2.2.70. Бог призвал нас в общение Сына Его

1Кор.1,9 Кол.3,15

- Призванные освяшены Богом Отцом и сохранены Иисусом Христом Иуд.1

- Иудеи и язычники Рим.9,24

- Мы призванные Иисусом Христом Рим.1,[6]; 8,28-30; 1Фес.2,12 Евр.3,1

- Св.Писание призванных називает святыми Рим.1,[7]; 1Кор.1,2; 2Кор.1,1 флп.1,1

- Будем святыми, как свять Призиваюший нас 1Пет.1,15; 2Пет.1,3 Кол.3,12; 1фес.4,7

- Званные находяшие с Христом верные Отк.17,14

-

1Кор.1,9

- Иудеи и язычники Рим.9,24

- Мы призванные Иисусом Христом Рим.1,[6]; 8,28-30; 1Фес.2,12 Евр.3,1

- Званные находяшие с Христом верные Отк.17,14

2.2.70. ღმერთმა გვიხმო, რათა ვეზიარებოდეთ მის ძეს

1კორ.1,9 კოლ.3,15

-

- მოწოდებულნი შეიყვარა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესთვის იუდ.1,1

-

- იუდეველებიც და წარმართებიც რომ.9,24

-

- ჩვენ ხმობილნი ვართ იესო ქრისტეს მიერ რომ.1,[6]; 8,28-30; 1თეს.2,12 ებრ.3,1

-

- წმ.წერილი ხმობილთ უწოდებს წმიდებს რომ.1,[7]; 1კორ.1,2

-

- ვიყოთ წმიდანი, როგორც მხმობელია წმიდა 1პეტ.1,15; 2პეტ.1,3; 1თეს.4,7

-

- ქრისტესთან მყოფი ხმობილნი ერთგულნი არიან გმცხ.17,14

-

ბიბლიის მუხლები

1პეტრე 1

15. არამედ წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი.

2პეტრე 1

3. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო,

იუდა 1

1. იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, - მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.

რომაელთა 1

6. რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი;

7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

რომაელთა 9

24. ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?

1კორინთელთა 1

2. ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ქრისტე იესოს მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმიდათ, ყველასთან ერთად, ვინც ყველგან, მათთან თუ ჩვენთან, მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს:

9. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.

კოლასელთა 3

15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.=

1თესალონიკელთა 2

12. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, რომელმაც თავისი სასუფევლისა და დიდებისათვის გიხმოთ.

1თესალონიკელთა 4

7. რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა.

ებრაელთა 3

1. ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს,

გამოცხადება 17

14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.