4.20.7 Уступок знамение силы

2цар.15,14.25.26 Матф.5,39-41; 10,23 Лук.4,30 Иак.1,12; 1Кор.6,7; 2Кор.12,10 Флп.3,8 Евр.12,3 Отк.23

4.20.7 დათმობა ძალის ნიშანია

ბევრი თვითონ ეძებს ხიფათს და არ ერიდება, არადა ღმერთი აძლევს ინტუიციურ ხედვას, არ მიუახლოვდეს, დისტანცია დაიჭიროს, რათა ძვირი არ დაუჯდეს. ასეთები გაცლას და დათმობას სისუსტედ მიიჩნევენ. ქრისტე ერიდებოდა ასეთ ადგილებს, კამათის გარეშე ეცლებოდა ლუკ.4,30

-

დავითი გაეცალა თავისი ხალხით აჯანყებული ძის აბესალომის იერუსალიმში შემოსვლას, დაინდო ხალხი და ქალაქს გადაწვა ააცილა, ხოლო თვითონ ღმერთს მიენდო 2მფ.15,14.25.26

-

ქრისტე მოგვიწოდებს დავითმინოთ შეურაცხმყოფელი სილა და მივუპყროთ მეორე ლოყაც მათ.5,39

პერანგის წამრთმევს, მოსასხამიც მივცეთ მათ.5,40

და დამპყრობელი ჯარისკაცი ერთ კილომეტრზე გაყოლას რომ დაგვავალებს ორზეც გავყვეთ მათ.5,41

ერთ ქალაქში რომ დაგვიწყებენ დევნას, მეორეს მივაშუროთ მათ.10,23

-

მოციქულები და მოწაფეები თმობენ ბევრ რამეს ზეციური ჯილდოს მომლოდინენი იაკ.1,12 ფლპ.3,8

რჩეობენ დაზარალებულად დარჩენას 1კორ.6,7

რათა არ გატეცილიყვნენ სხვები ებრ.12,3

ითმენდნენ ყოველივეს ქრისტეს სახელით გმცხ.2,3

-

რადგან ძალა ღვთისა გამოვლინილიყო მათს უძლურებაში 2კორ.12,10

-

ბიბლიის მუხლები

2 მეფეთა 15

14. უთხრა დავითმა თავის მორჩილთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და უბედურება არ დაგვათიოს თავზე, მახვილს არ მისცეს ქალაქი.

25. უთხრა მეფემ ცადოკს: დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.

26. თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ, მიყოს რაც ენებოს.

მათე 5

39. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.

40. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.

41. ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.

მათე 10

23. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა.

ლუკა 4

30. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.

იაკობი 1

12. ნეტარია კაცი, რომელიც დაითმენს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარულთ.

1კორინთელთა 6

7. ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?

2 კორინთელთა მიმართ თავი 12

10. მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.

ფილიპელთა 3

8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,

ებრაელთა 12

3. იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი.

გამოცხადება 2

3. და ითმენ და იტანჯები ჩემი სახელისათვის და არ მოქანცულხარ.

__თემაზე წერდნენ__

***

სადაც არა ღირს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან.

__ შოთა რუსთაველი __