2.1.28 Был ли потоп местного масштаба?

7:19-24 Был ли это потоп всего лишь местного масштаба, как полагают некоторые? Задумаемся над следующим. Водой были покрыты все горы, какие только есть под небом (ст. 19). Бог не повелел бы Ною построить ковчег в полтора футбольных поля длиной и емкостью в 800 товарных вагонов для того, чтобы спастись лишь от небольшого наводнения. Восемь человек и все животные могли бы просто переселиться в другую местность. Во всех уголках мира существуют сказания о всемирном потопе. Высота горы Арарат – свыше пяти тысяч метров (17 тысяч футов). Вода при потопе поднялась над горами на пятнадцать локтей (ст. 19, 20). Какое чудо потребовалось бы, чтобы удержать воду на таком уровне в отдельно взятой местности? В Книге Бытия (9:15) Бог пообещал, что потопа, уничтожающего все живые существа, больше не будет. С тех пор на земле было много наводнений, но всемирного потопа больше не было никогда. Если потоп был только в одной местности, то получается, что Бог нарушил обещание, а это невозможно. Апостол Петр, упоминая, что мир погиб от воды, предсказывает, что в будущем земля будет уничтожена огнем (2 Пет.3:6).

Бытие 7 гл – Комментарии МакДональда __

2.1.28 იყო თუ არა წარღვნა ადგილობრივი მასშტაბის?

ასე ფიქრობენ ზოგიერთები

 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 7

19 და წყალი გაძლიერდა მეტისმეტად მიწაზე, და დაიფარა ყოველი მთა მაღალი, რაც კი იყო ცისქვეშეთში.

20 თხუთმეტი წყრთით აიწია წყალმა მათზე და დაფარა მთები.

2პეტრე 3

6. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.

7. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.

 

__თემაზე წერდნენ__

***

როდესაც აღმოაჩინეს ატრა-ჰასის ეპოსი – ამბავი წარღვნაზე, რომელიც გილგამეშის ეპოსზეც კი ძველია. ამ ეპოსების შესწავლამ ერთი კითხვა გააჩინა – იქნებ ბიბლია სულაც არ გულისხმობდა მსოფლიო მასშტაბის წარღვნას?

ებრაულ ენაში მიწას, დედამიწასა და ქვეყანას ერთი სიტყვა აღნიშნავს. ეს სიტყვა, რომელიც დედამიწად ითარგმნა, შეიძლება სულაც არ ნიშნავდა მას. შესაძლებელია, ეს ადგილობრივი დატბორვა იყო. ამან გაზარდა ალბათობა იმ ვერსიისა, რომ წარღვნის ისტორიას შეიძლება რეალური მოვლენა უდევს საფუძვლად. არა მსოფლიო წარღვნა, არამედ პატარა მასშტაბის წარღვნა, მესოპოტამიის ტერიტორიაზე.

***

დავფიქრდეთ შემდეგზე. წყლით "დაიფარა ყოველი მთა მაღალი, რაც კი იყო ცისქვეშეთში" (დაბ.7,19). ღმერთი არ უბრძანებდა ნოეს აეგო კიდობანი ერთნახევარი საფეხბურთო მინდვრის სიგრძით და 800 სატვირთო ვაგონის ტევადობით იმისთვის, რომ დაეხსნა თავი არცთუ დიდი წყალდიდობისგან. რვა ადამიანს და ყველა ცხოველს შეეძლო მაშინ უბრალოდ გადასულიყო სხვა ადგილზე. ქვეყნიერების ყველა კუთხეში არსებობს გადმოცემები მსოფლიო წარღვნის შესახებ. არარატის მთის სიმაღლე – ხუთი ათას მეტრზე მაღალია (17 ათასი ფუტი). წარღვნისას წყალმა აიწია თხუთმეტი წყრთით მაღლა მთებს ზემოთ (დაბ.7,19.20). რა სასწაული იქნებოდა საჭირო, რომ ასეთ დონეზე დაკავებულიყო წყალი ცალკე აღებულ ადგილმდებარეობაზე? დაბ.9:15-ში ღმერთმა აღგვითქვა, "...აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად." მას შემდეგ დედამიწაზე იყო მრავალი წყალდიდობა, მაგრამ მსოფლიო წარღვნა უკვე აღარ ყოფილა არასოდეს. თუ წარღვნა იყო მხოლოდ ერთ ადგილას, მაშინ გამოდის, რომ ღმერთმა აღთქმა დაარღვია, მაგრამ ეს შეუძლებელია. მოციქული პეტრე იხსენიებს, რომ წინა სამყარო წყლით დაიღუპა და წინასწარმეტყველებს, რომ შემდეგი ცეცხლით დაიღუპება (2პეტ.3:6).

