2.14.31 Побеждающему дам сесть со Мною

2.14.31 გამარჯვებული, მძლეველი დაჯდება იესო ქრისტესთან სასუფეველში

ლუკ.22,28-30 იაკ.4,7.8; 1იოან.2,13.14; 4,4; 5,4.5 რომ.8,37; 1კორ.9,24; 15,57 გალ.5,24 ეფ.6,13 ფლპ.4,13; 2ტიმ.4,7 გმცხ.2,11.17.26; 3,5.12.21; 15,2; 20,4; 21,7

ბიბლიის მუხლები

ლუკა 22

28. თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.

29. და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი,

30. რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად”.

იაკობი 4

7. ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.

8. ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმიდეთ გულები, ორგულნო!

1იოანე 2

13. თქვენ გწერთ, მამებო, რადგან ის შეიცანით, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ გწერთ, ჭაბუკებო, რადგან სძლიეთ ბოროტი. მოგწერეთ თქვენ, ყრმებო, რადგან შეიცანით მამა.

14. მოგწერეთ თქვენ, მამებო, რადგან შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ, ჭაბუკებო, ვინაიდან ძლიერნი ხართ და ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში; და გაიმარჯვეთ ბოროტზე.

1იოანე 4

4. შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.

1იოანე 5

4. რადგან ყველა, ვინც ღმერთისგან არის შობილი, სძლევს წუთისოფელს; და ეს არის ძლევა, და წუთისოფლის მძლეველი - ჩვენი რწმენა.

5. ვინ არის წუთისოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?

რომაელთა 8

37. მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.

1კორინთელთა 9

24. არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ ჯილდო.

1კორინთელთა 15

57. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

გალატელთა 5

24. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.

ეფესელთა 6

13. ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ.

ფილიპელთა 4

13. ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.

2ტიმოთე 4

7. ვიღვაწე კეთილი ღვაწლით, გავასრულე ასპარეზი, რწმენა შევინახე.

გამოცხადება 2

11. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან”.

17. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მივცემ გამარჯვებულს დაფარულ მანნას და მივცემ თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც მიმღების გარდა არავინ იცის”.

26. ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას ერებზე;

გამოცხადება 3

5. გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”.

12. გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.

21. გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.

გამოცხადება 15

2. და ვიხილე მსგავსი ცეცხლშერეული მინის ზღვისა; და დგანან მინის ზღვაზე გამარჯვებულნი მხეცზე, მის ხატებასა და მისი სახელის რიცხვზე და ხელთ ღმერთის ქნარები უჭირავთ.

გამოცხადება 20

4. ვიხილე ტახტები და მათზე მსხდომნი, და მათ მიეცათ სამსჯავრო. და ვიხილე იესოს მოწმობისა და ღმერთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატს და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლზე და ხელზე. და გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.

გამოცხადება 21

7. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ყველაფერ ამას და მე ვიქნები მისთვის ღმერთი და იგი იქნება ჩემი ძე.