1.9.28 Богатые не могут расстаться с земными благами ради Христа

Матф.19,21-29 Мар.10,21-30

1.9.28 მდიდრებს უჭირთ სიმდიდრის დათმობა ქრისტეს გულისთვის

მათ.19,21-29 მარ.10,21-30

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 19

21. იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

22. ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

23. ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში.

24. ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.

25. ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება.

26. შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია.

27. მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?

28. ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად.

29. და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს.

 

მარკოზი 10

21. იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

22. ხოლო ის შეაკრთო ამ სიტყვამ და დამწუხრებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

23. მიმოიხედა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: რარიგ ძნელია მდიდრისათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.

24. მოწაფეებს გაუკვირდათ ეს სიტყვები, ხოლო მან ხელახლა მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.

25. აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.

26. ხოლო მათ უფრო უკვირდათ, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?

27. იესომ შეხედა და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის.

28. დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით.

29. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის,

30. და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ვინცა წარმავლის თანაარსია: წარმავალს დაეუფლება...

ვინც ურწმუნოა ურწმუნოებას დაეუფლება.

__ ლაო-ძი __

 

***

სადაც მომხვეჭელობა იფურჩქნება, იქ სარწმუნოებრივი სიწმიდე იშვიათად შეინახება.

__ ტაციტუსი __

 

***

თქვენ ამბობთ: "რწმენა რომ გვქონდეს, უთუოდ ხელს ავიღებდით განცხრომაზეო". მე კი გეტყვით: "ხელი აიღეთ განცხრომაზე და უთუოდ გექნებათ რწმენა". დაწყება თქვენთვის მომინდვია! რომ შემეძლოს, კი ბატონო, მოგცემდით რწმენას, მაგრამ მე ეს არ შემიძლია და, მაშასადამე, არ შემიძლია ვიწამო, მართალს ამბობთ თუ არა. თქვენ კი დიახაც შეგიძლიათ ხელი აიღოთ განცხრომაზე და, ამრიგად, დარწმუნდეთ, მართალს ვამბობ თუ არა.

__ ბლეზ პასკალი __

 

***

[ურწმუნო პეტრონიუსი სწერს ქრისტიან ვინიციუსს, ვერ გავხდები ქრისტიანიო.] მე რომ კიდევაც მინდოდეს მოსვლა, მაინც ვერ შევიძლებდი. შენ პავლესავით გწამს, რომ სტიქსის იქით ნაპირზე... ქრისტეს ნახავ. კეთილი! დაე, მაშინ იმან გითხრას, მიმიღებდა ჩემი გემებით, ჩემი მორის ლარნაკით, სოზიუსების გამოცემებითა და ჩემი ოქროს თმიანით? ეს აზრი რომ მომდის, მეცინება, იმიტომ, რომ პავლემაც მითხრა, ქრისტეს გულისთვის ვარდის გვირგვინებიც უნდა დავტოვო, ნადიმებიცა და ამქვეყნიური სიტკბოებაცო. მართალია, იმან სხვაგვარი ბედნიერება აღმითქვა, მაგრამ მე ვუპასუხე, სხვა ბედნიერებისათვის ძალიან მოვხუცდი. ჩემი თვალები მუდამ ვარდების მზერით დატკბებიან, ხოლო ის სუნი, მუდამ უფრო სასიამოვნო იქნება ჩემთვის, ვიდრე სიმყრალე ჩემი სუბურელი მოყვასისა-მეთქი.

აი მიზეზნი, რის გამო თქვენი ბედნიერება საჩემო არ არის. [პეტრონიუსი ქრისტიანი მაინც ვერ გახდა და საყვარელ ქალთან ერთად თავი მოიკლა.]

__ ჰენრიკ სენკევიჩი __