__ მაკდონალდის კომენტარი __

***

უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ამერიკის, ავსტრალია-ოკეანეთის ხალხების, ბერძნულ, შუმერულ, ჩინურ და სხვა მითოლოგიებში მეტ-ნაკლებად ასახულია ბუნებრივი კატაკლიზმის ბუნდოვანი ისტორია, რაც მსოფლიოს მასშტაბით არის გაფანტული.

***

შუმერულ მითოლოგიაში ბიბლიური ნოეს მსგავსი რამდენიმე პირი არსებობდა. მათ შორის გამორჩეული იყო უთნაფიშთი, რომელმაც ცოლთან ერთად ააშენა კიდობანი და შესაბამისად, წარღვნას მხოლოდ ის გადაურჩა.

***

ცნობილია აგრეთვე ხმეთაშუა ზღვაში მომხდარი კატასტროფა, რაც კუნძულ თერაზე ვულკანურმა ამოფრქვევამ გამოიწვია. აქ ნოესა და უთნაფიშთიმის მსგავსი კიდევ ერთი გმირი ჩანს, სახელად დევკალიონი, რომელმაც ასევე საკუთარი ხელით ააშენა კიდობანი და ცოლთან ერთად გამოექცა უბედურებას.

***

ბერძნული ლეგენდის თანახმად წარღვნა ზევსმა მოახდინა ბრინჯაოს ხანის ხალხის გასანადგურებლად. ეს შეიტყო პრომეთემ (ამირანმა), თავისი შვილი დევკალიონი გააფრთხილა და კიდობნის აგებაც ურჩია. 9 დღე-ღამის განმავლობაში ცოლ-ქმარი წყალზე ტივტივებდა, სანამ პარნასამდე არ მიაღწიეს. დევკალიონმა და მისმა მეუღლემ ადამიანთა მოდგმის განახლების სურვილი გამოთქვეს. ზევსმა ჰერმესის (ან ორაკულის) პირით მას ზურგს უკან "დიადი მშობლის ძვლების" გადაყრა უბრძანა. დევკალიონი მიხვდა, რომ "დიადი მშობელი" - დედამიწა იყო, ხოლო მისი ძვლები - ქვები. დევკალიონის მიერ ზურგს უკან მოსროლილი ქვებისგან მამაკაცები წარმოიქმნენ, ხოლო მისი მეუღლის ნასროლისგან - ქალები.

***

აცტეკური და ტოლტეკური მითოლოგიის თანახმად, ვინმე კოქსკოსმა თავის მეუღლე ჰოჩიკეცალთან ერთად კვიპაროსის ხისგან ააშენა მცურავი საშუალება და წარღვნას გადარჩენილი მიადგა კულუაკანის მთას (გავიხსენოთ ნოე და არარატის მთა). ამ მითში საინტერესოა ერთი გარემოებაც: კოქსკოქსსა და ჰოჩიკეცალს ბევრი შვილი ჰყავდათ, რომელთა უმრავლესობა მუნჯი იყო. მშობელთა სანუგეშოდ, აცტეკთა უზენაესმა ღვთაებამ მათ მტრედი მოუვლინა, რომელსაც ბავშვებისთვის ლაპარაკი უნდა ესწავლებინა. შვილებიდან მხოლოდ 15-მა შეძლო ამეტყველება და მითის თანახმად, სწორედ მათ დაუდეს საფუძველი აცტეკებისა და ტოლტეკების მოდგმას.

***

აცტეკურ მითოლოგიაში არის სხვა გადმოცემაც წარღვნის შემდეგ. კერძოდ, ერთ-ერთი ტომის უზენაესი ღვთაება ტესკატლიპოკა, იგივე ტიტლაკაუანი ვინმე ნატასა და მის ცოლ - ნენას ავალებს ხომალდის აშენებას მოსალოდნელი უბედურებისგან თავის დასაცავად. ცოლ-ქმარმა ღვთაებას დაუჯერა და სამშვიდობოს გავიდა. რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, ისინი ადიდებულმა ტალღამ შთანთქა, რასაც ადამიანთა თევზებად გადაქცევა მოჰყვა.

