3.40.54 Верность - путь превращения веры в реальность

3.40.54 ერთგულება - რწმენის რეალობად ქცევის გზა

ერთგულება უნდა ვლინდებოდეს:

- საქმის პატიოსნად კეთებაში 2ნეშ.34,12

- სანდოობაში ნეემ.13,13

- საიდუმლოს შენახვაში იგავ.11,13

- სარწმუნო მოწმეობაში იგავ.14,5

- მოციქულობაში იგავ.25,13

- ღვთის სიტყვის წინ წამოწევაში იერ.23,28

- ღმერთისადმი მსახურებაში მათ.24,45

- მცირედში ლუკ.16,10-12

- სხვებისადმი დახმარებაში 3იოან.1,5

.

გამოავლინეს ცხოვრებაში:

- აბრაამმა დაბ.15,6

- იოსებმა დაბ.39,22.23

- მოსემ რიცხ.12,7

- დავითმა 2მფ.22,22-25

- ელიამ 3მფ.19,10.14

- იოშიამ 4მფ.22,2

- აბიამ 2ნეშ.13,10-12

- მიქამ 2ნეშ.18,12.13

- ხანანიმ და ხანანიამ ნეემ.7,2

- იერემიამ 26,11-15

- დანიელმა დან.6,10

- იოანე ნათლისმცემელმა ლუკ.3,7-19

- იესომ ებრ.3,2

- პეტრე საქ.4,8-10

- პავლე საქ.17,16.17

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

6. და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ.

დაბადება 39

22. ჩააბარა საპყრობილის უფროსმა იოსებს ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო, და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა.

23. საზრუნავი არაფერი ჰქონდა საპყრობილის უფროსს, რადგან უფალი იყო მასთან და ყველა საქმეში, რასაც აკეთებდა, უფალი უმართავდა ხელს.

რიცხვნი 12

7. ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი.

2მეფეთა 22

22. რადგან ვიცავდი უფლის გზას და არ შემიცოდავს ჩემი ღმერთისათვის.

23. რადგან მისი მცნებები წინ მედო და მისი წესებისივის არ გადამიხვევია.

24. წრფელი ვიყავ მის მიმართ და ცოდვას გავურბოდი.

25. გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და სიწმიდისაებრ მის თვალში.

3მეფეთა 19

10. მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი; მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ.

4მეფეთა 22

2. სწორად იქცეოდა უფლის თვალში და ყველაფერში დავითის, მამამისის გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ.

2ნეშტთა 13

10. ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი გვყავს. არ მიგვიტოვებია იგი. მღვდლები უფალს ემსახურებიან, აარონის ძენი და ლევიანები თავიანთ საქმეზე დგანან.

2ნეშტთა 18

12. ასე ეუბნებოდა მიქაის მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.

13. თქვა მიქაიმ: უფალს ვფიცავ, იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მიბრძანებს.

2ნეშტთა 34

12. კაცები საქმეს პატიოსნად აკეთებდნენ. მათი ზედამხედველები ლევიანები იყვნენ: იახათი და ობადია, მეარიას ძენი და ზაქარია და მეშულამი კოჰათელთაგან; და ყველა ლევიანი, ვინც მუსიკალურ საკრავებში იყო დახელოვნებული.

ნეემია 7

2. ვუბრძანე ხანანის, ჩემ ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რომელიც მართალი და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში კაცი იყო.

ნეემია 13

13. საგანძურთა ზედამხედველებად შელემია მღვდელი, ცადოკ მწერალი და ფედაია ლევიანი დავნიშნე და ეს იყო მათი საქმე. მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურ მათანიას ძისა, რადგან სანდოდ მიიჩნეოდნენ ისინი და მათზე იყო ძმათა შორის ყველაფრის დანაწილება.

იგავნი 11

13. ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას.

იგავნი 14

5. სარწმუნო მოწმე არ იცრუებს, ცრუ მოწმე კი ტყუილებს აღმოისუნთქავს.

იგავნი 25

13. როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის - სულს უგრილებს თავის ბატონს.

იერემია 23

28. წინასწარმეტყველმა, ვინც სიზმარი ნახა, მოყვეს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა ილაპარაკოს. რა საერთო აქვს ბზეს ხორბალთან? ამბობს უფალი.

იერემია 26

11. მოახსენეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელს ერს: სასიკვდილოა ეს კაცი, რადგან ამ ქალაქის საბოროტოდ ქადაგობს, როგორც თქვენი ყურით გაიგონეთ.

12. უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელს ერს: უფალმა მომავლინა, რომ ამ ქალაქის წინააღმდეგ მექადაგნა ყველა ეს სიტყვა, რაც გაიგონეთ.

13. ამიერიდან გამოისწორეთ ზნე და საქციელი და გაიგონეთ უფლის, თქვენ ღვთის ხმა. უფალიც თავს შეიკავებს ბოროტისგან, რასაც გიპირებთ.

14. მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ. რასაც სწორად და სამართლიანად მიიჩნევთ, ის მიყავით.

15. ოღონდ იცოდეთ, თუ მომკლავთ, უბრალო სისხლს დაიდებთ თქვენ, მთელი ქალაქი და მისი მკვიდრნი. რადგან ნამდვილად უფალმა მომავლინა, რომ თქვენს გასაგონად მელაპარაკნა ეს სიტყვები.

დანიელი 6

10. როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი დაიწერა, შინ წავიდა და თავისი ქორედის სარკმლების წინ, რომლებიც იერუსალიმის მხარეს იყურებოდა დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ევედრებოდა თავის ღმერთს და ჰმადლობდა, როგორც ამის წინ იქცეოდა.

მათე 24

45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?

ლუკა 3

7. და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას?

ლუკა 16

10. მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულია; და მცირედში უმართლო, დიდშიც უმართლოა.

11. ჰოდა, თუ უმართლო მამონაში არ იქნებით ერთგულნი, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ?

12. და თუ სხვისაში არ იქნებით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ?

საქმეები 4

8. მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო,

9. რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი,

10. დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით.

საქმეები 17

16. ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე.

17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.

3იოანე 1

5. საყვარელო! ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც იქმ ძმებისთვის, თანაც უცხოთათვის,

ებრაელთა 3

2. რომელიც ისეთივე ერთგულია თავისი გამწესებლისა, როგორც მოსე ღვთის სახლში.