1.8.32. Оставление всего, что дорого, ради веры

Матф.8,21.22 Лук.9,61.62,, 14,33 Рим.12,1

1.8.32. ყოველივეს დათმობა რწმენით

დაბ.12,1-5 მათ.8,21.22; 10,37 ლუკ.5,11.28; 9,61.62; 14,26-[33]; 18,22.23.28-30; 1ინ.2,15.16 რომ. 12,1 ფლპ.3,7.8

 

- ანანიამ და საფირამ არ მიატოეს ყველაფერი უფლის გულისთვის საქ.5,1-10

 

- არ მიჰყვებიან უფალს ბოლომდე, რომლებმაც შეიყვარეს ეს საწუთრო დაბ.19,26; 2ტიმ.4,10

ვერც ცივი მიწა, ღამის სათევი, ვერც დიდებული საწოლის სითბო,
ვერც აბრეშუმი, ნუგბარი კერძი, და ვერც ძონძებით შემოსილობა
ვერ აიძულებს სულით ძლიერებს, გადაუხვიონ აღთქმული გზიდან,
არად მიუჩანთ დარდი და შვება - მისდევენ მხოლოდ არჩეულ მიზანს.

__ბჰატრიარი__

ქრისტიანობა ის მოძღვრებაა, რომელიც კაცს შეაცნობინებს საწუთროს, სოფლის არარაობას, მის სრულ უმნიშვნელობას იმქვეყნიურ, მარადიულ, ღვთაებრივ საუფლოსთან, ზესთასოფელთან შედარებით. ქრისტიანული მრწამსის თანახმად გონიერმა კაცმა უყოყმანოდ უნდა დათმოს, უარყოს ამქვეყნიური ცხოვრების წამიერი სიხარული, სოფლიური სიამენი, რათა თავისთავი ზეციურ სამყაროს გაუსაკუთროს მთლიანად და წარმავალის წილ წარუვალი სიხარული დაიმკვიდროსო. ამგვარია "სიბრძნე ბალაჰვარისის" ავტორის თვალსაზრისი. __რევაზ თვარაძე__

ვინც სიღარიბე თავის ხვედრად მიიჩნია და შეიყვარა, აუწონავ საუნჯეს ფლობს, გული მისი სინდისის კარს ხმას არასდროს არ დაუხშობს, ხოლო ხმა იგი შინაგანი - ღვთის ბოძებული საუკეთესო საჩუქარია: ვისაც ის ესმის, ყურს უგდებს და ემორჩილება, ბოლოს და ბოლოს მისი სახით მეგობარს პოვებს და არასოდეს არ არის მარტო.

__ვან გოგი__

მე ბედმა გამიღიმა, გამიმართლა. გავიზარდე ოჯახში, სადაც არა თუ საერთოდ არ იცნობდნენ ლიტერატურას, არამედ ეზიზღებოდათ კიდეც. ჩემს მორწმუნე ახლობლებს ლიტერატურა ცოდვად და ღვთის გმობად მიაჩნდათ. შინ არასოდეს გაუჭაჭანიებიათ რაიმე წიგნი, ბიბლიის, ფსალმუნისა და ერთი ქადაგებათა კრებულის გარდა.... მახსოვს დედაჩემის მონაყოლი იმაზე, თუ როგორ კითხულობდა ოდესღაც "რომანს" - ასე მოიხსენიებოდა ყველა გასართობი და არაფრისმაქნისი წიგნი.... დაჯდე და გამოიგონო, შეთხზა ადამიანები და მოვლენები, რომლებიც არასდროს არსებულან, მათ აღმაშფოთებელ უაზრობად ეჩვენებოდათ....

__პიერ ლაგერკვისტი__

ერთხელ სპერჯენამ შეამჩნია შეკრებაზე, რომელზეც იგი ქადაგებდა, მოსული ქალი პატარა ძაღლით და ხმამაღლა თქვა:
"დაე, შეეწიოს უფალი, რათა მარკიზა უფრო მეტს ზრუნავდეს თავის უკვდავ სულზე, ვიდრე ძაღლზე, რომელსაც იმალავს უბეში!"

__იაკობ ლევენი__