***

ინკების მითოლოგიის თანახმად, მსოფლიო წყალდიდობის დროს სტიქიამ უმაღლეს მწვერვალამდეც მიაღწია და მთელი ხმელეთი დაფარა. კატასტროფამ ყველა იმსხვერპლა, გარდა ერთი მამაკაცის და ქალისა, რომლებიც "მცურავ ყუთში" იმყოფებოდნენ. როცა ყველაფერი დასრულდა, ისინი ქარმა ტიუანაკოსკენ (დღევანდელი ბოლივია) გააქანა, ლეგენდარული მაჩუ-პიკჩუსგან დაახლოებით 200 მილის მოშორებით.

***

რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას, წარღვნის შესახებ მითი ამ კონტინენტის თითქმის ყველა ადგილობრივ ხალხს გააჩნდა. ალასკაზე არსებობს საინტერესო ტლინგიტური (სამხრეთ ალასკის სანაპირო) ლეგენდა, რომლის თანახმადაც ადამიანები წარღვნას გიგანტურმა კიდობანმა გადაარჩინა. ბოლოს ის კლდეს შეასკდა და ხალხი ორ ნაწილად დაიყო. კიდობნის გახლეჩამ მსოფლიოში ენების მრავალფეროვნება განაპირობა.

***

სკანდინავიური თქმულების თანახმად, ღმერთმა ოდინმა და მისმა ძმებმა დაამარცხეს ყინულის გიგანტი იმირი, იგივე აურგელმირი (სამყაროს შემქმნელი, უძველესი გოლიათი). მას ჭრილობებიდან სისხლი წამოსდინდა და მთელ მსოფლიოს მოედო. სისხლმა ყველა მაშინ მცხოვრები ადამიანი დაახრჩო, გარდა ბერგელმირის და მისი ოჯახისა. მან ცოლსა და შვილებთან ერთად თავს ნავით უშველა. რაც შეეხება ყინულის გიგანტ აურგელმირს, მისი სხეულის ნაწილებისგან ოდინმა და მისმა ძმებმა ჩვენი სამყარო შექმნეს.

***

აფრიკაში ცხოვრობს პიგმეების ტომი. ამ ტომის ხალხმა იმით გაითქვა სახელი, რომ მათი სიმაღლე 1.5 მეტრს არ აღემატება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მსოფლიო ჯუჯებად იცნობს. მითი წარღვნის შესახებ სხვა აფრიკულ ტომებთან ერთად, რა თქმა უნდა, მათ თქმულებებშიც აისახა. პიგმეების ერთი ლეგენდა გვამცნობს, რომ ქამელეონს ხიდან უცნაური ხმა მოესმა. მან ხე გამოჭრა, საიდანაც წყლის ნიაღვარი წარმოდინდა და მთელი მსოფლიო დაფარა. პირველი წყვილი ადამიანებისა წყალთან ერთად წარმოიშვა.

***

ავსტრალიური მითოლოგია საკმაოდ მდიდარია წარღვნაზე ლეგენდარული გადმოცემებით, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, სამყაროს შემქმნელი ბუნჯილი განარისხა ადამიანის ცოდვილმა ცხოვრებამ და მათ აბობოქრებული ოკეანე მოუვლინა. წარღვნას მხოლოდ ისინი გადაურჩნენ, ვინც ღვთაებას ყველაზე მეტად უყვარდა. სამყაროს შემქმნელმა ისინი ცაში აიტაცა და ვარსკვლავებად აქცია. მხოლოდ ერთი ქალი და ერთი მამაკაცი დარჩა დედამიწაზე, რომლებიც მთაში, ხეზე იყვნენ ამძვრალი, სადამდეც ოკეანემ ვერ ააღწია. შემდგომში მათ დაუდეს საფუძველი ჩვენს მოდგმას.

***

არც ახალ ზელანდიაში მცხოვრები მაორის ხალხის მითებსა და ლეგენდებს აუვლია გვერდი წარღვნის თემისთვის. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, უძველესი ტომები ერთმანეთს განუწყვეტლივ ეომებოდნენ. ხალხმა უარყო უზენაესი ღვთაების, ტანეს (ტანე მაჰუტა - ტყეებისა და ფრინველთა ღმერთი) მოძღვრებები, რის გამოც სასტიკად დაისაჯნენ. წყლის რისხვამ ყველა ამოხოცა, გარდა ორი მამაკაცისა და ორი ქალისა, რომლებიც მცურავ ბორანზე იყვნენ. ნიშანდობლივია, რომ ბორანზე ცხოველებიც იმყოფებოდნენ.

