3.49.23. Побеждаем самих себя

**Война с собой **

Остановившись

один раз на

светофоре, я

увидел одного

бомжа. У меня

была возможность

рассмотреть его.

Это был молодой

мужчина около

сорока лет, но он

выглядел на все

семьдесят. И в тот

момент, когда я

его рассматривал,

я услышал фразу:

"он проиграл

войну с собой".

Продолжая путь

дальше, я начал

вспоминать массы

случаев из моей

личной жизни,

когда я был на

грани провала, и

если бы не Бог и

моё желание

победить, то я

находился бы ещё

в худшем

положении.

Именно тогда я и

понял, что именно

Я являюсь своим

самым злейшим

врагом.

То, что живет

внутри нас желает

уничтожить нас, и

при этом не

испытывает ни

грамма сожаления.

Вспоминая такую

женщину как

Анна, все в ее

жизни говорило

ей сдаться, и даже

собственное тело

говорило ей о

бесплодии, но она

победила войну с

собой.

Иосиф не сдался

во время

искушения.

Вспомните Есфирь,

эта девушка

победила все

обстоятельства

вокруг и стала

Царицей. И после

этого она имела

очередную битву,

которая была

намного тяжелей,

когда все внутри

ее говорило не

идти к Царю, она

пошла.

Наш Спаситель

Иисус, когда

пребывал в

Гефсиманском

саду, все внутри

Него говорило,

чтобы миновать

голгофу, но Он

победил.

Всякий раз, когда

я просыпаюсь

утром, вместе со

мной просыпается

то, что будет весь

день планировать

как уговорить

тебя остановиться,

сдаться или

опустить руки,

просто «уснуть».

Я заметил, что

человек это

вообще жалкий

враг, потому что

отступает быстро

и сдаётся, но то,

что живёт внутри

тебя - это

настоящий враг,

пытающийся

твоими

собственными

руками

уничтожить тебя.

Это коварная

битва, никто в этой

войне тебе помочь

не сможет, потому

что сам в такой же

ситуации. Ты в

этой битве один на

один.

Есть что-то, что

намного хуже

дьявола и его

козней, потому что

дьявол отступает,

но то, что живет

внутри тебя не

отступает ни на

секунду.

Именно в эти

моменты

начинаешь точно

понимать Павла.

«...но усмиряю и

порабощаю тело

мое, дабы,

проповедуя

другим, самому не

остаться недостойным».(1-е

Коринфянам 9:27)

Как ни странно это

слышать, но я

благодарю моего

Бога за битву, и за

то, что Он не

выбрал лёгкий

путь для нас.

Именно этот путь

каждодневной

битвы делает из

меня чемпиона и

победителя.

Я тебе сразу

скажу, если ты не

встречался с самим

собой, ты еще не

воевал по-

настоящему.

В нашей жизни и в

Слове Бога я

замечаю две

войны.

Первая-это война с

внешним врагом.

Сюда входит все,

что противостоит

тебе извне: люди,

жизненные

ситуации и т. д.

Вторая-это твоя

внутренность, то

есть ты сам. Ты

первый враг своей

мечте.

Самсон не победил

себя, он победил

обстоятельства

вокруг себя, но

когда против него

вышел злейший

враг, который не

покидал его ни на

секунду, он

проиграл.

Этого врага

невозможно

уговорить, купить

или заставить,

можно только

согласиться с ним

или нет. Если ты

согласился, то

сегодня ты

проиграл. Самое

страшное то, что

завтра все

начнется заново.

Война не

прекратиться пока

ты не перестанешь

дышать.

Тебе дается

только два шанса:

или проиграть или

победить войну с

собой.

3.49.23. სძლიე საკუთარ თავს

იგავ.16,[32]; 25,[28] მათ.12,[25] მარ.3,24.25 ლუკ.9,23-25; 11,17 იაკ.1,19 რომ.6,19; 1კორ.6,12; 8,13; 9,[27]; 2კორ.13,5 კოლ.3,5 გმცხ.2,21

ბიბლიის მუხლები

იგავნი 16

32. სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს.

იგავნი 25

28. რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს

მათე 12

25. მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.

მარკოზი 3

24. თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო.

25. და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი.

ლუკა 9

23. და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

24. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას.

25. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს?

ლუკა 11

17. მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.

იაკობი 1

19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.

რომაელთა 6

19. თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს.

1კორინთელთა 6

12. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს.

1კორინთელთა 8

13. ამიტომაც თუ საჭმელი აცთუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცთუნო იგი.

