1.9.72 Дедан

1.9.72 დედანი

(დაბალი)

.

ერთი დედანი იყო

- რაყმა ქუშის ძის ძე დაბ.10,7; 1ნეშ.1,9

.

მეორე დედანი იყო

- იოკშან აბრაამის ძის (კეტურასგან) ძე დაბ.25,3; 1ნეშ.1,32

.

მათი შთამომავლები არაბეთის ნახევარკუნძულის ორ სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ

- სპარსეთის ყურის მხარეს რაყმას

- მეწამული ზღვის მხარეს აბრაამის

ეს.21,13 იერ.25,23; 49,8 ეზეკ.25,13; 27,15.20; 38,13

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10

7. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. და რაყმას ძენი: შება და დედანი.

დაბადება 25

3. იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.

1ნეშტთა 1

9. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთეხა. რაყმას ძენი: შება და დედანი.

32. შვა ძენი კეტურამ, აბრაჰამის ხარჭამ: ზიმრანი, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი. იაკშანის ძენი: შება და დედანი.

ესაია 21

13. წინასწარმეტყველება არაბეთზე: არაბეთის უღრანში გაათიეთ ღამე, დედანელთა ქარავნებო!

იერემია 25

23. დედანს, თემას და ბუზს, ყველა გვერდებზე თმაშეკრეჭილს;

იერემია 49

8. გაიქეცით, გაბრუნდით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, დედანის მცხოვრებნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი მისი დასჯისა.

ეზეკიელი 25

13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მეც მოვუღერებ ხელს ედომს, მოვუსპობ კაცსა და პირუტყვს, ნანგრევებად ვაქცევ მას და თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.

ეზეკიელი 27

15. დედანის ძენი იყვნენ შენთან მოვაჭრენი და მრავალი ზღვისპირა ქვეყანა იყო შენი სავაჭრო ადგილი. სპილოს ეშვები და შავი ხე მოჰქონდათ საფასურად.

ეზეკიელი 38

13. შება და დედანი, ვაჭარნი თარშიშელნი და მათი ბოკვრები გკითხავენ: ნადავლის მისატაცებლად მოხვედი? საძარცვად შეკრიბე შენი ლაშქარი, ვერცხლისა და ოქროს წასაღებად, საქონლისა და დოვლათის ხელში ჩასაგდებად, დიდი ნადავლის მისატაცებლად?