4.21.25 Благовествуйте больным

4.21.25 ახარეთ ავადმყოფთ, სნეულთ, დავრდომილთ

მათ.4,23; 9,12.35; 11,5; 14,35 მარ.2,17; 6,55 ლუკ.4,18; 5,31; 9,2.6; 10,9 საქ.3,2-6

ბიბლიის მუხლები

მათე 4

23. დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში.

მათე 9

12. იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ.

35. დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას.

მათე 11

5. ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.

მათე 14

35. და იცნეს იგი იქაურებმა, ხალხი დაგზავნეს მთელს მხარეში და მიჰგვარეს ყველა სნეული.

მარკოზი 2

17. ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი”.

მარკოზი 6

55. შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი.

ლუკა 4

18. "უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,

ლუკა 5

31. მიუგო მათ იესომ პასუხად: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.

ლუკა 9

2. მიავლინა ისინი ღმერთის სამეფოს საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნად.

6. გამოვიდნენ და სოფელსოფელ სიარული იწყეს; ყველგან ახარებდნენ და კურნავდნენ.

ლუკა 10

9. განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო.

საქმეები 3

2. იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე დავრდომილი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის "მშვენიერად” წოდებულ კართან, რათა ტაძარში შემომსვლელებისთვის მოწყალება ეთხოვა.

3. ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე რომ დაინახა, მოწყალება სთხოვა მათ.

4. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: "შემოგვხედე”.

5. დავრდომილი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან.

6. უთხრა პეტრემ: "ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ - იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე!”

__თემაზე წერდნენ__

***

როდესაც ადამიანი ავადაა, მაშინ მისი სულიც იწყებს ღვთის ძიებას. ამიტომ შეგონება კარგია თუკი შეგონებული ჰმადლობს უფალს.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

რამდენსამე ხანს სულთა მზრუნველი ვიყავი ერთ დიდ საავადმყოფოში. ერთ პალატაში შესვლას ვაპირებდი. მომვარდა ექთანი ქალი და მეუბნება: “თუ შეიძლება ნუ შეხვალთ ამ პალატაში, ბატონო ხუცესო!” – “კი მაგრამ, რატომ?” – ვეკითხები მე, - “ეს ვაჟბატონი კატეგორიულად წინააღმდეგია რომ ხუცესმა მოინახულოს! ის თქვენ გამოგაგდებთ!” – გამაფრთხილა და კარზე მიმაგრებულ ფირფიტაზე მიმითითა, რომელზეც ავადმყოფის გვარი ეწერა. ეს იყო ერთერთი მსხვილი მეწარმე. “ჩემო დაო, დიდი ხანია მე უკვე რკინის ნერვები მაქვს” – ვუთხარი ექთანს და კარზე მივაკაკუნე. მოხმობის შემდეგ შევედი და წარვუდექი “მე ხუცესი ბუში ვარ” – “ოო, ბევრი მსმენია თქვენზე. შეგიძლიათ მომინახულოთ ხოლმე” – თქვა მან და დაამატა: “მაგრამ თქვენი ქრისტიანობით კი გთხოვთ მომეშვათ!” – “რა უიღბლობაა, - გავუღიმე მას, - მე კი სწორედ ამაზე მინდოდა თქვენთან საუბარი!” – “გამორიცხულია! ეს საკითხი ჩემთვის საბოლოოდ გადაწყვეტილია! იცით, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი ფსალმუნებით მიტენიდნენ თავს. მერე მე შევიმუშავე საკუთარი მსოფლმხედველობა, დაფუძნებული დარვინის, ჰეგელისა და ნიცშეს მოძღვრებაზე!” – “ყური მიგდეთ, მოხუცო, ჩემთვის რომ 16 წლის ჭაბუკს ეთქვა რომ მან თავის წინასწარმეტყველად ნიცშე აირჩია, გავიღიმებდი და ასე ვიფიქრებდი: გასაგებია, ეს გარდამავალი ასაკია. მალე მიხვდება, რომ ფილოსოფოსებს უკვე თავადვე აღარ სწამთ თავისი ძველი წინასწარმეტყველებისა! მაგრამ როცა ასეთ რამეს ამბობს ასე ხანდაზმული კაცი, რომელიც მარადისობის ზღვარზე დგას, - ეს საშინელებაა! თქვენ ხომ სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფი ხართ. ნუთუ თქვენ გსურთ ღმერთის წინაშე ასეთი აბდაუბდით წარსდგეთ? როგორ გეკადრებათ!”

იგი გაკვირვებული შემომცქეროდა. ამის შემდეგ მიუხედავად მისი თავდაპირველი პროტესტისა, დავუწყე საუბარი იესოზე, რომელსაც სურს იყოს მისი კეთილი მწყემსიც. მან ღრმად ამოიოხრა: “კი, ეს ჩინებული იქნებოდა, მაგრამ რა ვუყო ჩემს მსოფლმხედველობას?” – “მოისროლეთ ყველაფერი ის, რაც მარადისობის წინაშე არ გამოგადგებათ, მიანდეთ თქვენი თავი ძეს ღვთისას."

__ ვ. ბუში __