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.

ფსალმუნი 12

3. როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?

4. მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.

5. თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.

6. ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.

ფსალმუნი 16

13. აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით.

__თემაზე წერდნენ__

***

ღმეერთო, მომეცი ძალა დაჩაგრულს!

ღმერთო, მომეცი ღონე გაძლების!

__ ავეტიკ ისააკიანი __

***

ოდეს დემონი ურწმუნოების უკუთქმისა და მაცდურობის

საწამლავით თვის სავსეს თასს მაცდურს

წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, -

ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა ტრიალს, -

ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს, და უკეთუ არს შესაძლებელი,

მე განმარიდენ იგი სასმელი.

მაგრამ თუ, ღმერთო, შენს ღვთაებას სურს,

რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს,

განჰქრენ შენ ხმასთან სურვილნი ჩემნი

და იყავნ ნება, უფალო, შენი!

__ ილია ჭავჭავაძე __