4.19.44 Добыча - награбленное на войне

4.19.44 ნადავლი, ალაფი - ნაძარცვი ომის ჟამს

მოპოვებული:

- შურისძიებით დაბ.34,29

- ნადავლის ხელში ჩასაგდებად დადევნებით გამ.15,9; 2მფ.23,10

- ღვთის ნებით რჯ.2,35; 3,7 იესნ.11,14 მსაჯ.5,30 ფს.110,5

- დარისხებულის მოპარვით იესნ.7,21 იგავ.29,24

- თარეშით 2მფ.3,22

- აურაცხელი 2მფ.12,30; 1ნეშ.20,2; 2ნეშ.14,14; 20,25

- ორნი ერთმანეთს ხოცავენ და მესამეს რჩება 4მფ.3,23 ფს.67,12

- მოძმეთაგან 2ნეშ.28,8

- შემავიწროვებლებისგან ესთ.8,11

.

ნადავლად ქცევა:

- შეცოდების გამო 2ნეშ.24,23 ამ.4,10 აბაკ.1,9

- ისრაელის იერ.2,14 ეზეკ.7,21

- წარმართების იერ.49,32; 50,10 ეზეკ.26,12; 29,19

.

მიცემა ღმერთისთვის:

- აბრაამმა გაიღო მეათედი ნადავლიდან დაბ.14,20 ებრ.7,4

- მთლიანად შეწირვა რჯ.13,16; 2ნეშ.15,11

.

ღმერთის მითითებები:

- ქანაანელებისგან არ აღება რჯ.20,14.16

- დარისხებულის არ აღება იესნ.6,17-19

- ყამალეკი უნდა განადგურებულიყო 1მფ.15,2.3

- ყარადი უნდა განადგურებულიყო რიცხ.21,1-3

.

ნადავლის გაყოფის წესრიგი:

- პროპორციულად რიცხ.31,26-47

- ნაწილი მათაც, ვისაც არ უბრძოლია და ზურგში იყო იესნ.22,8 მსაჯ.8,8; 1მფ.30,15.23-25; 1ნეშ.26,8

- ნადავლის გამოყენების უაზრო აკრძალვა 1მფ.14,30

.

სიმბოლურად:

- იუდა - ნადავლით ხელში დაბ.49,9 დან.11,24

- გადი - ნადავლით ხელში რჯ.33,20

- სიხარული ეს.9,3

- ხსნა ეს.33,23; 49,24

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.

დაბადება 34

29. მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს.

დაბადება 49

9. ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?

გამოსვლა 15

9. თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ვიყრი მათზე, მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი.

რიცხვნი 21

1. გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ ათარიმის გზით მოდიოდა ისრაელი, შეებრძოლა ისრაელს და მოსტაცა ტყვეები.

რიცხვნი 31

26. აღრიცხეთ ნადავლი კაციდან პირუტყვამდე შენ, ელეაზარ მღვდელმა და საზოგადოების მამამთავრებმა.

მეორე რჯული 2

35. ოღონდ საქონელი წამოვასხით და სხვა ნადავლიც წამოვიღეთ დაპყრობილი ქალაქებიდან.

მეორე რჯული 3

7. მთელი საქონელი და ნადავლი წამოვასხით ქალაქებიდან.

მეორე რჯული 13

16. მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე დაახვავე და მთლიანად დაუწვი უფალს, შენს ღმერთს, ქალაქი და მთელი ნადავლი; სამარადისო ნანგრევებად დარჩეს და აღარ აშენდეს არასოდეს.

მეორე რჯული 20

14. მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება - მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, ჩაგიგდო ხელში.

მეორე რჯული 33

20. გადზე თქვა: კურთხეულია გადის განმვრცობი, ლომივით წევს და გლეჯს ნადავლის თავ-ფეხს.

იესო ნავეს ძე 6

17. უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია; მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა.

იესო ნავეს ძე 7

21. დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული წამოსასხამი, ასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათშეკელიანი ოქროს ზოდი, დავხარბდი და ავიღე. აჰა, მიწაში მაქვს დაფლული კარვის შუაგულში, ვერცხლია მის ქვეშ.

იესო ნავეს ძე 11

14. ამ ქალაქის ნადავლი და პირუტყვი წამოასხეს თავისთვის ისრაელიანებმა, მთელი ხალხი კი მოსრეს მახვილით, ისე რომ მთლიანად ამოწყვიტეს, ერთი სულიც არ დაუტოვებიათ.

იესო ნავეს ძე 22

8. და უთხრა მათ: „დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, და ერთობ დიდძალი პირუტყვით, ვერცხლით, ოქროთი, ბრინჯაოთი, რკინითა და უამრავი სამოსლით. გაუნაწილეთ მტერთაგან წამოღებული ნაალაფარი თქვენს ძმებს.“

მსაჯულნი 5

30. ‘ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფდნენ: თითო ან ორ-ორი მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისერას, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორხოულად ნაქსოვი, ტყვის ტანზე შემოძარცული.’

მსაჯულნი 8

8. და უთხრა მათ: „დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, და ერთობ დიდძალი პირუტყვით, ვერცხლით, ოქროთი, ბრინჯაოთი, რკინითა და უამრავი სამოსლით. გაუნაწილეთ მტერთაგან წამოღებული ნაალაფარი თქვენს ძმებს.“

1მეფეთა 14

30. რა იქნებოდა, დღეს რამე ეჭამა ხალხს იმ ნადავლიდან, მტერს რომ დააგდებინა? უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მარცხი?

1მეფეთა 15

3. ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი.

1მეფეთა 30

15. ჩაიყვანა და, აჰა, გაფანტულან მთელს არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.

