1.8.59. Посеянное на доброй земле

Матф.13,23 Марк.4,8.20 Лук.8,8

Посеянное же на доброй земле означает слышащего слово и разумеющего, который и бывает плодоносен, так что иной приносит плод во сто крат, иной в шестьдесят, а иной в тридцать.(Матф.13,23);

И иное упало на добрую землю и дало плод, который взошел и вырос, и принесло иное тридцать, иное шестьдесят, и иное сто. (Мк.4,8).
А посеянное на доброй земле означает тех, которые слушают слово и принимают, и приносят плод, один в тридцать, другой в шестьдесят, иной во сто крат. (Мк.4,20).

а иное упало на добрую землю и, взойдя, принесло плод сторичный. Сказав сие, возгласил: кто имеет уши слышать, да слышит! (Лк.8,8)

 

პოხიერი ნიადაგი როგორ გავხდეთ ღვთის სიტყვის მარცვლებისთვის

ზღვა ხალხს ეუწყება სახარება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენც... გამოდის მთესველი თესვად მათ.13,1-3

---

დავუფიქრდეთ, გულის გარეთ ხომ არ ვტოვებთ მოსმენილს, გზის პირი ხომ არ ვართ, საიდანაც ფრინველები აგვიკენკავენ მარცვლებს მათ.13,4

---

ქვიანი მიწა ხომ არ ვართ, ქვა გულს ხომ არ ვახვედრებთ და ხელს ხომ არ ვუწყობთ მათ მოშთობას მათ.13,5.6

---

ან ჩვენი გულის ეკალბარდში ხომ არ ვაშთობთ მათ.13,7

---

არა?

---

მაშინ პოხიერი ნიადაგი ვყოფილვართ და მიგვიღია ღვთის სიტყვა, შევდგომივართ უფალს, ღმერთს დიდება ამისთვის!

---

მაგრამ როგორი უნდა იყოს პოხიერი ნიადაგი, როგორ უნდა ვიმუშაოთ მასზე, ან როგორ ვიზრუნოთ მისი სიმწირის დასაძლევად, როგორ გავხდეთ პოხიერი ნიადაგი უფლის მარცვლებისთვის?

---

მაშ ასე, მოდით ვნახოთ რას ამბობს ღვთის სიტყვის კონტექსტი ამის შესახებ:

---

1) პოხიერ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და კიდეც შეიგნებს მათ.13,[23]

- იღებს მარ.4,20

- გულში იმარხავს, იბეჭდავს, ერწყმის მის გულს ლუკ.8,15 საქ.16,14 ებრ.4,2

- შეისმენს ინ.8,47

- იწყნარებს სიტყვის ნერგს იაკ.1,21; 2თეს.2,10

- ყურმიპყრობილია იგავ.2,2

- სიბრძნის ვერცხლივით შოვნის წადილი აქვს და განძივით ეძებს იგავ.2,4-6

- მისკენ აქვს მისწრაფება, მასზე ფიქრობს დღედაღამ, არის წყალთან დარგულ აყოფიერ ხესავით ფს.1,2.3

- სიბრძნეს იმატებს იგავ.1,5.6

- მოუწოდებს ჭკუას და გონებას იღვიძებს იგავ.2,3

- ბავშვივით იღებს ღვთის სასუფეველს და არა "დიდივით", ადამიანური ლოგიკით მარ.10,15

- არამედ სცნობს მიღებულს ჭეშმარიტად ინ.17,8

- გულმოდგინედ იღებს სიტყვას და ყოველდღე არჩევს, ასეა თუ არა ესო საქ.17,11

- რათა მარგებელი იყოს სიტყვა ებრ.4,2

- ისრუტავს დადენილ წვიმას სარგო ნათესის აღმოსაცენებლად ებრ.6,7

---

2) პოხიერი ნიადაგია:

- ვისაც ღმერთის ხმა ესმის და მისდევს ინ.10,27

- ვინც იწყნარებს უფალს ინ.1,11-13

- ვინც რჩება უფალში, რადგან ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს ინ.15,4.5; 1ინ.5,20

- ვისშიც რჩება მისი სიტყვები ინ.15,7

- იზრდება ღვთის შემეცნებით კოლ.1,10

- იმისთვის ისმინა სახარება, რათა მიაღწიოს უფლის დიდებას 2თეს.2,14

---

3) აქვს ნაყოფები, ანუ მოქმედებს მოსმენილი სიტყვის მიხედვით:

- იქცევა ღვთის საამებლად 1თეს.4,1

- სიტყვის აღმსრულებელია და არა მხოლოდ მსმენელი თავის მოსატყუებლად იაკ.1,22

- უყურებს, თუ იზრდება იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც პირველად ისმინა სიტყვა კოლ.1,6

- რათა უნყოფო არ დარჩეს, უსართებს რწმენას სათნოებას, შემეცნებას, თავშეკავებას, მოთმინებას, ღვთისმოსაობას, ძმათმოყვარეობას, სიყვარულს 2პეტ.1,5-8; 3,18

- არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში, უფლის სახლშია ფს.1,1; 91,13

- წმიდად ცხოვრობს ფს.91,13

- იშორებს შეცოდებას და იქმნის ახალ გულსა და სულს ეზეკ.18,31; 2პეტ.2,1.2

- გამოაქვს სინანულის ღირსი ნაყოფი მათ.3,8

- განიკითხავს წმიდათა საჭიროებას ფლპ.4,17 ებრ.13,16

- ვისშიც ჩანს სიხარულის სავსება და სიღატაკის სიღრმე ჭირნაცადობის მიუხედავად 2კორ.8,2

- ვისშიც მრავლდება სიმართლის ნაყოფი 2კორ.9,10 ფლპ.1,11 კოლ.1,10

- აქვს სულის ნაყოფები: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება გალ.5,22.23

- უხვი ნაყოფით ადიდებს უფალს ინ.15,8

---

4) იცის:

- რომ უფლის რჩეულია და მიდის ნაყოფის გამოსაღებად ინ.15,16

- რომ ხე ნაყოფით იცნობა მათ.12,33 ლუკ.6,43.44

- და თუ არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა მათ.3,10 ლუკ.13,9 ინ.15,2.6