4.18.21 Дать знать

4.18.21 მინიშნება, ჩვენება, წინასწარ დამოწმება რაც უნდა მოხდეს

ადამიანების შესახებ:

- პეტრეს სიკვდილი იოან.21,19

- იუდეველების შეთქმულება საქ.23,15.16

- თავის დაღწევა იმისგან, რაც უნდა მოხდეს ლუკ.21,36

.

მოვლენების შესახებ:

- ქრისტეს ტანჯვა 1პეტ.1,11

- ქრისტეს სიკვდილი იოან.12,33

- მადლის პერიოდი საქ.3,24; 10,43 რომ.3,21; 16,26 ეფ.1,9 ებრ.9,8

- ღმერთის სამეფო საქ.28,23

- მომავალი მათ.24,6 მარ.13,7 ლუკ.21,9 გმცხ.1,1; 4,1; 22,6

- შიმშილობა საქ.11,28

- ქვეყნიერების დასასრული ებრ.12,27

.

ბიბლიის მუხლები

მათე 24

6. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.

მარკოზი 13

7. თქვენ კი, როცა მოისმენთ ომების შესახებ და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.

ლუკა 21

9. ომებისა და შფოთის ამბებს რომ შეიტყობთ, ნუ შეძრწუნდებით; ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან მყისვე არ დადგება აღსასრული”.

36. ამიტომ, იფხიზლეთ ყოველ ჟამს. ილოცეთ, რომ შეძლოთ თავის დაღწევა ყოველივესგან, რაც უნდა მოხდეს და წარსდგეთ ძე კაცისას წინაშე!”

იოანე 12

33. ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.

იოანე 21

19. ეს თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს თქვა და უთხრა მას: "მომყევი”.

საქმეები 3

24. ყველა წინასწარმეტყველი, ვინც სამუელიდან აქამდე იყო, იუწყებოდა ამ დღეებზე.

საქმეები 10

43. მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას.

საქმეები 11

28. ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, წამოდგა და სულით გამოაცხადა, რომ მთელ ქვეყნიერებაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს.

საქმეები 23

15. თქვენ და სინედრიონმა ათასისთავს შეუთვალეთ, რომ თქვენთან მოიყვანოს იგი, ვითომ უფრო დაწვრილებით გინდათ მისი საქმის გამოძიება; ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოაღწევს, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად”.

16. შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ციხე-სიმაგრეში და პავლეს უთხრა.

საქმეები 28

23. დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მის სადგომში; პავლე დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სამეფოზე და მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა.

1პეტრე 1

11. იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.

რომაელთა 3

21. ხოლო ახლა, რჯულის გარეშე გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი.

რომაელთა 16

26. ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას -

ეფესელთა 1

9. გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში.

ებრაელთა 9

8. ამით სულიწმიდა გვიჩვენებს, რომ ვიდრე დგას პირველი კარავი, ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდათა წმიდაში.

ებრაელთა 12

27. ეს "კიდევ ერთხელ” ნიშნავს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.

გამოცხადება 1

1. გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.

გამოცხადება 4

1. ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: "აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ”.

გამოცხადება 22

6. და მითხრა: "სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.