1.1.107 Гнездо

Исх.28,11 Чис.24,21.22 Иов.29,18; 39,27 Пс.83,3 Пр.27,8 Ис.10,14; 34,15 Иер.48,28 Матф.8,20

1.1.107 ბუდე

სხვადასხვა:

- არწივის იობ.39,27

- მერცხლის ფს.83,3

- ხის გველის ეს.34,15

- მტრედის იერ.48,28

.

სიმბოლურად:

- უხიფათობის სიმცდარე რიცხ.24,21.22

- სრული სიმწიფე იობ.29,18

- თავისი ადგილის მიმტოვებელი კაცი იგავ.27,8

- უმწეობა ეს.10,14

- იესოს არ ქონდა ბინა მათ.8,20

.

ოქროსი:

- ძვირფასი თვლების ჩასასმელად გამ.28,11

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 28

11. ქვისმთლელის ნაკეთობით, საჭრეთელით ამოკვეთე ორივე ქვაზე ისრაელის ძეთა სახელები და ჩასვი ოქროს ბუდეებში.

რიცხვნი 24

21. გადახედა კენიელთ და წარმოთქვა იგავი: "ძლიერია შენი სამყოფელი და კლდეზე დაგიდვია ბუდე.

22. თუმცა გაპარტახდება კაენი, როდემდე ეყოლები ტყვედ აშურს?”

იობი 29

18. ვფიქრობდი: ჩემს ბუდეში მოვკვდები და ქვიშასავით გამიმრავლდება-მეთქი დღეები.

იობი 39

27. განა შენი ბრძანებით მაღლდება არწივი და იკეთებს ბუდეს სიმაღლეზე?

ფსალმუნი 83

3. ჩიტიც კი პოულობს ბინას და მერცხალი - ბუდეს, რომ შენს სამსხვერპლოებთან ჩასხას თვისი ბარტყები, უფალო ცაბაოთ, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!

იგავნი 27

8. თავისი ბუდის მიმტოვებელი ჩიტივითაა კაცი, რომელიც თავის სახლს ტოვებს.

ესაია 10

14. როგორც ბუდეს, ისე მისწვდა ჩემი ხელი ხალხთა სიმდიდრეს, მიტოვებული კვერცხებივით მოვაგროვეო მთელი ქვეყანა; არავინ იყო ფრთის შემრხევი, პირის გამღები და ხმის ამომღები.

ესაია 34

15. იქ დაიბუდებს ხის გველი, დადებს კვერცხებს, გამოჩეკავს და თავის ჩრდილში მოუყრის თავს. აქ შეიყრებიან ძერები წყვილ-წყვილად.

იერემია 48

28. ქალაქები დატოვეთ და კლდეებში დასახლდით, მოაბის მკვიდრნო, ნაპრალის პირას დაბუდებული მტრედებივით იყავით!

მათე 8

20. უთხრა მას იესომ: "მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს - ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია!”