4.15.48 Менструация - месячные у женщины

4.15.48 მენსტრუაცია - დედათა წესი

- იწოდება წიდოვნად ლევ.20,18

- დედათა წესად დაბ.31,35

- აკრძალულია სქესობრივი სიახლოვე ლევ.18,19

- წყდება სიბერეში დაბ.18,11

- არაჩვეულებრივი შემთხვევა მარ.5,25-29

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

11. მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.

დაბადება 31

35. უთხრა რახელმა მამას: ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს. ეძება და ვერ იპოვნა ლაბანმა კერპები.

ლევიანნი 18

19. წიდოვნების დროს არ მიეკარო ცოლს სიშიშვლის ასხდელად.

ლევიანნი 20

18. ვინც წიდოვან ქალთან დაწვება და სიშიშვლეს გამოუჩენს, კაცი სადინელს გაუშიშვლებს და ქალი სისხლის სადინელს გამოაჩენს, ორივენი უნდა მოიკვეთონ თავისი ხალხის წიაღიდან.

მარკოზი 5

25. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა,

26. ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -

27. იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო.

28. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო.

29. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რომ განიკურნა სნეულებისგან.