***

მნიშვნელოვანია აგრეთვე ჰალაუს, პაპუა-ახალი გვინეის, პოლინეზიისა და სხვა ხალხების მითოლოგიები. მათ შორის ძალიან საინტერესოა პალაური გადმოცემა, რომლის თანახმად, წყალდიდობას ტივით გამოასწრო მოხუცმა ქალმა, მან მთაზე იმშობიარა და საფუძველი დაუდო მთელ კაცობრიობას.

***

მსგავსი ლეგენდები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში სხვადასხვანაირადაა გაფანტული, მაგრამ ძირითადი არსით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მათ შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია ჰავაის კუნძულებზე მცხოვრები ხალხის მითოლოგია, სადაც აგრეთვე ლაპარაკია მსოფლიო წარღვნის შესახებ. აქაც ერთი გმირი ჩანს, სახელოად ნუ'უ, რომლის ამბავიც და სახელიც ძალიან ჰგავს ნოესას, ნუ'უმაც ნოეს მსგავსად ააშენა მცურავი საშუალება და წყალდიდობას ცოლსა და შვილებთან ერთად გადაურჩა. როდესაც სტიქია ჩაცხრა, მისი ხომალდი მაუნა-კეას მთას მიადგა. ეს ადგილი ჰავაის კუნძულებზე დღესაც წმინდა ადგილად არის მიჩნეული.

***

ამგვარად, ნოეს პროტოტიპები უამრავია მსოფლიოში. ნოეს მსგავსთა შესახებ ინფორმაციას ვხვდებით ინდურ და ჩინურ მითოლოგიებშიც. ჩინურ ლეგენდებში ერთ-ერთი მათგანი ცნობილია ნუას და ნიუიას სახელით. გავიხსენოთ ჰავაელი ნუ'უ. არ არის გამორიცხული, სახელების მსგავსება უბრალო დამთხვევა იყოს, მაგრამ ნოე, ნუ'უ ან ნუა თითქმის იდენტურია და საკითხის წამოჭრის საფუძველს ნამდვილად ქმნის.

***

რაც შეეხება ინდურ ლეგენდებს, აქ მოქმედ პირს მანუ ჰქვია. ინდური ტრადიციის თანახმად, მანუმ იპოვა პატარა თევზი, რომელმაც მას დიდი თევზებისგან დაცვა სთხოვა და მანუც დათანხმდა. თევზი დროთა განმავლობაში გაიზარდა და კეთილი პატრონი გააფრთხილა, აეგო ხომალდი მოსალოდნელი წარღვისგან გადასარჩენად. მანუმ თევზს დაუჯერა და ხომალდი თოკით თევზს გამოაბა, რომელმაც იგი ერთ-ერთი მთისკენ გააქანა, საბოლოო, მანუც და ხომალდზე მყოფი ცხოველებიც წყალდიდობას გადაურჩნენ.

***

ბევრს გვსმენია ურუქის ლეგენდარული მეფის, გილგამეშის შესახებ. აღნიშნული ეპოსის ყველაზე სრულყოფილი ვერსია აღმოჩენილია ნინევიაში და იგი აშურბანიფალის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. ტექსტი შედგება 12 ფირფიტისგან და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაცული წარღვნის შესახებ. შუმერული ეპოსის თანახმად, ერთ-ერთ მითში მეფეს ეღუპება ერთგული თანამებრძოლი ენქიდუ, რაც უზომოდ ამწუხრებს ურუქის მეფეს. სწორედ ამიტომ გილგამეში მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს მოსაძებნად მიემგზავრება წარღვნას გადარჩენილ უთნაფიშთიმთან, რომელსაც ღმერთებმა უკვდავება მიანიჭეს.

***

გილგამეშის ეპოსი გარკვეულწილად გადმოგვცემს რეალობას უძველეს პერიოდში მომხდარი კატასტროფის შესახებ. რა თქმა უნდა ბევრ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ისევე როგორც ებრაელების მიერ შუმერთა მითოსის ათვისებას, მაგრამ ზემოთ მოყვანილი პარალელები გვაფიქრებინებს, რომ ეს შესაძლოა იყოს უფრო დიდი, მასშტაბური, რეალურად მომხდარი მოვლენის გამოძახილი სხვადასხვა ხალხებში და მათ თქმულებებში.

__ თორნიკე ფხალაძე __

 

__სურათზე__

გემი ჩინურად სიტყვასიტყვით ნიშნავს

«ნავი რვა პირით (ადამიანით)»