4.19.20 Отношение к чужому имуществу

4.19.20 სხვისი ქონებისადმი დამოკიდებულება

დაბ.31,1; 34,29 გამ.20,17; 22,8; 23,[4.5] რიცხ.20,17-21 რჯ.22,1-4; 23,[24.25]; 27,[17]; 1მფ.25,20; 3მფ.21,19 მათ.12,1 მარ.2,23 ლუკ.6,1; 19,8 საქ.4,32; 1თეს.5,15

ბიბლიის მუხლები

დაბადება 31

1. და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი: ყველაფერი წაიღოო იაკობმა, რაც მამაჩვენს გააჩნდა, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.

დაბადება 34

29. მთელი მათი სიმდიდრე; და დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები; ხელთ იგდეს ყოველივე, რაც სახლებში ჰქონდათ.

გამოსვლა 20

17. არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.

გამოსვლა 22

8. ხოლო თუ ვერ იპოვეს ქურდი, სახლის პატრონი ღვთის მსაჯულს ეახლოს, რათა გაირკვეს, ხელი ხომ არ გაიწოდა მოყვასის ქონებაზე.

გამოსვლა 23

4. თუ შენი მტრის გზააბნეულ ხარს ან სახედარს წააწყდები, პატრონს დაუბრუნე.

5. თუ ტვირთის ქვეშ დავარდნილი სახედარი დაინახო, რომელიც შენი მოძულისაა, ნუ მიატოვებ: დაეხმარე გამოხსნაში.

რიცხვნი 20

17. გთხოვთ, გაგვატარო, შენს ქვეყანაზე; არ გავივლით ყანებზე და ვენახებზე, არც შენი ჭის წყალს დავლევთ. სამეფო გზით ვივლით, არ გადავუხვევთ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვარს”.

18. უთხრა ედომმა: "არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით გამოვალ შენს წინააღმდეგ”.

19. უთხრეს ისრაელიანებმა: "მთავარი გზით ვივლით, თუ შენს წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საფასურს გადაგიხდით; არ გთხოვ არაფერს, მხოლოდ ფეხით გავივლით”.

20. მაგრამ მან შეუთვალა: "არ გაიარო!” და გამოვიდა ედომი მის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ხალხით და ძლიერი ხელით.

21. არ დათანხმდა ედომი ისრაელისთვის გზის მიცემაზე, რათა გაევლო მის საზღვრებში; გვერდი აუარა მას ისრაელმა.

მეორე რჯული 22

1. "როცა შენი მოძმის გზააბნეულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, ნუ აერიდები: აუცილებლად დაუბრუნე ისინი შენს ძმას.

2. თუ შორსაა შენგან ან არ იცნობ მას, მაშინ სახლში წაასხი საქონელი და იყოს იქ, ვიდრე მოაკითხავს პატრონი. მაშინ დაუბრუნე.

3. ასევე მოექეცი მის სახედარს, სამოსელს და ყოველ დანაკარგს, რასაც დაკარგავს ვინმე, შენ კი იპოვი; ნუ აერიდები.

4. როცა გზაზე დაცემულ სახედარს ან ხარს დაინახავ, ნუ აერიდები მათ, წამოაყენე ისინი.

მეორე რჯული 23

24. როცა შენი მოყვასის ვენახში შეხვალ, ჭამე ყურძენი გაძღომამდე, რამდენიც გენდომება, ჭურჭელში კი ნუღარ ჩაიწყობ.

25. როცა შენი მოყვასის სამკალში მიხვალ, ხელით მოწყვიტე თავთავები, მაგრამ ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.

მეორე რჯული 27

17. წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის საზღვრის გადამწევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!

1მეფეთა 25

20. ამბობდა დავითი: "ნამდვილად ამაოდ ვიცავდი უდაბნოში ნაბალის ქონებას, არაფერი დაუკარგავს თავისი საბადებლიდან, მაგრამ ბოროტებით გადამიხადა სიკეთეზე.

3მეფეთა 21

19. ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და მის ქონებას ეპატრონები. კიდევ ელაპარაკე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ”.

მათე 12

1. იმ ხანებში, შაბათ დღეს, ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.

მარკოზი 2

23. ისე მოხდა, რომ შაბათ დღეს ყანაზე გაიარა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.

ლუკა 6

1. ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.

ლუკა 19

8. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: "უფალო, აჰა, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ, ხოლო თუ ვინმესთვის რაიმე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ”.

საქმეები 4

32. უამრავ მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა; და არც ერთი თავის ქონებას თავისად არ მიიჩნევდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

1თესალონიკელთა 5

15. თვალი გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ ვინმეს ბოროტი არავინ მიაგოს; არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთეს მისდიოთ, ერთმანეთის მიმართ იქნება ეს, თუ ყველას მიმართ.