1.7.14 Борода

Быт.41,14 Лев.13,30-33; 14,9; 19,27; 21,5 Суд.16,17; 1цар.21,13; 2цар.10,4; 19,24; 20,9; 1Пар.19,4 Езд.9,3 Пс.132,2 Ис.7,20; 15,2; 50,6 Иер.41,5; 48,37.38 Иез.5,1

1.7.14 წვერი

გრძელი წვერი ჰქონდა:

- აარონს ფს.132,2

- სამსონს მსაჯ.16,17

- დავითს 1მფ.21,13

-

ტრაურის, გლოვის დროს:

- არ იპარსებოდა 2მფ.19,24

- იგლეჯდნენ ეზრ.9,3

- მოკლედ იკრიჭებოდა ეს.15,2 იერ.41,5; 48,37.38 ეზეკ.5,1

-

ზოგი რამ:

- იოსებმა გაიპარსა დაბ.41,14

- დაწყლულებულის გაპარსვა ლევ.13,30-33; 14,9

- ისრაელი მამაკაცებისთვის აკრძალული იყო კიდეების მოპარსვა ლევ.19,27

- ეს მცნება შემდგომში დამტკიცდა ღვთისმსახურებისთვის ლევ.21,5

- ნახევარის მოპარსვა შეურაცხმყოფელია 2მფ.10,4.5; 1ნეშ.19,4

- მოპარსვა - სირცხვილი, დამცირება ეს.7,20; 50,6

- ხელის მოკიდება წვერზე პატივისცემის ნიშნად 2მფ.20,9

-

გადატანითი მნიშვნელობით:

- წვერის გაპარსვა ნაქირავები სამართებლით - ახაზმა იქირავა აშურის ჯარი (4მფ.16,8) ეს.7,20

- მესია წვერის მგლეჯელების წინაშე ეს.50,6

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 41

14. მიავლინა კაცი ფარაონმა და მოაყვანინა იოსები. სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. გაიპარსა იოსებმა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.

ლევიანნი 13

30. და ნახავს მღვდელი, რომ ღრმადაა კანში ჩამჯდარი წყლულის პირი, თმა კი მოყვითალო და თხელია მასზე, არაწმიდად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს ქეცია, თავის ან წვერის კეთრი.

31. თუ ნახავს მღვდელი, რომ ჩაღრმავებული არ არის ქეცის წყლულის პირი კანში და არც შავი თმაა მასზე, შვიდი დღით განამარტოვოს მღვდელმა ქეცით დაწყლულებული.

32. ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს და თუ არ გავრცელებულა ქეცი, არც მოყვითალო თმაა მასზე და ქეცის პირიც არაა ჩაღრმავებული კანში,

33. მაშინ გაიპარსოს, მაგრამ ქეცით დაავადებულ ადგილს ნუ გაიპარსავს და მეორედ განამარტოვებს მღვდელი ქეცით დაავადებულს შვიდი დღით.

ლევიანნი 14

9. მეშვიდე დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება.

ლევიანნი 19

27. არ შეიკრიჭოთ თმის კიდეები თავის ირგვლივ და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.

ლევიანნი 21

5. არ მოიტიტვლონ თავი და წვერის კიდეები არ მოიპარსონ, სხეულზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ.

მსაჯულნი 16

17. გაუმხილა ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა. უთხრა მას: "სამართებელი არ შემხებია თავზე, დედაჩემის მუცლიდანვე ღვთის მოწმიდარი ვარ, თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.

1მეფეთა 21

13. თავი მოიგიჟიანა მათ თვალში, ყვიროდა, ხაზებს კაწრავდა კარიბჭეზე და დორბლი ჩამოსდიოდა წვერზე.

2მეფეთა 10

4. ადგა ხანუნი და მოპარსა დავითის კაცებს ნახევარი წვერი, დუნდულებამდე შემოაჭრა სამოსელი და გაუშვა.

5. შეატყობინეს დავითს და გაგზავნა მათ შესაგებებლად, რადგან ძლიერ იყვნენ ეს კაცები შეურაცხყოფილნი. უთხრა მათ მეფემ: "დარჩით იერიხოში, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით”.

2მეფეთა 19

24. მეფიბოშეთიც ჩამოვიდა, საულის ძე, მეფესთან მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში შეუსწორებია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლიდან მისი მშვიდობით დაბრუნების დღემდე.

2მეფეთა 20

9. მოიკითხა იოაბმა ყამასა: "ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო?” და მარჯვენა ხელი წვერზე მოკიდა ყამასას, საამბორებლად.

1ნეშტთა 19

4. შეიპყრო ხანუნმა დავითის მორჩილნი და ნახევარი წვერი მოპარსა, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.

ეზრა 9

3. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, შემოვიხიე სამოსი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და ვიჯექი გაოგნებული.

ფსალმუნი 132

2. ეს ძვირფასი ზეთივითაა თავზე, წვერზე რომ ჩამოედინება, აჰარონის წვერზე - მისი სამოსელის კალთებამდე.

ესაია 7

20. იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს.

ესაია 15

2. ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.

ესაია 50

6. ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან.

იერემია 41

5. მოვიდა ხალხი შექემიდან, სილოამიდან და სამარიიდან - ოთხმოცი კაცი, წვერგაპარსულნი, ტანისამოსშემოგლეჯილნი და სახედაკაწრულნი, ძღვენითა და საკმევლით ხელში უფლის სახლისათვის.

იერემია 48

37. ყველას გაპარსული აქვს თავი, წვერი მოკლედ აქვთ შეკრეჭილი, დახოკილი აქვთ ხელები და წელზე ძაძა აქვთ შემორტყმული.

38. მოაბის ყველა ბანზე და ქუჩებში გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავამსხვრიე მოაბი, როგორც უსარგებლო ჭურჭელი! ამბობს უფალი.

ეზეკიელი 5

1. ადამის ძევ! აიღე გალესილი მახვილი და დალაქთა სამართებელივით მოიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაჰყავი თმა.