4.21.23 Дары для благовестников

4.21.23 ნიჭები მახარებლებისთვის

რომ.12,7.8; 1კორ.12,8-11 ეფ.4,11.12

- წმ. წერილში მახარებლად მოხსენიებულია ფილიპე საქ.8,35; 21,8

- მოცემული ნიჭით მახარებლობის მსახურებისთვის მოუწოდებს მოციქული პავლე 1ტიმ.4,14-16; 2ტიმ.1,6-8; 4,5

ბიბლიის მუხლები

საქმეები 8

35. გახსნა ფილიპემ ბაგეები, ამ წერილით დაიწყო და იესოს შესახებ ახარა.

საქმეები 21

8. მომდევნო დღეს გამოვედით პავლე და მასთან მყოფნი; კესარიას რომ მივაღწიეთ, შევედით შვიდთაგან ერთ-ერთის, ფილიპე მახარებლის სახლში და მასთან დავრჩით.

რომაელთა 12

7. თუ მსახურებაა - მსახურებაში; თუ დამოძღვრაა - დამოძღვრაში.

8. თუ შემგონებელია - შეგონებით, გამჩუქებელია - უბრალოებით, უფროსია - სიბეჯითით და ქველმოქმედია - ხალისით.

1კორინთელთა 12

8. ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;

9. სხვას რწმენა - იმავე სულით და ზოგს - განკურნების ნიჭები იმავე სულით;

10. ზოგს - სასწაულთმოქმედება, ზოგს - წინასწარმეტყველება, ზოგს - სულების გარჩევა, ზოგს - სხვადასხვა ენები, ზოგს - ენების განმარტება.

11. ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.

ეფესელთა 4

11. და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,

12. რათა აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,

1ტიმოთე 4

14. ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით.

15. ამაზე იბეჯითე და ამაში იდექი, რათა ყველასთვის ცხადი იყოს შენი წინსვლა.

16. იფხიზლე საკუთარ თავსა და მოძღვრებაზე; მტკიცედ მიჰყევი ამას, ვინაიდან ასეთი მოქმედებით საკუთარ თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.

2ტიმოთე 1

6. ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში;

7. რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

8. მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის მოწმობისა, ასევე ნურც ჩემი - მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისთვის ღვთის ძალით,

2ტიმოთე 4

5. შენ კი ფხიზლად იყავი ყველაფერში, ტანჯვას გაუძელი, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.