3.32.3. Дух Святой принимается после покаяния и крещения

Деян.2,38; 8,14-17; 19,2-7 Еф.1,13 Тит.3,5.6

3.32.3. სული წმიდის საბოძვარი მიიღება მონანიების და ნათლობის შემდეგ

საქ.2,38; 8,15-17; 19,2-7 ეფ.1,13 ტიტ.3,5.6

ბიბლიის მუხლები

საქმენი მოციქულთა 2

38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.

საქმენი მოციქულთა 8

15. რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა.

16. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით.

17. მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა.

საქმენი მოციქულთა 19

2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.

3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.

4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.

5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.

6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.

7. იყო სულ თორმეტიოდე კაცი.

ეფესელთა 1

13. მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,

ტიტე 3

5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,

6. რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ,

__თემაზე წერდნენ__

***

როცა ადამიანში ცოდვის ბუნება განქარდება, მის სულს ღმერთი ეცხადება და განწმენდს სხეულთან ერთად. ხოლო თუ მის სხეულში კვლავაც ბატონობს ცოდვა, მაშინ ადამიანს არ ძალუძს ღმერთის დანახვა, რადგან მისი სული იმგვარი სხეულითაა შემოსილი, რომელშიც ნათელი არ არის, - ნათელის გარეშე კი შეუძლებელია ღმერთის ხილვა და შეცნობა.

__ წმ. ანტონი დიდი __

***

რათა ნათლად ეჩვენებინა ერთი ჭეშმარიტება, გამოჩენილმა მახარებელმა მოუდიმ გამოიყენა შემდეგი უბრალო და გასაგები მაგალითი.

“მითხარით, - მიმართა შეკრებილთ მან, - როგორ გავდენოთ ჰაერი ჭიქიდან, რომელიც მიჭირავ ხელში?”

ვიღაცამ ურჩია გამოეყენებინა საჰაერო ტუმბო. მოუდიმ უპასუხა: “მაშინ ჭიქაში წარმოიქმნებოდა სიცარიელე და გარეთ მყოფი ჰაერი შეიჭრებოდა შიგნით.”

რამდენიმე წარუმატებელი პასუხის შემდეგ მოუდიმ აიღო გრაფინი და აავსო ჭიქა წყლით. “აი, - თქვა მან, - ახლა ჰაერი განდევნილია!”

მაშინ მან აჩვენა სულიერი გამოყენება ამ მაგალითისა: ქრისტე იმარჯვებს ცოდვილის ხსნით არა “გამოტუმბვით” ან ცოდვების თანდათანობით გამოდევნით, არამედ აღავსებს კაცს სული წმიდით.

__ იაკობ ლევენი __