2.1.37 Благодать

2.1.37 მადლი

დაუმსახურებელი წყალობა

-

ახასიათებს:

- ღვთის კეთილგანწყობა დაბ.6,8

- სახარებას იოან.1,17

- საუკუნო სიცოცხლე 1პეტ.1,13

- ღვთის მპატიებელი წყალობა რომ.11,6

- ნიჭები 2კორ.8,7

-

არის წყარო:

- ხსნის საქ.15,11

- რწმენის საქ.18,27

- გამართლების რომ.3,24

- მოწოდების გალ.1,15

- პატიების ეფ.1,7

- ნუგეშის 2თეს.2,16

-

წარმოდგენილია:

- დიდი საქ.4,33

- მრავალგვარი 1პეტ.4,10

- ჭარბად რომ.5,15-20

- ხელმწიფების მქონე რომ.5,21

- საკმარისი 2კორ.12,9

- დიდებულად ეფ.1,6

- სიმდიდრე ეფ.2,7

-

მორწმუნეები:

- იღებენ მას იოან.1,16

- იმკვიდრებენ მას 1პეტ.3,7

- იზრდებიან მასში 2პეტ.3,18

- დგანან მასში რომ.5,2

- იმყოფებიან მის ქვეშ რომ.6,14

- აქვთ სიუხვით 2კორ.9,8.14

- ლაპარაკობენ მასში ეფ.4,29

- ძლიერნი მასში 2ტიმ.2,1

-

ხიფათი იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება...

- აქციონ გარყვნილებად იუდ.1,4

- შეცოდების გამართლებად რომ.6,1.15

- იქნეს უგულვებელყოფილი გალ.2,21

- მოსწყდნენ მას გალ.5,4

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 6

8. მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.

იოანე 1

16. მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.

17. ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.

საქმეები 4

33. მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას, და დიდი მადლი იყო ყველა მათგანზე.

საქმეები 15

11. ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი”.

საქმეები 18

27. ხოლო აქაიაში წასვლა რომ განიზრახა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს მასპინძლობა გაეწიათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მათ, ვინც ირწმუნა მადლის მეშვეობით.

1პეტრე 1

13. ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.

1პეტრე 3

7. ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

1პეტრე 4

10. თითოეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ, როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგ მნეს.

2პეტრე 3

18. პირიქით, აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება ახლა და უკუნისამდე. ამინ!

იუდა 1

4. ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთნი, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს სასჯელი, უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს.

რომაელთა 3

24. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,

რომაელთა 5

2. რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.

15. მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს.

16. ხოლო საჩუქარი არ არის იგივე, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, რადგან განკითხვა ერთისაგან გამოდის მსჯავრდასადებად, მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.

17. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

18. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.

19. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.

20. რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა.

21. რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილში, ისე მადლს ემეფა სიმართლეში, მარადიული სიცოცხლისათვის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

რომაელთა 6

1. მაშ, რა ვთქვათ, დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც!

14. ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ.

15. მაშ, ახლა რა, ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც!

რომაელთა 11

6. ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის, თორემ საქმე აღარ არის საქმე.

2კორინთელთა 8

7. და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.

2კორინთელთა 9

8. ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.

14. თქვენთვის ლოცულობენ და თქვენკენ მოილტვიან ისინი ღვთის იმ მადლის გამო, რაც აღმატებულად არის თქვენში.

2კორინთელთა 12

9. და მითხრა: "საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

გალატელთა 1

15. ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით,

გალატელთა 2

21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან თუ რჯულითაა გამართლება, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე!

გალატელთა 5

4. თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.

ეფესელთა 1

6. თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში,

7. რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით,

ეფესელთა 2

7. რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.

ეფესელთა 4

29. არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი - საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.

2თესალონიკელთა 2

16. ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,

2ტიმოთე 2

1. ჰოდა, ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლში, ქრისტე იესოში რომ არის.

__თემაზე წერდნენ__

***

მადლი - ლათ. gratia, რაც წარმოადგენს თარგმანს ბერძნული სიტყვისა cháris „კეთილგანწყობა“, „მოწყალება“

ძველ აღთქმაში ტერმინი აღნიშნავს აღთქმაზე დამყარებულ ღმრთის სიყვარულს ისრაელი ხალხის მიმართ. ახალ აღთქმაში და, განსაკუთრებით, წმიდა პავლესთან, მადლი აღნიშნავს ღმრთის მიერ ადამიანთათვის საკუთარი სიცოცხლის უანგარო მიძღვნას ქრისტეს მსხვერპლშეწირვით, რის შედეგადაც ქრისტიანები ნათლისღებისა და სული წმიდის ნიჭის მეშვეობით „ღმრთის შვილებად“ იქცევიან (რომ. 6:3, შმდ.; 8:14, შმდ.). სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მადლი არის სამსახური, უანგარო დახმარება, რომელსაც ღმერთი გვიწევს, რათა მის მოხმობას ვუპასუხოთ: ვიქცეთ ღმრთის შვილებად.

__ ქრისტიანული ლექსიკონი __

***

მადლი არს, რომელმან არცა ნაცვლის–გებისათვის, არცა მოყ(ვ)რობისათვის, არცა შიშისათვის, არცა სიყვარულისათვის კეთილი და ქველი(ს)–საქმე ქნას; კვალად მადლი არს ყოველივე კეთილი და რაჲცა ცოდვა არა არს.

__ სულხან-საბას ლექსიკონი ქართული __

***

ღვთის მადლი - ეს არის ადამიანის გულის შეხება სული წმიდასთან.

__ პასკალი __