1.1.122 Солома, мякина

Быт.24,25.32 Исх.5,7; 15,7 Иисн.2,6 Суд.19,19; 3цар.4,28 Иов.13,25; 21,18; 41,27-29 Пс.1,4; 34,5; 82,13 Ис.5,24; 11,7; 25,10; 33,11; 40,24; 41,2; 47,14 Иер.13,24; 23,28 Ос.13,3 Иоил.2,5 Авд.1,18 Наум.1,10 Соф.2,2 Мал.4,1 Матф.3,12 Лук.3,17 1Кор.3,12

1.1.122 ბზე, ნამჯა, ჩალა

* ბზე - მარცვალგამოცლილი განალეწი

* ნამჯა - მომკილის თავთავქვედა ღეროები

* ჩალა - მწიფობამდე გამხმარი

.

გამოყენება:

- საკვებად პირუტყვისთვის დაბ.24,25.32 მსაჯ.19,19; 3მფ.4,28 ეს.11,7

- ალიზის გასაკეთებლად გამ.5,7-18

- სამალავად იესნ.2,6

.

სიმბოლურად:

- ღვთის რისხვა გამ.15,7 ფს.1,4; 34,5; 82,13 ეს.5,24; 25,10; 33,11; 40,24; 41,2; 47,14 იერ.13,24 ოს.13,3 აბდ.1,18 ნაუმ.1,10 მალ.4,1 მათ.3,12 ლუკ.3,17

- არარაობა იობ.13,25

- სიმსუბუქე იობ.21,18

- არაფრად მიჩნევა იობ.41,27-29 იერ.23,28

- უფლის მხედრობა მეორედ მოსვლისას იოვ.2,5

- დღის სწრაფი წარმავალობა სოფ.2,2

- გაკეთებული საქმეების ფასი 1კორ.3,12

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

25. კვლავ უთხრა: "ბზეცა გვაქვს და თივაც, და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან”.

გამოსვლა 5

7. "ნუღარ მისცემთ ხალხს ბზეს ალიზის გასაკეთებლად, როგორც აქამდე აძლევდით. დაე, წავიდნენ და თვითონ მოაგროვონ ბზე.

გამოსვლა 15

7. შენი დიდების აღმატებულობით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს; გზავნი შენს რისხვას და ბზესავით შთანთქავს მათ.

იესო ნავეს ძე 2

6. თავად კი სხვენზე აიყვანა ისინი და დამალა სელის ჩალაში, სხვენზე რომ ჰქონდა გაფენილი.

მსაჯულნი 19

19. ჩალაც გვაქვს და საკვებიც ჩვენი სახედრებისთვის, პურიც მომეძევება და ღვინოც ჩემთვის, ჩემი მხევლისა და მსახურისთვის - არაფერი მაკლია”.

3მეფეთა 4

28. ქერიცა და ჩალაც მოჰქონდათ ცხენებისა და ბედაურებისთვის შესაბამის ადგილზე, თითოეულს თავისი ვალდებულებისამებრ.

იობი 13

25. ნუთუ მომწყდარ ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას დევნი?

იობი 21

18. ჩალასავით არიან ქარის წინაშე და გრიგალის მიერ მოტაცებული ბზესავით?

იობი 41

27. რკინას ჩალად მიიჩნევს და სპილენძს - დამპალ ხედ.

28. ვერ უკუაქცევს მას ისარი, ჩალასავითაა მისთვის შურდულის ქვები.

29. ბზედ მიაჩნია რკინა და შუბის ზუზუნზე ეცინება.

ფსალმუნი 1

4. უღმერთონი კი ასე არ არიან, ქარისგან აღგვილ ბზეს წააგვანან.

ფსალმუნი 34

5. ბზესავით შეიქნენ ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.

ფსალმუნი 82

13. ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი, ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში.

ესაია 5

24. ამიტომ, როგორც ბზეს შთანთქავს ცეცხლის ენები და თივა იფერფლება ალში, ისე დალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, ვინაიდან უკუაგდეს რჯული ცაბაოთ უფლისა და ისრაელის წმიდის ნათქვამი მოიძულეს.

ესაია 11

7. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას.

ესაია 25

10. რადგან ამ მთაზე დაივანებს უფლის ხელი და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც ჩალას თელავენ სანაგვეზე.

ესაია 33

11. თივა ჩაგესახებათ და ჩალას შობთ, ცეცხლივით გშთანთქავთ თქვენივე სუნთქვა.

ესაია 40

24. დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.

ესაია 41

2. ვინ აღაზევა აღმოსავლეთიდან იგი, ვინც სიმართლეს მოუხმო თავის კვალზე, ერები დაუმკვიდრა მას და მეფენი დაუმორჩილა? მტვრად აქცევს თავისი მახვილით, გაფანტულ ჩალად - თავისი მშვილდით.

ესაია 47

14. აჰა, ბზესავით გახდნენ, ცეცხლმა დაწვა ისინი, ვერ გადაირჩინეს სული ალისგან; არ დარჩა ნაკვერჩხალი გასათბობად, ცეცხლი - მის წინ დასაჯდომად.

იერემია 13

24. მიმოგფანტავთ უდაბნოს ქარით მიმოტაცებული ბზესავით.

იერემია 23

28. წინასწარმეტყველმა, ვინც სიზმარი ნახა, მოყვეს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა ილაპარაკოს. რა საერთო აქვს ბზეს ხორბალთან? ამბობს უფალი.

ოსია 13

3. ამიტომ დილის ნისლივით იქნებიან ისინი, ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადენილი კვამლივით.

იოველი 2

5. ეტლებივით გრუხუნებენ მთათა მწვერვალებზე, ჩალას წაკიდებული ცეცხლის ალივით ბრიალებენ; გუგუნებენ როგორც საბრძოლველად დარაზმული ძლიერი ხალხი.

აბდია 1

18. იაკობის სახლი ცეცხლი იქნება და იოსების სახლი ალი, ხოლო ესავის სახლი - ნამჯა. მოედება და შთანთქავს მას. ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა.

ნაუმი 1

10. ეკალ-ბარდებივით გადახლართულნი, ლოთებივით გალეშილნი, ერთიანად გადაიბუგებიან ხმელი ჩალასავით.

სოფონია 2

2. ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე.

მალაქია 4

1. რადგან, აჰა, მოდის დღე ღუმელივით აგიზგიზებული; და იქნება ყველა ქედმაღალი და ბოროტმოქმედი ჩალასავით; და გადაბუგავს მათ მომავალი დღე - ამბობს ცაბაოთ უფალი - არ შეარჩენს არც ფესვსა და არც ყლორტს!

მათე 3

12. მისი ფიწალი მის ხელშია. იგი გაწმედს თავის კალოს, ბეღელში დაახვავებს თავის ხორბალს, ბზეს კი დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.

ლუკა 3

17. მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.

1კორინთელთა 3

12. ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, -