2.11.28. Божья установления через пророков

2цар. 7,2-4; 12,1; 24,11; 1Пар. 15,15.16; 16,37; 25,1; 28,19; 2Пар. 8,14; 29,[25]; 35,15 Деян. 15,15; 1Кор. 12,28 Еф. 4,11

2.11.28. დადგენილი ღმერთისგან წინასწარმეტყველთა ხელით

2მფ. 7,2-4; 12,1; 24,11; 1ნეშ. 15,15.16; 16,37; 25,1; 28,19; 2ნეშ. 8,14; 29,[25]; 35,15; 1კორ. 12,28 ეფ. 4,11

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 7

2. უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშ ასვენია.

3. უთხრა ნათანმა მეფეს: გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი.

4. იმ ღამით იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა:

2მეფეთა 12

1. მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი.

2მეფეთა 24

11. მეორე დღეს, როცა ადგა დავითი, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს, დავითის მისანს:

1ნეშტთა 15

15. ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით მხრებზე შეიდგეს.

16. დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით, წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ.

1ნეშტთა 16

37. დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე დატოვა ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდამ, ყოველდღიურად,

1ნეშტთა 25

1. დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:

1ნეშტთა 28

19. ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი.

2ნეშტთა 8

14. დავითის, მამამისის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ჩააყენა მღვდელთა დასები თავიანთ სამსახურში, ლევიანები კი მათ დაცვაში, რათა სადიდებილი ეთქვათ და მღვდლებთან ერთად ემსახურათ ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე ყველა კარს თავისი კარისმცველები მიუჩინა, თავ-თავისი დასების მიხედვით, რადგან ასე ბრძანა დავითმა, ღვთისკაცმა.

2ნეშტთა 29

25. დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის, მეფის მისნის, და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მისი წინასწარმეტყველების ხელით.

2ნეშტთა 35

15. მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილზე იმყოფებოდნენ დავითის, ასაფის, ჰემანის და იედუთუნის, მეფის მისნისგან დადგენილი წესის მიხედვით, კარისმცველნიც - ყოველ კარში; არ უხდებოდათ თავიანთი სამსახურის მიტოვება, რადგან მათი მოძმე ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.

1კორინთელთა 12

28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.

ეფესელთა 4

11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.