3.51.27 По плодам узнаете плотские дела

Из Послания к Галатам

5,19-21: «Дела плоти

известны; они суть:

прелюбодеяние блуд,

нечистота,

непотребство,

идолослужение,

волшебство, вражда,

ссоры, зависть, гнев,

распри, разногласия,

(соблазны), ереси,

ненависть, убийства,

пьянство, бесчинство и

тому подобное».

3.51.27 ნაყოფით იცნობა ხორციელი საქმეები

მათ.7,15.18.20 ლუკ.6,45 გალ.5,19-21; 2ტიმ.3,2-7

ბიბლიის მუხლები

ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან ბირკავიდან ლეღვს? ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება; და არც ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.

მათ. 7,15.18

კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი – ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს; ვინაიდან გულის სისავსისამებრ მეტყველებს მისი პირი. [ასე რომ მათი ნაყოფით იცნობთ მათ. 7,20]

ლუკ. 6,45

19. ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,

20. კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება,

21. სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.

გალ.5,19-21

2. ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,

3. ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი,

4. მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი,

5. გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე.

6. რადგან ამათთაგან არიან, სახლებში რომ იპარებიან და ატყვევებენ უგუნურ ქალებს - ცოდვებში ჩაფლულებსა და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით მართულებს;

7. რომლებიც მუდამ სწავლობენ, თუმცა ვერასოდეს აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.

2ტიმ.3,2-7

__თემაზე წერდნენ__

***

ანწლი არ მოგცემთ ყურძენსო.

__ ქართული ხალხური __