2.12.30 Сомнения или преткноаения в вере явленной Мессии

Матф.9,14; 11,2-7; 12,23; 15,2 Лук.8,13 Ин.2,23.24; 3,2; 4,39; 6,2.14.15; 7,[31]; 8,30-32; 9,16; 10,41.42; 12,42 Деян.8,13

2.12.30 ეჭვები თუ დაბრკოლებები მოვლენილი მესიის მიმართ რწმენაში

შეეჭვდნენ, დროებით თუ ბოლომდე ცდუნდნენ, როდესაც არასწორად განეწყვნენ ხორცში მოსული მესიის მიმართ:

- საქმეებზე ორიენტირებული და ორთოდოქსული წინასწარი ხედვების (არა სულის სიღარიბის მათ.11,5) გამო (თუ იოანე ნათლისმცემლის შეეჭვება დროებითი სისუსტე იყო, მისი მოწააფებიდან და ფარისევლებიდან, გადმოცემის მიხედვით, ცოტა გახდა იესოს მოწაფე) მათ.9,14; 11,2-7; 15,2 იოან.3,2; 9,16

- შეეჭვდნენ მესიის მხოლოდ ადამიანური ბუნების გათვალისწინების გამო მათ.11,2-7 იოან.3,2; 9,16

- განცვიფრებულობის, მხოლოდ სიხარულით მიღებული უფესვო რწმენის გამო მათ.12,23 ლუკ.8,13

- მხოლოდ მოხდენილი სასწაულების ხილვის გამო (დღესაც მრავალია მხოლოდ სასწაულების ხილვის გამო მორწმუნე, რის იქითაც მათი რწმენა არ მიდის და ქრისტეს ვერც ხედავენ) იოან.2,23.24; 3,2; 6,2.14; 7,[31] საქ.8,13

- მისი მხოლოდ წინასწარმეტყველად მიჩნევის გამო (ბევრი დღესაც მხოლოდ ასე იხსენიებს ქრისტეს) იოან.4,49; 6,14

- იმის გამო, რომ მისგან მოელოდნენ მხოლოდ ამქვეყნიურ დიდებას (ისრაელის თუ სხვა რომელიმე საკუთარი ქვეყნის გაბრწყინების მომლოდინენი. ადგილობრივ მესიანიზმებში ქრისტე არ სწამთ, არამედ მხოლოდ თავისი ქვეყნის განდიდება) იოან.6,15

- ბევრიც არჩევდა მხოლოდ ფარულ მორწმუნეობას იმის შიშით, თუ რას იტყოდა ქვეყნიერება და ერიდებოდა მისგან ხიფათს იოან.3,2; 12,42

-

საჭირო კი იყო მხოლოდ:

- ქრისტესადმი გაყოლა იოან.10,41.42

- მის სიტყვაში დარჩენა და მისი აღსრულება იოან.8,30-32

-

ბიბლიის მუხლები

მათე 9

14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?

მათე 11

2. ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე.

3. რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო?

4. მიუგო მათ იესომ და უთხრა: "წადით და აუწყეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:

5. ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.

6. ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში!”

7. ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად?

მათე 12

23. მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: "ეს ხომ არ არის დავითის ძეო?”

მათე 15

2. "რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას”.

ლუკა 8

13. კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.

იოანე 2

23. იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა ირწმუნა მისი სახელი, როცა იხილეს მის მიერ მოხდენილი სასწაულები.

24. თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავის თავს, რადგან ყველას იცნობდა.

იოანე 3

2. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.

იოანე 4

39. იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.

იოანე 6

2. უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, ავადმყოფებზე რომ ახდენდა.

14. მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: "ეს არის ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო წუთისოფელში”.

15. იესომ იცოდა, რომ მოსვლას, მის შეპყრობას და გამეფებას აპირებდნენ, ამიტომ, კვლავ განმარტოვდა მთაზე.

იოანე 7

31. ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”

იოანე 8

30. ეს რომ თქვა, ბევრმა ირწმუნა იგი.

31. მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.

32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.

იოანე 9

16. მაშინ თქვა ზოგმა ფარისეველმა: "ის კაცი შაბათს არ იცავს, ამიტომ ღმერთისგან არ არის”. სხვებმა კი თქვეს: "როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?” და იყო მათ შორის დავა.

იოანე 10

41. ბევრი მოვიდა მასთან; ამბობდნენ: "იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა ამ კაცზე, ჭეშმარიტი იყო”.

42. და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.

იოანე 12

42. ბევრმა მთავარმა ირწმუნა იგი, მაგრამ ვერ აღიარებდნენ ფარისეველთა გამო, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ.

საქმეები 8

13. სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, უკვირდა.