1კორინთელთა 9

27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.

2კორინთელთა 13

5. მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.

კოლასელთა 3

5. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება.

გამოცხადება3

21. მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე.

__თემაზე წერდნენ__

***

თავისი თავისა და სურვილების დაძლევა ომში გამარჯვებაზე უფრო უდიდესი გამარჯვებაა.

__ ბუდა __

***

ვინცა თავისი თავის მძლეველია: მძლეთამძლეა.

ვინცა გარეყოფიერს მიელტვის: ვნებააშლილია . . .

ვინცა საკუთარ გარწერილობას ფლობს: მრავალჟამიერია.

__ ლაო-ძი __

***

ვინცა სხვათა მძლეველია: ძლიერია.

ვინცა თავისი თავის მძლეველია: მძლეთამძლეა.

__ ლაო-ძი __

***

ჭეშმარიტად დიდია ადამიანი, რომელმაც შეძლო თავისი დროის დაპატრონება.

__ ჰესიოდე __

***

უმძლავრესია მეფე, ვინც სძლევს თავის თავს.

__ გრიფიუსი __

***

მამაცია არა მარტო ის, ვინც მტრებს სძლევს, არამედ უფრო მეტად ის, ვინც საკუთარ ვნებებს სძლევს.

__ დემოკრიტე __

***

დაე გონებამ სძლიოს ვნება, სურვილი მკვლელი . . .

ისე იცხოვრე, თითქოს დღეა უკანასკნელი.

__ იბნ აბ რაბიხი __

***

ვაქებ ვაჟკაცს, ვინც იმარჯვა და საკუთარ გულსა სძლია,

მაგრამ გულით ვინც იმარჯვებს, კიდევ უფრო მამაცია.

__ გოეთე __

***

ვისაც არასოდეს უყოყმანია რაიმე ნაბიჯის გადადგმის დროს, ძნელად გაიგებს სუსტი ნებისყოფის ადამიანის მძიმე მდგომარეობას და იმ სულიერ ტანჯვას, რომელსაც იგი მოვალეობასა და სურვილს შორის ბრძოლის დროს განიცდის. ის, ვისაც არასოდეს მოლანდებია საათის შემზარავი, მკაფიო წიკწიკი: "აიღე!", "არ აიღო!", "აიღე!", "არ აიღო!", ვერ განსჯის ასეთ ადამიანს. ასეთი გონებრივი ბრძოლა მხოლოდ მგრძნობიარე და ორგანიზებული ბუნების ადამიანებში არა ხდება ხოლმე, ყველაზე სქელკანიან ადამიანებსაც კი ესმით სინდისის ხმა, როცა სურვილი ავისკენ უბიძგებს და ეს ხმა მით უფრო ძლიერად ჟღერს, რაც დიდია დანაშაული. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მოვლენა ყოველთვის არ შეიძლება აიხსნას შეგნების გაღვიძებით; ცხოველები არასოდეს არ მოქმედებენ შეგნებით, ისინი მხოლოდ ინსტიქტურად იკავებენ თავს ავის ჩადენისგან. ადამიანს ჯერ ინსტიქტი უბიძგებს, და მერე გონებას დაეკითხება.

__ თეოდორ დრაიზერი __

***

იყო დიდი - ნიშნავს მისცე მიმართულება.

__ ცვაიგი __

***

ადამიანი თავისი ნებისყოფის მიხედვითაა დიდი ან პატარა.

__ სმაილსი __

***

ადამიანი უნდა ეცადოს, რომ სძლიოს უწინარეს ყოვლისა საკუთარი თავი, ვიდრე ბედი, და შეცვალოს უმალ თავისი დურვილები, ვიდრე სამყარო.

__ დეკარტი __

***

უდიდესი გამარჯვება თავის თავზე გამარჯვებაა.

__ ბარკა __

***

ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი.

__ ნიკოლოზ ბარათაშვილი __

***

კაცის ჯაფა, ნებისყოფა სასწაულებს ახდენს.

__ ნეკრასოვი __

***

როდის იყო, რომ მიზანი თვითონ აღწევდა მიზანს?

__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***

ნების სისუსტე სიჯიუტეში აფარებს თავს ისე, როგორც სილაჩრე ტრაბახში და სიძუნწე - მფლანგველობაში. არც დამყოლი ხასიათი მიანიშნებს ხშირად მორჩილ ნებაზე ისე, როგორც ჭირვეულობა უტეხ ნებისყოფაზე.

__ შოთა ორველაშვილი __