2მეფეთა 3

22. ამ დროს დაბრუნდნენ დავითის მორჩილნი და იოაბი თარეშიდან და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი არ იყო დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს, და ისიც წავიდა მშვიდობით.

2მეფეთა 12

30. აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.

2მეფეთა 23

10. შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლისთვის გაჰყვა მას ხალხი უკან.

4მეფეთა 3

23. თქვეს: ეს სისხლია. დატაკებიან მეფეები და ერთმანეთი დაუხოცავთ. აბა, შენია - ნადავლი, მოაბ!

1ნეშტთა 20

2. დავითმა მათ მეფეს გვირგვინი მოხადა, ნახა რომ ერთი ტალანტი ოქროს წონისა იყო და ძვირფასი ქვებით იყო მოოჭვილი, და თავზე დაირქვა იგი. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.

1ნეშტთა 26

8. და უთხრა მათ: „დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, და ერთობ დიდძალი პირუტყვით, ვერცხლით, ოქროთი, ბრინჯაოთი, რკინითა და უამრავი სამოსლით. გაუნაწილეთ მტერთაგან წამოღებული ნაალაფარი თქვენს ძმებს.“

2ნეშტთა 14

14. და გაანადგურეს ქალაქები გერარის ირგვლივ, რადგან უფლის შიშმა მოიცვა ის მხარე. და გაძარცვეს ყველა ქალაქი იუდაელებმა, რადგან იქ ბევრი იყო საალაფო.

2ნეშტთა 15

11. მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარ- ძროხა და შვიდასი ცხვარი.

2ნეშტთა 20

25. მივიდნენ იოშაფატი და მისი ხალხი მათთან ნადავლისთვის და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი, საუცხოო ჭურჭელი. იმდენი შეაგროვეს, რომ წაღება აღარ შეეძლოთ. სამ დღეს ეზიდებოდნენ ნადავლს, იმდენი იყო.

2ნეშტთა 24

23. წელიწადი რომ შემოიქცა, წამოვიდა მის წინააღმდეგ არამის ლაშქარი, შეიჭრა იუდაში და იერუსალიმში და გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი. და მთელი ნაალაფარი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.

2ნეშტთა 28

8. და ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა თავიანთ მოძმეთაგან 200 ათასი ქალი, ძე და ასული. დიდძალი ნადავლი წაართვეს და სამარიაში მიიტანეს ნაალაფარი.

ესთერი 8

11. რომ მეფე ნებას აძლევს იუდაელებს, რომელ ქალაქშიც არ უნდა იყვნენ, შეიკრიბონ და დაიცვან თავი, მოსპონ, დახოცონ, გაწყვიტონ ვინც კი არის მძლავრი ხალხში და სამთავროში, ვინც ავიწროებს მათ და მათ ცოლ-შვილს, და ნადავლად წაიღონ მათი ქონება,

ფსალმუნი 67

12. ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს.

ფსალმუნი 110

5. ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი.

იგავნი 29

24. ქურდთან ნადავლის მოზიარე საკუთარი თავის მტერია: ესმის წყევლა-კრულვა, მაგრამ არაფერს ამხელს.

ესაია 9

3. შენ გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას.

ესაია 33

23. მოეშვა შენი საბელები, ვეღარ აკავებენ თავის ფუძეზე ანძას, აფრას ვეღარ ჭიმავენ. მაშინ განაწილდება დიდი ნადავლი, ხეიბარნიც დაიწყებენ ალაფობას.

ესაია 49

24. განა წაერთმევა ნაალაფარი ძლიერს, ან წაართმევს ვინმე გამარჯვებულს ტყვეებს?

იერემია 2

14. მონაა ისრაელი თუ სახლისშვილი? აბა, რატომ იქცა ნადავლად?

იერემია 49

32. დაიტაცებენ მათ აქლემებს და ნადავლად წაასხამენ ურიცხვ საქონელს; ოთხივ ქარისკენ გავფანტავ საფეთქელშეკრეჭილებს და ყოველს მხრიდან მოვუვლენ უბედურებას, ამბობს უფალი.

იერემია 50

10. ნადავლად გადიქცევა ქალდეველთა ქვეყანა, ყოველი დამტაცებელი მისი გაძღება, ამბობს უფალი.

ეზეკიელი 7

21. უცხოთა ხელში მივცემ მას დასატაცებლად და ნადავლად - ქვეყნის ბოროტეულთ, რომ უპატიოჰყონ.

ეზეკიელი 26

12. მოიალაფებენ შენს დოვლათს და დაიტაცებენ შენს ნავაჭრს, დააქცევენ შენს კედლებს და შენს სანუკვარ სახლებს დაანგრევენ; ქვებს, ხეებსა და მიწას წყალში გადაგიყრიან.

ეზეკიელი 29

19. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტის ქვეყანას, რომ წაიღოს მისი დოვლათი, იალაფოს და დაიტაცოს. ის იქნება მისი ლაშქრის გასამრჯელო.

დანიელი 11

24. ქვეყნის მშვიდსა და ნაყოფიერ მხარეებში შეიჭრება და ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს ჩაუდენიათ; ნაალაფარს და ნაძარცვ დოვლათს გაუნაწილებს თავისიანებს, ციხესიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ ეს გაგრძელდება გარკვეულ დრომდე.

ამოსი 4

10. “შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს თქვენს ნაალაფარ ცხენებთან ერთად, და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ” - ამბობს უფალი.-

აბაკუმი 1

9. ერთიანად მოდის საალაფოდ, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს.

ებრაელთა 7

4. მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილადა.

---------------------------

სურათზე: დარისხებულზე დახარბებული ყაქანი იესნ.7,21