1.8.39. Верзеллий

2цар.17,27-29; 19,32-40; 21,8 Езд.2,61.62

1.8.39 ბარზილაი

(რკინის)

 

ერთი ბარზილაი იყო გალაადელი მდიდარი კაცი, რომელიც ეხმარებოდა დავითს 2მფ.17,27-29

_ ასაკოვნებამ შეუშალა ხელი ბარზილაის, დავითს რომ გაჰყოლოდა 2მფ.19,32-40

- ბარზილაიანებად იწოდნენ მისი ასულების ქმრები, რომლებიც საგვარტომო წიგნებში არ აღმოჩნდნენ ჩაწერილები და განეყენნენ მღვდლობიდან ეზრ.2,61.62

 

მეორე ბარზილაი იყო მეხოლათელი ყადრიელის მამა 2მფ.21,8

 

ბიბლიის მუხლები

 

2მეფეთა 17

27. როცა დავითი მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან, ბარზილაი გალაადელმა როგელიმიდან,

28. ქვეშაგებელი, თასები და თიხის ჭურჭელი, ხორბალი და ქერი, ფქვილი და ქუმელი, ცერცვი და ოსპი,

29. თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები, მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან.

 

2მეფეთა 19

32. ჩამოვიდა როგელიმიდან ბარზილაი გალაადელი და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინ მეფე იორდანეს გაღმა.

33. ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო.

34. უთხრა მეფემ ბარზილაის: წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.

35. უთხრა ბარზილაიმ მეფეს: რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?

36. ოთხმოცი წლისა ვარ ახლა. განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მორჩილმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დავაწვე ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს?

37. კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე?

38. უკან დააბრუნე შენი მორჩილი, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის საფლავთან მოვკვდე. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს.

39. უთხრა მეფემ: წამომყვეს ქიმჰამი და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც კი მომთხოვ, ყველაფერს აგისრულებ.

40. გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში.

 

2მეფეთა 21

8. წამოიყვანა მეფემ რიცფას ორი ვაჟი აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი, და მიქალის ხუთი ვაჟი, საულის ასულისა, რომელმაც უშვა ისინი ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს,

 

ეზრა 2

61. მღვდელთა მოდგმა: ხაბაიანები, ჰაკოციანები, ბარზილაიანები, რომელთაც გალაადელი ბარზილაის ქალიშვილები მოიყვანეს ცოლად და მათ სახელზე დაეწერნენ.

62. ისინი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო წიგნს და ვერ იპოვნეს; და განეყენნენ მღვდლობიდან.