2.2.71 И назвал Бог твердь небом

2.2.71 მყარს ღმერთმა უწოდა ცა

დაბ.1,[8] ფს.18,1; 88,11 იერ.10,12; 51,15; 3ეზრ.6,41

-

- ცის მყარზე დასხა მნათობები დაბ.1,14-17

-

- დიდებულია მოწმედილი ცამყარი ზირ.43,1

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.

16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.

17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,

ფსალმუნი 18

1. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.

ფსალმუნი 88

11. შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.

ზირაქი 43

1. უზენაესი სიდიადეა მოწმედილი ცამყარი - სახე ზეცისა დიდების ხილვაში.

იერემია 10

12. ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით,

იერემია 51

15. მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, დაამყარა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გადაჭიმა.

3ეზრა 6

41. მეორე დღეს შექმენი ცამყარის სული და უბრძანე მას, გაეყარა და დაენაწილებინა წყლები, რათა ნაწილი მათი ზემოთ ასულიყო, ნაწილი კი ქვევით დარჩენილიყო.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.1,6-8 - ამ მუხლებში მოთხრობილია შესაქმის მეორე დღის შესახებ, როდესაც ზეციერი მიწიერისგან გაიყო.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__