4.15.50 Зачатие детей

4.15.50 ჩასახვა, დაორსულება, მუცლადღება

- უფლისგან ხდება დაბ.4,1

- ქორწინებით კავშირში დაბ.21,2

- მხევლისგან დაბ.16,5; 30,7

- სირცხვილში, სიძვაში დაბ.38,18 ოს.2,5

- აღთქმული დაბ.21,2

- უბიწო (ქალწულისგან) მათ.1,18-21 ლუკ.1,31

.

- ბერწად შერაცხულის დაბ.21,2 ლუკ.1,36

- უშვილობა სირცხვილი, დაორსულება - სირცხვილისგან ხსნა დაბ.30,23

- დაუორსულებლობა, როგორც სასჯელი ოს.9,11

- ლოცვით გამოთხოვილი ჩასახვა დაბ.25,21; 1მფ.1,20

- საშოდახშული ერთს რომ შობს, შემდგომი შვილების ჩასახვა ადვილდება 1მფ.2,21

- ჩასახვა წინა ნაშობი შვილის ძუძუსგან მოწყვეტის შემდეგ ოს.1,8

.

- ყოველი ჩასახული ცოდვილია ფს.50,5

.

- საკუთარი ჩასახვის დღის დაწყევლა იობ.3,3

.

სიმბოლურად:

- ბოროტების გულში ჩასახვა იობ.15,35 ფს.7,14

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4

1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.

დაბადება 16

5. უთხრა სარაიმ აბრამს: "შენი ბრალია ჩემი დამცირება, მე მოგიწვინე ჩემი მხევალი და რა იხილა, რომ დაორსულდა, დავმცირდი მის თვალში. უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის”.

დაბადება 21

2. დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.

დაბადება 25

21. ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.

დაბადება 30

7. კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და მეორე ძე უშვა იაკობს.

23. დაორსულდა, გააჩინა ძე და თქვა: "მიხსნა ღმერთმა სირცხვილისგან”.

დაბადება 38

18. ჰკითხა იუდამ: "რა გინდა, რომ წინდად მოგცე?” უპასუხა ქალმა: "შენი ბეჭედი, თასმა და კვერთხი, რომელიც ხელთ გაქვს”. მისცა იუდამ და შევიდა მასთან; და დაორსულდა ქალი მისგან.

1მეფეთა 1

20. დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.

1მეფეთა 2

21. მოხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ძე და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფლის წინაშე იზრდებოდა.

იობი 3

3. "ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე და ის ღამე, როცა ითქვა: ‘კაცი ჩაისახა!’

იობი 15

35. დაორსულდებიან სიავით და შობენ სიცრუეს; გული სავსე აქვთ მზაკვრობით!”

ფსალმუნი 7

14. აჰა, ბოროტება ჩაესახა, სიმრუდით დაორსულდა და სიცრუეს შობს.

ფსალმუნი 50

5. აჰა, ცოდვილად დავიბადე, დიახ ცოდვილად ჩავესახე დედაჩემს.

ოსია 1

8. როცა მოწყვიტა ძუძუს ლორუხამა, კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი.

ოსია 2

5. რადგან იმრუშა მათმა დედამ, სირცხვილში დაორსულდა; ამბობდა: წავყვები ჩემს საყვარლებს და მომცემენ ჩემს წილ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელსო.

ოსია 9

11. ჩიტივით გაუფრინდება დიდება ეფრემს! არც შობადობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!

მათე 1

18. იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან.

19. იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ სურდა მისი სახალხოდ მხილება და გადაწყვიტა ფარულად გაეშვა იგი.

20. ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.

21. გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”.

ლუკა 1

31. აჰა, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ!

36. აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.