3.14.8 Вступаться - защищать

3.14.8 გამოსარჩლება, დაცვა

თხოვნა ღვთის მსჯავრის:

- კერპთაყვანისმცემლებზე მსაჯ.6,31.32

- უკეთურ მეფეზე 1მფ.24,15

.

თხოვნა დაცვის:

- ღარიბების იგავ.22,23

- ქვრივ-ობლების ეს.1,17

- მონანულების მიქ.7,9

.

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 6

31. უთხრა იოაშმა მის წინააღმდეგ გამოსულებს: "ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ იხსნით მას? ვინც მას გამოესარჩლება, მოკვდება დილამდე! თუ ღმერთია, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს”.

32. და უწოდეს იმ დღიდან იერუბაყალი, რადგან თქვეს: "დაე, ბაყალი გამოესარჩლოს თავის თავს სამსხვერპლოს დანგრევისთვის”.

1მეფეთა 24

15. უფალი იყოს ჩვენს შორის მსაჯული, მან განგვსაჯოს. ის შეხედავს და განსჯის ჩემს სამართალს და დამიხსნის შენი ხელიდან”.

იგავნი 22

23. რადგან უფალი იდავებს მათ დავას და წაიღებს მათი მძარცველების სიცოცხლეს.

ესაია 1

17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.

მიქა 7

9. უფლის გულისწყრომას დავითმენ, რადგან შევცოდე მის წინაშე, ვიდრე ჩემს საქმეს არ განიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; სინათლეში გამომიყვანს და ვიხილავ მის სიმართლეს.