4.17.23 Не объединимся против истини

4.17.23 ნუ შეითქმებით უფლის ცხებულის წინააღმდეგ

- ნაწინასწარმეტყველები აღსრულდა ფს.2,1.2; 82,5 მათ.16,1 ლუკ.22,52; 23,[12] საქ.4,25-27

- და ფრთხილად ვიყოთ, არის კიდევ სამომავლო წინასწარმეტყველებაც გმცხ.17,13.14; 20,7-9

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 2

1. რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?

2. ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.

ფსალმუნი 82

5. ერთსულოვნად მოითათბირეს, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;

6. ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგრელებმა;

მათე 16

1. მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.

ლუკა 22

52. ხოლო მის შესაპყრობად მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის წინამძღვრებსა და უხუცესებს იესომ უთხრა: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით;

ლუკა 23

12. იმ დღეს პილატე და ჰეროდე ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, თუმცა მანამდე მტრობდნენ ერთიმეორეს.

საქმეები 4

25. შენ ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის პირით თქვი სულიწმიდით: რად ბობოქრობენ ხალხები და რატომ განიზრახავენ ერები ამაოებას?

26. ამხედრებულან ქვეყნიერების მეფენი და მბრძანებელნი და შეთქმულან უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ.

27. რადგან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე, წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად,

გამოცხადება 17

13. მათ ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ.

14. ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე, და მასთან მყოფნი მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი არიან”.

გამოცხადება 20

7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან.

8. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,

9. მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.

__თემაზე წერდნენ__

***

ლუკას სახარების 23-ე თავის მე-12 მუხლში ვკითხულობთ, თუ როგორ დამეგობრდნენ იესო ქრისტეს შეურაცხყოფის შემდეგ ჰეროდე და პილატე, თუმცა ადრე ერთმანეთს ექიშპებოდნენ. ასე რომ ყველანაირი ზავი არ არის სათნო უფლისთვის. ამიტომ ნუ დაზავდებით ჭეშმარიტი მოძღვრების საზიანოდ.

__ წმ. გრიგოლ ახალღვთისმეტყველი __

***

ნუ გექნება ურთიერთობა მზაკვარ ადამიანთან. ესევითართან დამეგობრება ეშმაკთან დამეგობრებას ნიშნავს.

__ წმ. ანტონ დიდი __

***

არასდროს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისათვის გარდახდე საღმრთო მცნებებს.

__ წმ. ანტონ დიდი __

***

ადამიანი გულში ჩაგიძვრენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითლიბაზურად მოუწონებ ვნებებსა და გატაცებებს, რომელთაც დაუპყრიათ მისი სული, ან შეიბრალებ იმ სნეულებისთვის, რაც მოსდებია მის სხეულს. ამაზე მეტ მზრუნველობას იგი თქვენგან არ მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჯანმრთელსა და თავშეკავებულ კაცს იოლად ვერ მიუდგები და შენს ჭკუაზე ვერ ატარებს.

__ ლაბრუიერი __

---------------------------------

იერონიმ ბოშის ნახატი 1515 წ.