4.6.1. Духовный родитель - служитель

Иис.7,19,, 1Кор.9,1.2,, 2Кор.3,2.3 Гал.4,19,, 1Фес.2,7.8.19.20 

4.6.1. სულიერი მშობელი - ღვთისმსახური

იესნ.7,19,, 1კორ.9,1.2,, 2კორ.3,2.3 გალ.4,19,, 1თეს.2,7.8.19.20 ფილიმ.1,10 

ბიბლიის მუხლები

 

იესო ნავეს ძე 7

19. უთხრა იესომ ყაქანს: შვილო, პატივი მიაგე დღეს უფალს, ისრაელის ღმერთს და აღსარება უთხარი, გამიცხადე, რა გააკეთე, ნუ დამიმალავ.

1კორინთელთა 9

1. არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში?

2. სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში.

2კორინთელთა 3

2. ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული.

3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.

გალატელთა 4

19. შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე.

1თესალონიკელთა 2

7. თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს.

8. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.

19. ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას?

20. რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.

ფილიმონი 1

10. ჩემი შვილის ონისიმესათვის გთხოვ, რომელიც შემეძინა ტყვეობაში;

__თემაზე წერდნენ__

***

[ნერონმა ცეცხლი წაუკიდა რომს. ქრისტიანები საგონებელში არიან ჩავარდნილნი] შეკრებილნი ძრწოლამ მოიცვა . . . უცებ მიწაზე გართხმულ ხალხს ვიღაცის დამშვიდებული ხმა ჩაესმა:

- მშვიდობა თქვენდა!

ეს ხმა მოციქულ პეტრეს ხმა იყო. ის იყო მღვიმეში შევიდა, მისი ხმის გაგონებაზე წუთშივე გაქრა შიში, როგორც ცხვრის ფარას გაამხნევებს მწყემსის მოსვლა. ხალხი მიწიდან წამოდგა. ვინც მოციქულის ახლოს იყო, მის მუხლებს მოეხვია, თითქოს მის ფრთათა ქვეშე თავშესაფარს ეძებსო. ხოლო პეტრემ ხელები განაპყრო და ლაპარაკი დაიწყო:

- რაისად შეძრწუნებულა გული თქვენი? ვინ თქვენგანს შეუძლია გამოიცნოს, თუ რა მოუხდება, როდის დაკრავს მისი ჟამი? უფალმა ცეცხლი მოუვლინა ბაბილონს, ხოლო თქვენ, რომელნი ნათლისღებამ განბანა და რომელთა ცოდვანი კრავის სისხლმა გამოიხსნა, მოწყალე გექმნათ. თქვენ ბაგეთა ზედა მისი სახელით მოკვდებით. იყოსმცა მშვიდობა თქვენზე!

__ ჰ. სენკევიჩი __

***

სმირნაში მოციქულმა იოანემ ჰპოვა ერთი სხარტი გონების ახალგაზრდა, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭიერება შეამჩნია. დაიახლოვა იგი და ეფესში წასვლის წინ ჩააბარა სმირნას ეკლესიის ეპისკოპოსს მასზე შემდგომი სულიერი მუშაობისთვის. მალე იგი მოექცა ქრისტიანად, რის საფუძველზეც იგი მონათლა. ჩათვალა რა თავისი მოვალეობა აღსრულებულად ეპისკოპოსს აღარ მიუქცევია ყურადღება ახალგაზრდის სულისთვის, აღარ ჩაუღრმავებია ქრისტიანული ჭეშმარიტების სწავლებაში. ახალგაზრდა დარჩა რა სულიერის სწავლის გარეშე გაეცნო ცუდ ხალხს. გააბა მათთან მეგობრული ერთიერთობა და მოკლე ხანში იქცა ავაზაკთა რაზმის მეთაურად, და მიჰყო ხელი მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვას.

როცა მოციქული იოანე დაბრუნდა სმირნაში და ეპისკოპოსს ჰკითხა თუ სად იყო ახალგაზრდა, რომელიც მას ჩააბარა. ეპისკოპოსმა ცრემლები ვერ შეიმაგრა და უთხრა, რომ იგი მოკვდა უფლისთვის და გადაიქცა ავაზაკად რაზმის მეთაურად. მოციქულმა დაუყოვნებლივ მოითხოვა ცხენი და წავიდა ახალგაზრდის მოსაძებნად.

მალე იგი მოხვდა ავაზაკთა ხელში, მაგრამ მას მათი არ შეშინებია, არამედ მოითხოვა ეჩვენებინათ მისთვის მეთაური, რომელმაც როგორც კი მოჰკრა თვალი მოხუცს გაიქცა მისგან. მოციქული გამოეკიდა და უძახოდა: “შვილო ჩემო! რატომ გამირბიხარ? მე მოხუცი ვარ და შეუიარაღებელი! შემიბრალე მე! . . მოდი შვილო, ნუ გეშინია ჩემი!“

მეთაურს შემოესმა რა მისი სიტყვები ძალა აღარ ეყო გაქცეულიყო, შეჩერდა, მოისროლა მახვილი, დაეცა მოხუცის ფეხებთან და მწარედ ატირდა. მოციქულმა დააბრუნა იგი ეკლესიაში ჭეშმარიტი მონანიებისა და დაცემული ადამიანებისადმი თავისი მიციქულებრივი სიყვარული დასტურად.

ამ მაგალითით მან მოუწოდა მწყემსებს თავდადებით უყვარდეთ თავიანთი სამწყსო.

__ იაკობ ლევენი __