4.20.10 Благословляйте злоумышленников ваших

Христос молился за своих врагов(Лук.23,34). Обязанности христиан по отношению к своим врагам: не посягать на их жизнь --1 Цар.24,11; 26,11. Пс.7,4.

Не воздавать им злом за зло-Притчи 20,22. 1Пет.3,9. Рим 12,17.19. Не желать их смерти --3Цар.3,11. Иов 31,29-30.

Не радоваться их несчастью-- Притчи 24,17. Воздавать им за зло добром --Исх.23,4-5. Мат.5,44. Рим 12,14. Помогать им -- Притчи 25,21. Мат.5,44. Луки 6,27. Любить их --Луки 6,27.35.

Благословлять их--Луки 6,28.

1Кор.4,12. Молиться за них -- Пс.34,13.

Луки 6, 28.

Деян.7,60.

1Кор.4:13.

Обезоруживать их кротостью --1 Царств 24,18; 25,21-22.

4.20.10 დალოცეთ თქვენი მაწყევარნი, მოძულენი, მტერნი

3მფ.3,11 იობ.31,29.30 ფს.34,13.14 მათ.5,44 ლუკ.6,27.28.35; 23,34 საქ.7,60; ქ1პეტ.3,9; 1კორ.4,12.13

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 3

11. უთხრა მას ღმერთმა: იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად.

იობი 31

29. თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე!

30. არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა მისთვის სიცოცხლე.

ფსალმუნი 34

13. ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.

14. როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.

მათე 5

44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.

ლუკა 6

27. ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;

28. აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.

35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.

ლუკა 23

34. ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.

საქმეები 7

60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.

1პეტრე 3

9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.

რომაელთა 12

17. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.

1კორინთელთა 4

12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.

13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.

__თემაზე წერდნენ__

***

“მან შეურაცხმყო მე, მან აღმართა ხელი ჩემზე, მან დამამცირა და განმძარცვა მე”. – მათ, ვისაც თავში ასეთი აზრები უტრიალებთ, მძულვარება არ უწყდებათ.

__ დჰამაპადა __

***

უფრო დიდი უბედურება არაფერია: გძულდეს მტერი შენი. მტრის სიძულვილი ვნებს დაოს.

__ ლაო-ძი __

***

არსებობს მოწყალების ბევრი სახეობა, რომელთა მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია შენდობა მივიღოთ ღმერთისაგან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის ისაა, როცა ჩვენს მტრებს შევუნდობთ.

__ ნეტარი ავგუსტინე __

***

სამართლიანობა ის იქნება, რომ თვით ბოროტება გვძულდეს ბოროტის მოქმედ ადამიანებში, თვით ასეთი ადამიანი კი, როგორც ღმერთის ქმნილებათა გვირგვინი – ხატი და მსგავსება შემოქმედი ღმერთისა – გვიყვარდეს.

__ ნეტარი ავგუსტინე __

***

ბიჭო მძინარეს ჯიბეები დამაჭრეს! . . . ჯერ ტუჩებზე დედის რძე არ ჰქონდათ შემშრალი . . . ეს დროული კაცი . . . აი ტაი, ტაი, ტაი, ტაი! ღმერთმა იმათ კი შეარგოთ და მე კი ეს სირცხვილადაც მეყოფა და სიცილადაც.

__ ილია ჭავჭავაძე __

***

გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვილი.

__ მაჰატმა განდი __

***

მიხეილ ჭიაურელთან თეატრში მხატვრად ვმუშაობდი. ერთხელ, დავალება მომცა – დამეხატა საზარელი გარეგნობის, ხეიბარი გენერლის პორტრეტი. ერთი კვირა ვიმუშავე და ნამუშევარი, რომელიც ცუდი არ იყო და თავად მომწონდა, სიამაყით წარვუდგინე. მან კი აიღო ფანქარი და ნახატი გადახაზა. რას შვრები ძია მიშა?! – გაოცებულმა შევყვირე. ჭიაურელი მომიტრიალდა და დამმოძღვრა: - იცი რას გეტყვი შვილო, ამ ტექნიკურად კარგად შესრულებულ ნამუშევარში ესთეტიკა ვერ დავინახე. გახსოვდეს მკვლელსაც რომ ხატავდე იგი კაცში ზიზღს არ უნდა იწვევდესო.

__ თამაზ ხუციშვილი __

-------------------------

სურათზე: სტეფანე ლოცულობს თავისი ჩამქოლავებისთვის