1.1.115 Град - атмосферные осадки

Исх.9,18; 10,15 Иисн.10,11 Иов.38,22 Пс.17,13; 77,48; 104,32; 147,6; 148,8 Ис.28,17; 30,30; 32,19 Иез.13,13; 38,22 Анг.2,17 Отк.8,7; 11,19; 16,21

1.1.115 სეტყვა - ატმოსფერული ნალექი

არის:

- ღვთის ნებით გამ.9,18 ფს.147,6; 148,8

- როგორც სასწაული იობ.38,22

- ღვთის დიდების გამოვლინება ფს.17,13

- როგორც სასჯელი გამ.9,18; 10,15 იესნ.10,11 ფს.77,48; 104,32 ეს.28,17; 32,19 ეზეკ.38,22 ანგ.2,17

- ღვთის რისხვა ეს.30,30 ეზეკ.13,13 გმცხ.8,7; 11,19; 16,21

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 9

18. აჰა, ხვალ ამ დროს, ძალიან მაგარ სეტყვას ჩამოვყრი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში მისი დაარსების დღიდან აქამდე.

გამოსვლა 10

15. დაფარა მან მთელი მიწის ზედაპირი ისე, რომ დაბნელდა ქვეყანა და შთანთქა ყოველი ბალახი მიწისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა და აღარ დარჩა არანაირი სიმწვანე, აღარც ხე და ბალახი მინდვრისა ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.

იესო ნავეს ძე 10

11. როცა ისრაელიანთაგან ბეთ-ხორონის აღმართზე გარბოდნენ, უფალი დიდ ქვებს უშენდა ზეციდან ყაზეკამდე და იხოცებოდნენ. ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი დახოცა, ვიდრე ისრაელიანთა მახვილმა.

იობი 38

22. თუ შესულხარ თოვლის სანახებში და სეტყვის სანახები თუ გინახავს?

ფსალმუნი 17

13. ზეცაში დაიგრგვინა უფალმა და თავისი ხმა გამოსცა უზენაესმა სეტყვით და ნაკვერჩხლებით.

ფსალმუნი 77

48. სეტყვას მისცა მათი პირუტყვი და მეხს - მათი ჯოგები.

ფსალმუნი 104

32. წვიმის მაგიერ სეტყვა გამოუგზავნა, ალმოდებული ცეცხლი - მათ ქვეყანას.

ფსალმუნი 147

6. ნატეხებად ყრის სეტყვას, წინ ვინ დაუდგება მის სუსხს?

ფსალმუნი 148

8. ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,

ესაია 28

17. სამართალს დავდებ საზომად და სიმართლეს - საწონად, სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წალეკავს სიცრუის სამალავს.

ესაია 30

30. უფალი მოასმენინებს თავისი ძალაუფლების ხმას და შემართულ მკლავს გაიწვდენს მძვინვარე რისხვაში, მშთანმთქმელი ცეცხლის ალში, ქუხილსა და ღვართქაფში, ქვის სეტყვაში.

ესაია 32

19. და იქნება სეტყვა - ტყე მოიკვეთება და ქალაქი დადაბლდება.

ეზეკიელი 13

13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე დავანგრევ, ჩემი რისხვის ქარიშხლით, ჩემი წყრომის კოკისპირული წვიმით და რისხვის სეტყვის ქვებით - მოვსპობ მას.

ეზეკიელი 38

22. განვიკითხავ მას შავი ჭირითა და სისხლით, წვიმის ნიაღვრებით და სეტყვით; ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მასზე და მის რაზმებზე, მრავალ ხალხზე, მასთან რომ იქნებიან.

ანგია 2

17. ხორშაკითა და სეტყვით ვგვემდი თქვენს ყოველ ნაშრომს, მაგრამ არ მოიქეცით ჩემკენ - ამბობს უფალი.

გამოცხადება 8

7. დააყვირა პირველმა საყვირი, და სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი გადმოიყარა მიწაზე; დედამიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა.

გამოცხადება 11

19. მაშინ გაიღო ღვთის ტაძარი, რომელიც ზეცაშია, და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში; და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა, და ძლიერი სეტყვა.

გამოცხადება 16

21. ციდან ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ადამიანებზე; და გმობდნენ დასეტყვილი ადამიანები ღმერთს, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მათი წყლული.