3.50.23 Не искушай Господа

И укорял народ Моисея, и говорили: дайте нам воды пить. И сказал им Моисей: что вы укоряете меня? Что искушаете Господа? (Исход17,2).

3.50.23 არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი

გამ.17,2.7 რჯლ. 6,16 ფს.77,56 მათ.4,7; 16,1.23 ლუკ.4,12 საქ.15,10 ებრ.3,7-9

- ერთადერთი ბიბლიური ადგილი, სადაც წერია, რომ შეგვიძლია გამოვცადოთ უფალი, ესაა მთელი მეათედის გაღება მის წინაშე და ესეც მისი ჩვენდამი კურთხევის სურათის ხატოვანი აღქმის გასაძლიერებლადაა ნათქვამი და არა ბუკვალურად ამით გამოვცადოთ ღმერთი მალ.3,10

ბიბლიის მუხლები

შესჩიოდა ხალხი მოსეს და ეუბნებოდა: მოგვეცით სასმელი წყალი? უთხრა მათ მოსემ: რატომ მეჩხუბებით, რატომ სცდით უფალს . . . უფალი გამოსცადეს, როცა სთქვეს: არის თუ არა ჩვენს შორის უფალი?

გამ. 17,2.7

ნუ გამოსცდით უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც გამოცადეთ იგი მასაში.

რჯლ. 6,16

კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ ღმერთს უზენაესს და მისი მცნებანი არ დაიცვეს.

ფს.77,56

მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად.

მალაქ.3,10

იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.

მათ.4,7

1. მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.

23. ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია”.

მათ.16,1.23

მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.

ლუკ.4,12

10. ახლა რაღატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და მოწაფეებს ისეთი უღელი დაადგათ ქედზე, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ?

საქ.15,10

7. ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: "დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,

8. ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,

9. სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.

ებრ.3,7-9