3.37.4. Пост - разрешит оковы неправды (зла)

Ис.58,6 Лук.4,2-13

3.37.4. მარხვაა - დახსნა ბოროტების (სიცრუის, უმართლობის) საკვრელნი

ეს.58,6 ლუკ.4,2-13

ბიბლიის მუხლები

ესაია 58

6. განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი?

ლუკა 4

2. ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა.

3. და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.

4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.

5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში.

6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ.

7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება.

8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.

9. მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან,

10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,

11. და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.

12. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.

13. ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას.

__თემაზე წერდნენ__

***

აღიღო მანცა [აბომ] ფიცხელი იგი შრომაჲ და შორსა ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა ზედა ეწყვებოდა მტერსა მას ეშმაკსა და დუმილითა და მარხვითა მოაუძლურებდა იგი ხორცთა მათ სიჭაბუკისა თვისისათა, "რაითა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განხურვებულთა დაშრეტად".

__ იოვანე საბანისძე - აბოს წამება __