2.11.24. Пророки - рабы Господа

4цар. 17,23; 21,[10]; 24,2 Езд. 9,11 Иер. 7,25; 29,19; 35,15 Зах. 1,6

2.11.24. წინასწარმეტყველნი - უფლის მორჩილნი

4მფ. 17,23; 21,[10]; 24,2 ეზრ. 9,11 იერ. 7,25; 29,19; 35,15 ზაქ. 1,6

ბიბლიის მუხლები

4მეფეთა 17

23. ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით. გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში დღემდე.

4მეფეთა 21

10. ამბობდა უფალი თავის მორჩილთა, წინასწარმეტყველთა, პირით: =2.11.24.

4მეფეთა 24

2. მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა მოაბელთა და ყამონიანთა ბრბოებს, შეუსევდა ხოლმე იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით.

ეზრა 9

11. შენს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა - ხელით რომ გვამცნე: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლად მიდიხართ, უწმიდურიაო იქ მცხოვრებთა უწმიდურობის და სიბილწეთა გამო, კიდით კიდემდე აქვთ ავსებულიო თავიანთი სიბინძურით.

იერემია 7

25. იმ დღიდან, რაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდა, დღემდე გიგზავნით და გიგზავნით გამუდმებით ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს.

იერემია 29

19. იმის სანაცვლოდ, რომ არ ესმოდათ ჩემი სიტყვა, ამბობს უფალი, გიგზავნიდით ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველებს, გამუდმებით გიგზავნიდით და არ უსმენდით, ამბობს უფალი.

იერემია 35

15. გამუდმებით ვაბარებდი თქვენთან ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს: მოიქეცით ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს თაყვანსაცემად და დარჩებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მომიცია-მეთქი, მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ გამიგონეთ.

ზაქარია 1

6. მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამა-პაპას? მოიქცნენ და თქვეს: როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისე მოგვექცა ჩვენ.