3.41.7. Боясь Бога соблюдаем заповеди

быт.22,12 втор.5,26,, 6,[2],, 8,6.11,, 10,12.13,, 17,19,, 31,12.13,, 1цар.12,14 Ездр.10,3 пс.110,9.10,, 118,112.168,, 127,1 екл.12,13 иер.44,10 соф.2,3

3.41.7. გვქონდეს ღვთის შიში და ვიცავდეთ მის მცნებებს

დაბ.22,12 რჯ.6,[2],, 8,6.11,, 10,12.13,, 17,19,, 31,12.13,, 1მფ.12,14 ეზრ.10,3 ფს.110,9.10,, 118,112.168,, 127,1 ეკლ.12,13 იერ.44,10 სოფ.2,3

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22

12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.

მეორე რჯული 6

2. რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთისა, რომ დაიცვა ყოველი მისი წესი და მცნება, რომელსაც გიცხადებ შენ, შენს შვილებს და შენს შვილთაშვილებს, შენს სიცოცხლეში, რომ დღეგრძელი იყო.

მეორე რჯული 8

6. შეასრულე უფლის, შენი ღმერთის მცნებები, იარე მის გზებზე და მისი გეშინოდეს.

11. ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, და მისი მცნებები, სამართალი და წესი, რასაც მე გიანდერძებთ დღეს,

მეორე რჯული 10

12. აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.

13. დაიცვა უფლის მცნებები და წესები, რომელთაც გამცნებ დღეს შენს სასიკეთოდ.

მეორე რჯული 17

19. თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს,

მეორე რჯული 31

12. შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.

13. მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.

1მეფეთა 12

14. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.

ეზრა 10

3. აღვუთქვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებს და მათ მონაგარს ჩემი ბატონის რჩევით და ჩვენი ღმერთის მცნებათა მოშიში ხალხის რჩევით. რჯულისამებრ იყოს.

ფსალმუნი 110

9. ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი.

10. სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.

ფსალმუნი 118

112. მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე.

168. ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.

ფსალმუნი 127

1. გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.

ეკლესიასტე 12

13. მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი.

იერემია 44

10. დღემდე არ გამტყდარან და არ შეშინებულან, არ შედგომიან ჩემს რჯულსა და წესს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.

სოფონია 2

3. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს.

__თემაზე წერდნენ__

***

ყოველთვის გახსოვდეს უფალი ღმერთი შენი და მხოლოდ მისი გეშინოდეს, არასდროს დაივიწყო არც თვით იგი და არც მისი საღმრთო მცნებები! და თუ ამას იქმ, ღმერთიც მოგმადლის ძალას იმისთვის, რომ მისი ნების აღმსრულებელი იყო, რამეთუ იგი მხოლოდ იმას მოითხოვს შენგან „რათა გეშინოდეს შენ უფლისა ღმერთისა შენისა და ხვიდოდი შენ ყოველთა გზათა მისთა და შეიყვარო იგი და ჰმსახურობდე შენ უფალსა ღმერთსა შენსა ყოვლითა გულითა შენითა“ (რჯლ.10,12).

__ წმ.გრიგოლ პალამა __

***

კაცი ბრძენი სჯულდებულსა საქმეს არას მოიძულებს.

__ არჩილი __